onlain sesxebi - ყველა

9 რჩევა FBI-ის საიდუმლო აგენტისგან, რომელიც ადამიანების ამოცნობაში დაგეხმარებათ

უნარი - ამოიცნო ადამიანის ხასიათი, შეიძლება იყოს ყველაზე ეფექტური გზა მასთან ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად.
ლარე ქი, რომელიც FBI-ის საიდუმლო აგენტად 23 წლის განმავლობაში მუშაობდა ამბობს, რომ არ არის აუცილებელი იყოთ პირველი კლასის აგენტი იმისთვის, რომ მიხვდეთ რა ხდება ადამიანის გონებაში. „არსებობს კონკრეტული სიგნალები, რომელთა გამოყენებაც ადამიანების ამოსაცნობად შეგიძლიათ“, - ამბობს ყოფილი საიდუმლო აგენტი.
ის ადამიანების ამოცნობის 9 მეთოდს გვიზიარებს:
1. განსაზღვრეთ მისი ქცევების ძირითადი მოდელი - ქცევების მთელი რიგი არსებობს. მაგ: ადამიანი შეიძლება აშტერდებოდეს იატაკს კომუნიკაციის დროს, გადაჯვარედინებული ჰქონდეს ხელები, მოულოდნელად ისტერიკული ხველა დაიწყოს ა.შ. ადამიანის ქცევების ძირითადი მოდელის განსაზღვრა დაგეხმარებათ, გაიგოთ ეს კონკრეტული ქცევა მისი ჩვევაა, თუ რაღაც ახალი ხდება მის თავს. შეიძლება ეს მისი გაბრაზების, შიშის, ან სხვა რაიმის მიზეზი იყოს.

2. ყურადღება მიაქციეთ საუბრის მანერას - შეეცადეთ, იპოვოთ განსხვავება მისი საუბრის ჩვეულებრივ მანერასა და ახლანდელ საუბარს შორის. თუ იმაზე გაცილებით მეტს ლაპარაკობს ვიდრე სჩვევია, ან საერთოდ არ იღებს ხმას, თუ ბევრ წყალს სვამს, ან შეუჩერებლად მიირთმევს საჭმელს და ასე სხვა დროს არ მოქცეულა, ეს ნიშნავს, რომ რაღაცის დამალვას ცდილობს.

3. ყურადღება მიაქციეთ ჟესტიკულაციას - ყველა ჟესტი რაღაცას ნიშნავს, მაგრამ თუ ადამიანი ისეთ ჟესტებს იყენებს, რომელიც მისგან მოულოდნელია, ეს მიუთითებს რომ თქვენგან რაღაცის დამალვას ცდილობს.

4. შეადარეთ ქცევები - თუ შეამჩნიეთ, რომ ადამიანი უჩვეულოდ იქცევა, უფრო მეტი ყურადღებით უნდა იყოთ. დააკვირდით როგორ ესაურება დანარჩენებს, შეიცვალა თუ არა მისი გამომეტყველება და სხეულის ენა.

5. დააკვირდით სახის გამომეტყველებას - როდესაც ვუყურებთ ადამიანს, რომელიც მოგვწონს, ჩვენ ვაძლევთ სიგნალს, ვუღიმით . თუ ამ ადამიანის სახე არ გპასუხობთ იგივე გამომეტყველებით, ის გიგზავნით შეტყობინებას, რომ არ მოსწონხართ, ან არ მოსწონს ის, რასაც თქვენ აკეთებთ.

6. ძლიერი ხმა - ძლიერი ადამიანი არის ის, რომელიც ყოველთვის მაგიდის თავში ჯდება. თავდაჯერებულ ადამიანს, როგორც წესი, აქვს ძლიერი ხმა და აქ არ იგულისხმება ხმამაღალი საუბარი. სწორედ ადამიანის ხმის მიხედვით შეგიძლიათ განსაზღვროთ ვინაა, უფრო ძლიერი და თავდაჯერებული. თავდაჯერებული ადამიანის ხმაში ყოველთვის იგრძნობა სიმტკიცე.

7. დააკვირდით სიარულის მანერას - თუ ადამიანი სიარულის დროს უყურებს თავის ფეხებს და წინ არ იყურება, ეს ნიშნავს, რომ ის თავდაჯერებული არ არის.

8. ყურადღება მიაქციეთ სიტყვებს - სიტყვებით შეგიძლიათ განსაზღვროთ როგორია ესა თუ ის ადამიანი. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ზმნებს. მაგ: თუ თქვენი უფროსი ამბობს- „გადავწყვიტე მუშაობა კომპანია X-თან“, მთავარი სიტყვა აქ არის „გადავწყვიტე“. ეს სიტყვა აჩვენებს, რომ თქვენი უფროსი არ არის იმპულსური, რომ წინასწარ იფიქრა ამ გადაწყვეტილებაზე, აწონა თანამშრომლობის განსხვავებული მიმართულებები.

9. განსაზღვრეთ ადამიანის ღირებულებები და პრინციპები - არსებობს მთავარი კითხვები, რომელთა საშუალებითაც გავიგებთ, ადამიანის ძირითად პრინციპებს. ეს კითხვებია:
ეს ადამიანი ინტროვერტია თუ ექსტრავერტი?
ურთიერთობას სხვებთან თავად იწყებს, თუ ელოდება როდის გადადგამენ მისკენ ნაბიჯს?
როგორ ხვდება მოულოდნელობებს და შეუძლია თუ არა რისკის გაწევა?
რა ქცევებს ავლენს სტრესულ სიტუაციებში?
როგორია დასვენების დროს?
გაითვალისწინეთ, რომ ადამიანის შესწავლის უნარის გამომუშავებას დრო სჭირდება და ისიც იცოდეთ, რომ არც ერთი წესი არ არის უტყუარი, მაგრამ ამ რჩევებით შეძლებთ, გაიუმჯობესოთ ადამიანების ამოცნობის უნარი და შეძლოთ მათთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება.

წყარო: https://brightside.me/inspiration-psychology/nine-tips-from-secret-agents-to-help-you-see-right-through-people-243060/