onlain sesxebi - ყველა

10 ყველაზე ცნობილი პირველადი დახმარების მეთოდი რომლებსაც ადამიანთა 90%-ზე მეტი არასწორად ასრულებს

ცოდნა იმისა, თუ როგორ აღმოუჩინო ადამიანს პირველადი დახმარება, ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელია, რომ დახმარების წესები სწორად შევასრულოთ. სამწუხაროდ, უმეტესმა ჩვენგანმა დახმარების აღმოჩენის არასწორი მეთოდები იცის.

გთავაზობთ პირველადი დახმარების აღმოჩენის დროს ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებს და ასევე სწორ გზებს:
1. ჭრილობის მკურნალობა იოდით, ან ალკოჰოლური სასმელით შეიძლება სახიფათო იყოს- ეს ნივთიერებები ანადგურებს ქსოვილოვან უჯრედებს. იოდი და ალკოჰოლი წვავს ჯანმრთელ უჯრედებს და იწვევს ტკივილს, შოკს, დამწვრობას. უმჯობესია, თუ ჭრილობას გაასუფთავებთ სასმელი წყლით, ან გადადუღებული წყლით, შემდეგ კი წაუსვამთ შესაბამის მალამოს.

2. ხელოვნურმა სუნთქვამ შეიძლება გამოიწვიოს ფილტვების დაზიანება - ასევე, შეიძლება გულსაც ავნოს, ამიტომ უმჯობესია ასეთ რთულ მომენტში თუ გაუკეთებთ გულზე მასაჟს. ამ დროს ვიღაცამ აუცილებლად სასწრაფო დახმარება უნდა გამოიძახოს. წუთში მოზრდილ ადამიანზე დაახლოებით 100 ზეწოლა უნდა განახორციელოთ, ხოლო ბავშვის შემთხვევაში წუთში - 30.

3. „პარაცეტამოლმა“ შეიძლება ღვიძლის პრობლემები წარმოშვას - პარაცეტამოლი სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი პოპულარული წამალია, თუმცა დიდი რაოდენობით მისი მიღება ღვიძლისა და თირკმლის პრობლემებს წარმოშობს. აუცილებლად გააკონტროლეთ დოზა. ზრდასრული ადამიანისთვის დღეში ერთ აბზე მეტის მიღება არ შეიძლება.

4. ნუ გადაწევთ თავს უკან, თუ ცხვირიდან სისხლდენა გაქვთ - თუ ასე იქცევით, თავზე იზრდება ზეწოლა. ნუ გგონიათ, რომ ამ დროს სისხლდენა ჩერდება. მსგავსი მოქმედება ცუდად მოქმედებს ფილტვებზე და შეიძლება ასევე გამოიწვიოს ღებინება. სჯობს, თავი გქონდეთ ჩვეულებრივ მდგომარეობაში, ხოლო სისხლდენის შეჩერებაში ცივი ტამპონი დაგეხმარებათ. თუ სისხლდენა 15 წუთის განმავლობაში არ გაჩერდა, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.

5. არ დაიწყოთ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზარალებულისთვის პოზიციის შეცვლა - ასეთი შემთხვევების დროს სიკვდილიანობას უმეტეს შემთხვევაში იწვევს კისრისა და ხერხემლის მოტეხილობა. თქვენმა მცირე მცდელობამაც კი - ადგილი შეუცვალოთ დაზარალებულს, შეიძლება მისი სიკვდილი გამოიწვიოს, ასეთ დროს უმჯობესია, დაელოდოთ სასწრაფო დახმარების მოსვლას.

6. ნარკოტიკით მოწამვლის შემთხვევაში არ მიმართოთ შინაური მეთოდებით მკურნალობას- არ სცადოთ ინტერნეტით მიღებული რჩევებით მკურნალობა. ნარკოტიკებით მოწამვლისა და ალკოჰოლით ინტოქსიკაციის დროს სხვაგვარი მოქმედებაა საჭირო. კვალიფიციური დახმარების აღმოჩენის გარეშე შეიძლება დაზარალებული გარდაიცვალოს. ამიტომ გახსოვდეთ, რომ აუცილებლად უნდა მიმართოთ პროფესიონალს.

7. სისხლდენის შესაჩერებლად წვრილ თოკს ძალიან თუ მოუჭერთ სხეულს, ამის გამო შესაძლოა ამპუტაცია გახდეს საჭირო - ამ დროს იწევს კიდურების წნევა. უმჯობესია, თუ გამოიყენებთ უფრო ფართო ზომის დოლბანდს, ან რაიმე ნაჭერს და ზედმეტად არ მოუჭიროთ და დაელოდოთ სასწრაფო დახმარებას.

8. არ ჩაუდოთ კოვზი პირში ადამიანს, რომელსაც გული წაუვიდა, ან კრუნჩხვებშია - ამის გამო შეიძლება ადამიანი შოკში ჩავარდეს. აუცილებლად დაურეკეთ ექიმს. ასეთ დროს თვითმოქმედება არ შეიძლება.

9. თუ გველმა, ან შხამიანმა მწერმა გიკბინათ - თუ სწორად არ იმოქმედებთ, შეიძლება ფატალურ შედეგამდე მიხვიდეთ. ნაკბენთან ახლოს სჯობს წვრილი თოკი მოიჭიროთ შხამი რომ სწრაფად არ გავრცელდეს, ხოლო ამის შემდეგ მიმართეთ ექიმს.

10. მნიშვნელოვანია, რომ თუ ადამიანი დაჭრილია ან სიცხე აქვს, ან გადაუდებელი დახმარება სჭირდება უახლოეს საავადმყოფოში არ გადაიყვანოთ - დაურეკეთ სასწრაფო დახმარებას, განსაზღვრეთ სიტუაცია, მიიღეთ რჩევა კონკრეტული შემთხვევის დროს სად უნდა წაიყვანოთ დაზარალებული. ყველა კლინიკას არ შეუძლია ყველანაირ ავადმყოფს აღმოუჩინოს დახმარება. ამიტომ ამ საკითხის გასარკვევადაც მიმართეთ სპეციალისტს, ან დაელოდეთ სასწრაფო დახმარებას. ექიმები თავად განსაზღვრავენ, რომელ კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.

წყარო: https://brightside.me/inspiration-health/9-well-known-first-aid-methods-that-90-of-people-perform-incorrectly-329860/