onlain sesxebi - ყველა

5 საიდუმლო, რომელიც თქვენს ხელებს ახალგაზრდულ იერს შეუნარჩუნებს და კანის დაბერების პროცესს შეაფერხებს

ხელებზე ადამიანს ასაკი უფრო მალე ეტყობა, ვიდრე სახეზე და სწორედ ხელები გასცემს პიროვნების ასაკს. საბედნიეროდ, შეგიძლიათ თავი აარიდოთ ამ ფაქტს. მთავარია სწორი მეთოდებით იზრუნოთ ხელების კანზე. გთავაზობთ 5 მეთოდს, რომელთა საშუალებითაც ხელების დაბერების პროცესს ხელს შეუშლის:

დაიბანეთ ხელები სწორად - არ გამოიყენოთ ხშირად საპონი იმიტომ, რომ ის აშრობს ხელებზე კანს. არ გამოიყენოთ ანტიბაქტერიული საპონი, თუ აუცილებლობა არ მოითხოვს. უმჯობესია, არჩევანი შეაჩეროთ დამატენიანებელ საპონზე ჟოჟობას ზეთით, ზეითუნის ზეთით, ან ალოე ვერათი. დაიბანეთ ხელებით თბილი წყლით. არ შეიძლება ცხელი წყლის გამოყენება. არ გამოიყენოთ ელექტრონული საშრობები.

ატარეთ ხელთათმანები - ჭურჭლის, ან რაიმის გარეცხვის დროს ქიმიური სარეცხი საშუალებების გამოყენება გვიწევს. ის აშრობს კანს და აუხეშებს, ამიტომ ასეთ დროს აუცილებლად უნდა გამოიყენოთ რეზინის ხელთათმანები. ასევე ხელთათმანები გამოიყენეთ ბაღში სამუშაოების შესრულების დროს. ცივ ამინდში ნუ გახვალთ სახლიდან თბილი ხელთათმანის გარეშე.

გამოიყენეთ ხელის დამატენიანებელი კრემი რეგულარულად - დღეში ორჯერ - კარგი ხელის კრემი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ხარისხიანი საპონი, ან შამპუნი, ამიტომ სიფრთხილით უნდა შეარჩიოთ ის. გამოიყენეთ ხელის კრემი დღეში ორჯერ - დილით და საღამოს. თუ გამომშრალი კანი გაქვთ, გამოიყენეთ ის ხელის ყოველი დაბანის შემდეგ. ფრჩხილებსაც სჭირდება დატენიანება. ამისთვის E ვიტამინით მდიდარი კრემი გამოგადგებათ.

შეგიძლიათ ხელისთვის მოამზადოთ სკრაბი - მისი გამოყენება შეგიძლიათ კვირაში ერთხელ. ნახევარი ავოკადო, 1 კვერცხის გული და ერთი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი შეურიეთ ერთმანეთს. წაისვით მიღებული მასა ხელებზე და გაიჩერეთ 20 წუთი. ასევე ზეითუნის ზეთისა და შაქრის ნაზავით შეგიძლიათ ეფექტური სკრაბის მიღება.
რჩევა ზარმაცებისთვის: როდესაც სახეზე ისვამთ რაიმე ნიღაბს, ან სკრაბს, წაისვით ის ხელებზეც.

აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი - მთავარი, რაც ხელებს აბერებს, ხელის კანის ჰიპერპიგმენტაციაა. ეს არ უკავშირდება არც თქვენს ასაკს, არც ღვიძლის დისფუნქციას, ეს არის მზის სხივების უარყოფითი ეფექტი. ამიტომაც სჯობს, რეგულარულად გამოიყენოთ მზისგან დამცავი კრემი. ასევე პიგმენტაციის წინააღმდეგ კარგია ციტრუსოვანი ხილისგან დამზადებული ნიღაბი - 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, 1 სუფრის კოვზი რძე და ერთი სუფრის კოვზი თაფლი შეურიეთ ერთმანეთს. ეს ნიღაბი ასევე ათეთრებს ხელის კანს.

წყარო: https://brightside.me/inspiration-girls-stuff/5-secrets-to-make-your-hands-10-years-younger-346860/