onlain sesxebi - ყველა

როგორ მოიზიდოთ ფული და კეთილდღეობა - ვანგას საუკეთესო 26 რჩევა

თუ გინდათ, რომ ცუდმა ადამიანებმა, ბოროტებამ არ შემოაბიჯოს თქვენს სახლში და მხოლოდ წარმატება გახდეს თქვენი სტუმარი - კარების თავზე ჩამოკიდეთ გადაჯვარედინებული ანწლის ტოტები

თუ გსურთ კეთილდღეობა და წარმატება ყველა საქმეში, დილით საწოლიდან ადგომისას ჯერ მარჯვენა ფეხზე ჩაიცვით, მერე მარცხენაზე. და არასოდეს არ ეძებოთ მეორე ჩუსტი, როცა ერთზე უკვე გაცვიათ. ჯერ ორივე მოძებნეთ და მერე ჩაიცვით.

თუ გინდათ, რომ სახლში წარმატება შემოვიდეს, ოჯახში იქონიეთ სხვა ქვეყნების მონეტები, უმჯობესია ვერცხლის.
იმისათვის, რომ თქვენს ცხოვრებაში ახალი კარგი პერიოდი დაიწყოს, დაელოდეთ ახალ მთვარეს და სახლში ავეჯი გადაადგილეთ. შედეგს მალე დაინახავთ.

არასოდეს არ დატოვოთ მაგიდაზე პურის ნატეხები.
თუ არ გინდათ რომ წარმატებამ და ბარაქამ მიგატოვოთ, არ გადაყაროთ ნაგავში პური, თუნდაც გამხმარი და დაობებული. უკეთესია აჭამოთ ფრინველებს ან ცხოველებს.

თუ წარმატებამ ზურგი შეგაქციათ, სახლის ყველა ფანჯარაზე მარილი დაყარეთ. მარილი იქამდე ეყაროს, სანამ წარმატება არ დაგიბრუნდებათ. შემდეგ კი აკურატულად მოაგროვეთ მარილი ისე, რომ ხელით არ შეეხოთ, მოათავსეთ რაიმე პაკეტში და გარეთ გაიტანეთ, შემდეგ კი სადმე ჩამარხეთ.

თუ ვინმეს თქვენი წარმატების შესახებ უყვებით, ხის მაგიდაზე სამჯერ დააკაკუნეთ და მარჯვენა მხრიდან სამჯერ გადააფურთხეთ, იმისათვის, რომ თვალი არ გეცეთ.

 თუ მარჯვენა ფეხით წამოედეთ, ეს ცუდი ამბის მომასწავებელია. თავიდან, რომ აიცილოთ უბედურება მიწაზე სამჯერ დაბაკუნეთ მარჯვენა ფეხით და თქვით:“უბედურება წადი ჩემგან ღრმად მიწაში“. ხოლო თუ მარცხენა ფეხი წამოკარით, ე.ი ბედნიერება და წარმატება მოდის თქვენკენ.

თუ გინდათ, რომ ფული მთელი წლის განმავლობაში გქონდეთ, ახალი წლის ღამეს დიდი კუპიურები გადათვალეთ.

თუ ფულმა და წარმატებამ ზურგი გაქციათ, სახლში ხალიჩის ქვეშ ცოტა ხავსი ან წყალმცენარე დადეთ. ფული შემოგივათ.

ფულის გადათვლა, ვალის აღება ან დაბრუნება დილით უნდა მოხდეს შუადღემდე. თუ ამას საღამოს გააკეთებთ, არასოდეს არ გექნებათ ფული.
თუ ვინმეს საფულეს ჩუქნით, აუცილებლად ჩაუდეთ მასშიფული- მხოლოდ მაშინ მოუტანს სიკეთეს მას ეს საჩუქარი და თქვენი შემოსავალიც ზრდას დაიწყებს. ზუსტად ამიტომ არ უნდა აჩუქოთ ცარიელი ჩანთა, ჩემოდანი, ვაზა და სხვა ჭურჭელი. თუ ვინმესგან ინათხოვრეთ ჩანთა, ქვაბი ან რამე ჭურჭელი- ცარიელი არ დაუბრუნოთ. მადლობის ნიშნად შიგ რამე ჩაუდეთ. მაშინ ბარაქა თქვენც გექნებათ.

მზის ჩასვლის შემდეგ ფულის ხელიდან ხელში გადაცემა არ შეიძლება. შესაძლოა გაღარიბდეთ. უკეთესია თუ ფულს მაგიდაზე დადებთ, ან იატაკზე დააგდებთ.

იმისათვის, რომ ფული შემოგივიდეთ, დაელოდეთ ახალ მთავრის შემდეგ გამოჩენილ მთვარეს, გადით გარეთ და მთვარეს ფული დაანახეთ. ფული ამოიღეთ ან საფულედან ან ჯიბიდან.

როდესაც სახლში ცომეულს აცხობენ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რაიმე ცუდზე საუბარი და ფიქრიც კი. ცომეული კარგად არ გამოცხვება და ოჯახში უბედურება შემოვა.

თუ გინდათ, რომ სიღარიბეს თავი დააღწიოთ საფულეში მწვანე კვარცის ქვა ატარეთ.

ასევე ფულის მოსაზიდათ, საფულეში ფირუზიც შეიძლება ჩადოთ. უბრალოდ დროდადრო ამოიღეთ და ხელებში გაათბეთ.

სიმდიდრეს იზიდავენ ასევე ოქროს და ვერცხლის ბეჭდები კატის ან ვეფხვის თვალებით

სიმდიდრის მოზიდვა შეიძლება მაშინაც, თუ ატარებთ ნებისმიერი ძვირფასი ლითონის სამკაულს ტოპაზის ან სერდოლიკის ქვებით.

არასოდეს არ დადოთ მაგიდაზე გასაღები ან ქუდი, არ დაჯდეთ მაგიდაზე- სიღარიბეს იწვევს.

თუ სახლში სარკე გატყდა, უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად ნატეხები გარეცხეთ წყლით და მერე ჩაფალით მიწაში. თუ სახლში ვინმე ავადმყოფობს, ან
ჩხუბობს ხოლმე, ან რამე უსიამოვნება მოხდა- სარკე ნაკურთხი წყლით გაწმინდეთ.

თუ არ გინდათ იცოდეთ რაა სიღარიბე, გაჭირვება და შიმშილი, დანა არასოდეს არ ჩატოვოთ პურში.

არასოდეს არ მისცეთ მათხოვარს ის ფული, რომელიც ხურდად დაგიბრუნეს პურის ან მარილის ყიდვისას. ასევე არ უნდა მისცეთ ის ბოლო ხურდა ფული, რომელიც საფულეში გაქვთ.
როდესაც იყიდით ახალ საფულეს, რაღაც დროით მასში ჩადეთ ოქროს სამკაული- დიდი ფული შემოგივათ.

თუ გსურთ არ იყოთ გაჭირვებაში და ყოველთვის გქონდეთ ფული- არ დაახვიოთ მილისებურად, არ გადათვალოთ ფული ყულაბაში, თუ უკვე დახარჯვას არ აპირებთ და არ დადოთ ის ჩანთა იატაკზე, რომელშიც საფულე გიდევთ.

საფულეში ან იმ ადგილზე სადაც ფულს ინახავთ, ჩადეთ პიტნის ფოთოლი და ცოტა დარიჩინი- ფულს იზიდავს.

წყარო: http://loveandmoney.ru/luchshie-sovety-ot-vangi-chtoby-vodilis-dengi/