onlain sesxebi - ყველა

ჩინური მედიცინა - სწორი კვების წესები სხვადასხვა ასაკის ქალებისთვის

ჩინურ ტრადიციაში არსებობს ე.წ. 7 და 8-წლიანი ციკლები: ქალის ჯანმრთელობა გამოითვლება 7-წლიანი ციკლებით, მამაკაცის - 8-წლიანი. შესაბამისად, ქალმა ყოველ 7 წელიწადში ერთხელ უნდა შეცვალოს კვების სტილი, ახალი ფაზის მიხედვით. განვიხილოთ ძირითადი პრინციპები, როგორ უნდა იკვებებოდეს სწორად ასაკის მიხედვით ჯანმრთელი ადამიანი.
კვება ასაკის მიხედვით

7-14 წელი
რა შეიძლება და რა სჭირდებათ ამ ასაკის ბავშვებს? პასუხი მარტივია: ყველაფერი, და რაც შეიძლება ბევრი! ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები ნებისმიერი თანამიმდევრობით, მძიმე ხორციანი კერძები რეკომენდებულია გვიან საღამოს. ამდაგვარად ბავშვები ავარჯიშებენ საჭმლის მომნელებელ სისტემას, გარდა ამისა ღამით მიღებული ცილოვანი საკვები ხელს უწყობს სრულფასოვან ძილს.

14-21 წელი
მოზარდის ასაკი და ჩამოყალიბების პერიოდი, როცა ორგანიზმს აწვება უდიდესი დატვირთვა: ჰორმონალური გარდატეხა, ემოციური ცვალებადობა. ბავშვი ყალიბდება ზრდასრულ ადამიანად, ინგრევა ქცევის ყველა წესი და მათთან ერთად ჩვეული კვების წესები: დიეტა ხდება განცალკევებული (ცილები - საკვების ერთი მიღების დროს, ნახშირწყლები - მეორე). რატომ? რათა გაუადვილდეს ორგანიზმს ცხოვრება, მოიხსნას ზედმეტი დატვირთვა და გათავისუფლდეს ძალები, რომლებიც მანამდე იხარჯებოდა საჭმლის მონელებაზე, - ეს საჭიროა, რომ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა და დავეხმაროთ ახალ ზრდასრულ სხეულს სწორ განვითარებაში. იმის გაგება, რომ მოზარდი არ იცავს ამ რეკომენდაციებს, ძალიან ადვილია: გამონაყარი სახეზე - ყველაფრის და ნაუცბადევი ჭამის შედეგია, როგორც ბავშვობაში.

21-42 წელი
სამი შვილოსნობის ციკლი, როცა ქალისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იზრუნოს სისხლის ჯანმრთელობაზე. ჩინურ მედიცინაში სისხლი - ცალკეული ორგანოა, რომელსაც გადააქვს ენერგია. თუ ის სუსტდება (კერძოდ, ეს ხდება რეგულარული უხვი მენსტრუალური სისხლდენის დროს) და არ იკვებება საჭირო პროდუქტებით, შესაძლებელია განვითარდეს ანემია და არ არის გამორიცხული შეექმნას სირთულეები რეპროდუქციულ ფუნქციასთან. რომელი პროდუქტებია სასარგებლო სისხლისთვის? წითელი ხორცი და საქონლის ღვიძლი, ნიგოზი, წყალმცენარეები და ზღვის პროდუქტები, კვერცხი, სეზონური წითელი კენკრა, ნაირნაირი თესლი (წიწიბურა, კინოა, სელი, სეზამი და ა.შ.) და, რა თქმა უნდა, ბოსტნეული. მოკლედ, გოგონას მენიუ, რომელსაც სურს გააჩინოს ჯანმრთელი ბავშვები, ჩინური მედიცინის მიხედვით, უნდა იყოს მრავალფეროვანი და არანაირად არ უნდა იყოს ვეგეტარიანული.


42 და ყველაზე ხანდაზმულ ასაკამდე
ჩინური ტრადიციის მიხედვით, 42 წლისთვის ქალს უკვე გადაწყვეტილი აქვს შვილოსნობასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, ამიტომ დიეტა შეიძლება შეიცვალოს. თანამედროვე სამყაროში ქალს შეუძლია უფრო გვიანაც დაფეხმძიმდეს, ამ შემთხვევაში დიეტის შეცვლა უნდა გადაიდოს. ამ ასაკში ჯანმრთელობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად ჩინური მედიცინა გვირჩევს შიმშილობის შემოღებას: განტვირთვის დღეები, ან ნახევარ დღიანი შიმშილობა, ან შიმშილობა დღე-ღამის განმავლობაში. წლების მატებასთან ერთად ადვილდება დიეტაც: ულუფები მცირდება, შიმშილის დღეები იზრდება - ჩინელი მედიკოსების აზრით ეს ხელს უწყობს სიცოცხლის გახანგრძლივებას. მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს ვარიანტი, როგორც ყველა ზემოაღწერილი, უხდება მხოლოდ სრულიად ჯანმრთელ ადამიანებს. თუ არსებობს რაიმე გადახრები, კვება უნდა იყოს კორექტირებული ექიმის მიერ.

წყარო: http://www.psychologies.ru/wellbeing/food/kitayskaya-meditsina-pravila-pitaniya-dlya-raznogo-vozrasta/