onlain sesxebi - ყველა

სიყვარულის 6 სტადია

სიყვარულის 6 სტადია


სიყვარული კაცობრიობის მამოძრავებელი ძალაა და ამავდროულად, 2 ადამიანის თანაცხოვრება წარმოუდგენლად რთული ფენომენია. დასაწყისში ყველაფერი მარტივად ჩანს: ეიფორიით გაბრუებული წყვილები ახალი გრძნობის დინებას დაუფიქრებლად მიჰყვებიან, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ჩნდება კითხვა: „იცვლება სიყვარული დროთა განმავლობაში?“ ამ კითხვაზე პასუხი კი ცალსახად დადებითია.
სტადია 1: პირველი 3-6 თვე
როგორც იქნა, გარკვეული დროის განმავლობაში ინტენსიური შეხვედრების, უდიდესი სექსუალური მუხტის და ერთმანეთის გაცნობის შემდეგ, ამ გრძნობის შესახებ გამოტყდით და ისიც აღნიშნეთ, რომ ურთიერთობა ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს.

სტადია 2: 1 წელი
1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ერთად ხართ. ერთმანეთი ძველებურად გიყვართ და ერთმანეთის ხასიათის ყველაზე უცნაური შტრიხებიც კი მიმზიდველად მიგაჩნიათ. ერთმანეთის გარდა არავინ და არაფერი გჭირდებათ და უამრავ გიჟურ ექსპერიმენტთან ერთად, მომავალზე ფიქრსაც იწყებთ: სწორედ ამ დროს იბადება დაქორწინების იდეაც.

სტადია 3: 1,5-2 წელი
შენი ქმრის/პარტნიორის „წმინდა“ ოთახი, სადაც ვიდეო თამაშებით ერთობოდა ხოლმე, ბავშვის ოთახად გადააკეთე? რამხელა სივრცე დაუტოვე კარადაში? თამაშში ახალი სიტყვა — „კომპრომისი“ შემოდის. ურთიერთობის ამ ეტაპზე მხოლოდ სექსუალური ექსპერიმენტები არ კმარა, ყველაფერი პოზიტივის გაცემის და მიღების პრინციპს ეყრდნობა. გოგონებო, გახსოვდეთ: გაცემა ან კომპრომისზე წასვლა მხოლოდ მამაკაცის მხრიდან არ უნდა ხდებოდეს!

სტადია 4: 2-3 წელი
ჩხუბი და კამათი ნებისმიერი ურთიერთობის განუყრელი ნაწილია. თუ კონფლიქტის გადაწყვეტა ჯანსაღი ფორმებით ხდება, მისი არსებობა ურთიერთობისთვის სასარგებლოცაა; ხოლო თუ პარტნიორთან ძალიან ხშირად ჩხუბობ ან არასაკმარისად ეკამათები, იმის მიმანიშნებელია, რომ პრობლემებს შიშის თვალით უყურებ. ამ ეტაპზე წყვილმა უნდა გააცნობიეროს, რომ ჯანსაღი ურთიერთობისთვის საჭიროა საკუთარი შეცდომებით სწავლა და მათზე დაყრდნობით ქცევის შემდგომში გაკონტროლება, იმისათვის, რომ მეტი ურთიერთგაგებას მიაღწიონ.

სტადია 5: 3-5 წელი
თქვენს თანაცხოვრებაში ბავშვი ჩნდება, რაც თავისთავად ახალ პასუხისმგებლობებს გიწესებთ, თუმცა მოთმინების და ორგანიზების უნარებით მათი გადალახვა რთული არაა. ესაუბრეთ ერთმანეთს და გაარკვიეთ, რა გიქმნით დისკომფორტს — კომუნიკაცია ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუმცა, როგორც წესი, ეს მამაკაცებისთვის საკმაოდ რთულია ხოლმე. მზად იყავი იმისათვის, რომ წარსულში დარჩენილი მცირე ჩხუბები მხოლოდ სტარტერი იყო ახლანდელ ყოველდღიურ დილემებთან შედარებით: „საჯარო სკოლაში შევიყვანოთ ბავშვი თუ კერძო სკოლაში?“ „როგორი სახის დანაზოგი გავუხსნათ?“ და ა.შ. მნიშვნელოვანია, ამ ეტაპზე ყველა პრობლემა გადაჭრათ, რაც კი გზაზე გადაგეღობებათ.

სტადია 6: 5 წლის შემდეგ
5 წლის შემდეგ ხვდები, რა ჯოჯოხეთი გამოიარეთ და როგორ გადალახეთ ყველაფერი ერთობლივი ძალებით. შენი ჯილდო მოსიყვარულე პარტნიორი ან მყარი ოჯახია — თუკი ეს, რა თქმა უნდა, გსურდა. ახლა უკვე იცი, მეორე ნახევარი როგორ გააბედნიერო და რა ხერხებით დაამშვიდო, როდესაც აღელვებულია. თუმცა, ცხოვრებისეული გამოწვევები ამით დასრულებულა, უბრალოდ, ასე თუ ისე ისწავლე, როგორ გადაჭრა ისინი, სასურველ შეთანხმებას რომ მიაღწიო!
საბოლოო ჯამში, გახსოვდეს: სიყვარული დიდი ძალაა. იმისათვის, რომ კარგი დრო სრულყოფილად შეიგრძნოთ და ცუდ პერიოდში ერთმანეთის გაგება და მხარდაჭერა შეძლოთ, პრობლემები უნდა გადალახოთ. ამიტომ, ნუ გაექცევით სირთულეებს, პირიქით — ფართოდ გაუღეთ კარი, თქვენ ხომ მარტო არ ხართ, ერთად კი ყველაფრის უკან ჩამოტოვებას შეძლებთ!

წყარო: https://www.powerofpositivity.com/6-ways-saying-love-changes-relationship/