onlain sesxebi - ყველა

10 გზა იმისთვის, რომ დამღლელი დღის ბოლო სასიამოვნო იყოს და ენერგია აღიდგინოთ

10 გზა იმისთვის, რომ დამღლელი დღის ბოლო სასიამოვნო იყოს და ენერგია აღიდგინოთ


ერთ-ერთი საუკეთესო შეგრძნება და განცდა, დამღლელი და ქაოსური დღის ბოლოს სახლში მისვლა და დასვენებაა.

ყოველ დღე დასაქმებული ადამიანების უმეტესობას სტრესთან, ხმაურიან გარემოსთან უწევთ გამკლავება.

გთავაზობთ 10 ხერხს, რომელიც დღის ბოლოს სტრესის მოხსნასა და განტვირთვაში დაგეხმარებათ:

1. გაიხადეთ ბიუსჰალტერი - მთელი დღე რაღაც ძალიან გაწუხებთ, შეიძლება ვერც ხვდებით რა და რეალურად ეს თქვენი ბიუსჰალტერი. როცა მას იხდით საოცარ შვებას გრძნობთ. სისხლი უკეთ მოძრაობას იწყებს და თავს კომფორტულად გრძნობთ.

2. დაისვენეთ - აანთეთ ღამის სანათი, მოკალათდით დივანზე, ფეხები მაღლა შემოალაგეთ, დახუჭეთ თვალები და არავითარ შემთხვევაში არ იფიქროთ სამსახურზე.

3. მოამზადეთ რაიმე - საჭმლის მომზადება ერთგვარი თერაპიაა. ადამიანს უჩენს განცდას, რომ კარგადაა, ხდის კონცენტრირებულს და კრეატიულს.

4. დიდხანს გაჩერდით შხაპის ქვეშ - ეს განტვირთვისთვის საუკეთესო საშუალებაა. ამ დროს თქვენი სხეული ისვენებს და ახალი ენერგიით ივსება.

5. წაიკითხეთ ლექსები - „პოეზია სიმშვიდეა“ თქვა ერთხელ მწერალმა პაბლო ნერუდამ. რამდენიმე გარითმული ფრაზის წაკითხვას ადამიანის განწყობის შეცვლა შეუძლია. პოეზია სულის საზრდოა.

6. გაშალეთ მხრები, გაიწელეთ - მაშინაც კი, როცა კომპიუტერთან სხედხართ ნუ მოადუნებთ სხეულს. ეს დაგეხმარებათ რომ მუდამ ტონუსში იყოთ.

7. მოუსმინეთ წყნარ მუსიკას, რომელიც დაგამშვიდებთ - მუსიკა არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენს განწყობას, არამედ ის დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზეც. მუსიკას შეუძლია დაგეხმაროთ შფოთვის დაძლევაში, შეგიმსუბუქოთ ფიზიკური ტკივილი და გააძლიეროს იმუნური სისტემა.

8. დალიეთ რაიმე თბილი - ეს თავს უკეთ გაგრძნობინებთ. არ აქვს მნიშვნელობა ეს ყავა იქნება თუ ჩაი. აუცილებლად უნდა მიიღოთ სითხე, რომელიც დღის განმავლობაში დაკარგეთ.

9. იყავით ჩუმად - იპოვეთ წყნარი ადგილი თქვენს სახლში და ისიამოვნეთ სიჩუმით. სიჩუმეში ყოფნა შეიძლება მოწყენილობის ტოლფასი იყოს, თუმცა ეს აუცილებლად გჭირდებათ დამქანცველი დღის ბოლოს.

10. გამორთეთ ყველაფერი - გამორთეთ კომპიუტერი, ტელეფონი. გახსოვდეთ, რომ ახლა მხოლოდ საკუთარ თავსა და ძალების აღდგენაზე უნდა მოახდინოთ კონცენტრირება.

წყარო: http://www.femalenetwork.com/lifestyle/10-ways-to-unwind-at-the-end-of-a-long-day