onlain sesxebi - ყველა

როგორ გამოიყურებიან და რას საქმიანობენ პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალები

როდესაც მდიდარ ქალებზე ფიქრობთ, თვალწინ მხოლოდ ცნობილი მსახიობები, მოდელები და მომღერლები გიდგებათ, რეალურად კი არსებობენ ქალები, რომლებიც არ მღერიან, არ ცეკვავენ და არც მილიონერი მეუღლეების ფულს ხარჯავენ, რადგან ისინი თავად არიან მილიონერები და ხანდახან მილიარდელებიც.

12. შეიხა მოზა - ყატარი
როგორ გამოიყურებიან და რას საქმიანობენ პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალები

ასაკი: 58 წელი
ფინანსური მდგომარეობა: 10 მილიონი დოლარი
ეს საოცარი სილამაზის ქალი, ყატარის ემირის მეორე ცოლი და შვიდი შვილის დედაა. ის აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ყურადღებას ამახვილებს ქვეყანაში მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებაზე. მას უკვე აქვს საპატიო დოქტორის წოდება. შეიხა მოზა ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე პოპულარული პირველი ლედია მსოფლიოში.

11. ივანკა ტრამპი - აშშ
როგორ გამოიყურებიან და რას საქმიანობენ პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალები

ასაკი: 35 წელი
ფინანსური მდგომარეობა: 740 მილიონი დოლარი
დონალდ ტრამპის უფროსი ქალიშვილი მამის მილიონების გარდა საკუთარი ქონებითაც ამაყობს. ის რამდენიმე კომპანიის მფლობელი და წარმატებული ბიზნესვუმენია. ის ყოველთვის პოულობს დროს საკუთარი ოჯახისთვის.

10. პანსი ჰო, ჩინეთი
როგორ გამოიყურებიან და რას საქმიანობენ პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალები

ასაკი: 54 წელი
ფინანსური მდგომარეობა: 3.4 მილიარდი დოლარი
პანსი ჰო მაკაოელი „სათამაშო ბიზნესის” მეფის, სტენლი ჰოს 17 შვილიდან ერთ-ერთია. პანსი მილიარდერის ერთადერთი შვილია, რომელიც მილიარდერი გახდა და საკუთარი კაპიტალით მამის კაპიტალს გადაუსწრო. ის ფლობს აქტივებს უძრავ ქონებაში, ტურიზმსა და ტრანსპორტში.

9. მარგარეტ ლუი დრეიფუსი, საფრანგეთი
როგორ გამოიყურებიან და რას საქმიანობენ პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალები

ასაკი: 55 წელი
ფინანსური მდგომარეობა: 5.3 მილიარდი დოლარი
ის ყველაზე მდიდარი რუსი ქალია მსოფლიოში. მარგარეტმა პირველი ქმრისგან მემკვიდრეობით 160 წლის შვეიცარიული აგრარული კომპანია მიიღო. მეორე ქმარი, რომლისგანაც დრეიფუსს ტყუპები შეეძინა შვეიცარიის ცენტრალური ბანკის ყოფილი მმართველი ფილიპ ჰილდებრანდია, რომელიც ამჟამად ამერიკული ფინანსური ჯგუფის ბლეკროკვის ვიცე-პრეზიდენტია.

8. კერი პეროდო, სინგაპური
როგორ გამოიყურებიან და რას საქმიანობენ პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალები

ასაკი: 66 წელი
ფინანსური მდგომარეობა: 6,3 მილიარდი დოლარი
კერი, მილიარდელი ქმრის სიკვდილის შემდეგ გახდა. ჰუბერტ პეროდო ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანიის მფლობელი გახლდათ, რომელსაც ახლა მათი შვილი მართავს. დედა კი ქველმოქმედებით არის დაკავებული.

7. შარლოტა კაზირაგი, მონაკო
როგორ გამოიყურებიან და რას საქმიანობენ პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალები

ასაკი: 31 წელი
ფინანსური მდგომარეობა: 5.7 მილიარდი დოლარი
მილიარდელების სიაში მოხვდა გრეის კელისა და მონაკოს პრინცის შვილიშვილი - უმშვენიერესი შარლოტა კაზირაგი, რომლის მემკვიდრეობით მიღებული ქონება შეადგენს 5 მილიარდ 7 00 მილიონ ამერიკულ დოლარს. ის მსოფლიოში ყველაზე ლამაზ პრინცესად არის აღიარებული.

6. კრისტი უოლტონი, აშშ
როგორ გამოიყურებიან და რას საქმიანობენ პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალები

ასაკი: 68 წელი
ფინანსური მდგომარეობა: 41.7 მილიარდი დოლარი
კრისტის ოჯახი გახლავთ ამერიკის ყველაზე დიდი სუპერმარკეტების ქსელის Wall-Mart-ის დამფუძნებელი. კრისტი ასევე ფლობს მზის პანელების დამამზადებელ საწარმოს. უოლტონი ცნობილია ასევე საქველმოქმედო საქმიანობით.

5. აირის ფონტბონა, ჩილე
როგორ გამოიყურებიან და რას საქმიანობენ პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალები

ასაკი: 75 წელი
ფინანსური მდგომარეობა: 13.7 მილიარდი დოლარი
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ აირისმა უზარმაზარი ქონება მემკვიდრეობით მიიღო და საკმაოდ წარმატებით ართმევს თავს ბიზნესს. ის საოჯახო ბიზნესის გარდა, ხორვატიის ორი კურორტიდანაც იღებს შემოსავალს.

4. ლორენ პაუელ ჯობსი, აშშ
როგორ გამოიყურებიან და რას საქმიანობენ პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალები

ასაკი: 53 წელი
ფინანსური მდგომარეობა: 20 მილიარდი დოლარი
მას პრესაში როგორც ლეგენდარული სტივ ჯობსის ქვრივს იხსენებენ. თუმცა, წარმატებული ქორწინების გარდა ლორენმა სტენფორდის უნივერსიტეტი დაამთავრა და უამრავ სოციალურ და მეცნიერულ პროექტებში მიიღო მონაწილეობა.

3. სიუზან კლატენი, გერმანია
როგორ გამოიყურებიან და რას საქმიანობენ პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალები

ასაკი: 55 წელი
ფინანსური მდგომარეობა: 20.4 მილიარდი დოლარი
ის ფარმაცევტული კომპანიის Altana-ს და BMW-ს თანამფლობელია. ბიზნესი სიუზანს მამისგან გადაეცა და ორივეს განვითარებას წარმატებით გაართვა თავი. სიუზანი მედიცინაში აქტიურ ინვესტიციებს ეწევა, რათა ინოვაციური პრეპარატები შეიქმნას.

2. ელის უოლტონი, აშშ
როგორ გამოიყურებიან და რას საქმიანობენ პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალები

ასაკი: 67 წელი
ფინანსური მდგომარეობა: 33.8 მილიარდი დოლარი
მეორე ადგილზე Wall-Mart-ის დამაარსებლის, სემ უოლტონის ქალიშვილი - ელის უოლტონი გავიდა. ის დაინტერესებულია ხელოვნებით და მუზეუმისთვის ხშირად ყიდულობს სხვადასხვა ცნობილი მხატვრების შედევრებს.

1. ლილიან ბეტანკური, საფრანგეთი
როგორ გამოიყურებიან და რას საქმიანობენ პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალები
ასაკი: 94 წელი
ფინანსური მდგომარეობა: 39.5 მილიარდი $
სიის ლიდერი ცნობილი კომპანიის "ლორეალის" მფლობელი ლილიანი გახდა. წარმატებული პარფიუმერული ბიზნესის გარდა ის წარმატებით ახორცილებს ინვესტიციებს კომპანია "ნესტლეშიც".

წყარო: https://www.adme.ru/svoboda-kultura/12-samyh-bogatyh-zhenschin-mira-kak-oni-vyglyadyat-i-na-chem-zarabotali-svoi-milliardy-1558565/