onlain sesxebi - ყველა

ჰოლივუდის ლამაზმანების მავნე ჩვევები

ჰოლივუდის ლამაზმანების მავნე ჩვევები

ცნობილები და ლამაზები: თითქოს ნაკლი არ აქვთ და დღეში 24 საათი უნიკალურები არიან, მაგრამ ვარსკვლავებსაც აქვთ მავნე ჩვევები.

1. ბრიტნი სპირსი და ოლივია უაილდი
ფრჩხილების კვნეტა: ეს ორი ლამაზმანი აღიარებს თავის მავნე ჩვევას და ცდილობენ საკუთარ თავზე კონტროლი დაამყარონ.

2. სარა ჯესიკა პარკერი და ჰოლი ბერი
ტუჩების კბენა: სარა მუდმივად კბენს ლოყას შიგნიდან და თავს ვერაფრით აჩვევს. ჰოლი ბერი კი ტუჩების კვნეტას ვერ იშორებს. 

3. რიანა და კაილი ჯენერი
სოციალური ქსელების მიმართ დამოკიდებულება: რიანა ვერ ცხოვრობს სოციალური ქსელების გარეშე. ფსიქოლოგებმაც კი გაანალიზეს მისი მავნე ჩვევა და მივიდნენ დასკვნამდე, რომ მომღერალს პოპულარობის დაკარგვის ეშინია. კაილი ჯენერი კი გულწრფელად ამბობს: „სოციალური ქსელები ჩემთვის ყველაფერია!“

4. ბარბარა სტრეიზანდი და მილა კუნისი
საჭმლის მიმართ მიდრეკილება: ბარბარა საკუთარ თავს ფუნთუშებითა და ტკბილეულით ხშირად ანებივრებს და რამდენიმე კვირაში 15 კილოგრამამდეც კი იმატებს. მილა კი აღიარებს, რომ მხოლოდ როლისთვის შეუძლია გახდომა, გადაღებების შემდეგ ბურგერებსა და სწრაფ კვებას აკითხავს.

5. ლანა დელ რეი და კეტრინ ჰეიგლი
მოწევა: კეტრინმა ხშირად სცადა თავის დანებება, მაგრამ არ გამოსდის. ლანა კი აღიარებს, რომ დღის დაწყება ჭიქა ყავისა და სიგარეტის გარეშე არ შეუძლია. 

6. კამერონ დიასი და კეტი პერი
სისუფთავისადმი მიდრეკილება: კამერონი ზედმეტად ზიზღიანია და ძალიან უჭირს საზოგადოებრივ ადგილებში ყოფნა. ცარიელი ხელებით არასოდეს ეხება კარის სახელურებს. კეტი პერის 20 კბილის ჯაგრისი აქვს თან და კბილებსაც დღეში 6-ჯერ იხეხავს.

7. ჯესიკა სიმპსონი და ადელი
საღეჭი რეზინა: ადელი ხშირად ღეჭავს საღეჭ რეზინას კონცერტებზე სიმღერებს შორის. ჯესიკას კი ნიკოტინის შემცველობის საღეჭი რეზინის მიმართ აქვს მიდრეკილება.

8. კირა ნაიტლი და ჰელენ მირენი
გინება: ჰელენ მირენი არაა მიჩვეული ემოციების დამალვას, ყოველთვის იმას ამბობს, რასაც ფიქრობს. მისთვის დახურული თემა არ არსებობს. კირა ნაიტლს კი ისე ოსტატურად აქვს გამომუშავებული მავნე ჩვევა, რომ მისი ლაპარაკისას უხეშ სიტყვებს ყურადღებას აღარ აქცევენ. 

9. ვიქტორია ბექჰემი და კრისტინა აგილერა 
შოპაჰოლიკი: ვიქტორია 150 ათას დოლარს ხარჯავს გარდერობის განახლებაში. ერთ ნივთს ზოგჯერ სხვადასხვა ფერსა და ზომაში ყიდულობს. კრისტინასაც არ ჰყოფნის ტანისამოსის კარადები.

10. ჯენიფერ ლოპესი და სოფია ვერგარა
ყავა: შეიძლება ეს მავნე ჩვევა სილამაზისა და ახალგაზრდობის საიდუმლოა, რადგანაც ჯენიფერი და სოფია ერთ დღესაც ვერ წარმოიდგენენ ყავის ჭიქის გარეშე.

წყარო: https://brightside.me/wonder-people/10-bad-habits-of-the-most-beautiful-women-in-hollywood-327310/