onlain sesxebi - ყველა

რისი ეშინიათ ცნობილ ადამიანებს

ვარსკვლავები - ისინიც ადამიანები არიან - ადამიანური პრობლემებით, განცდებითა და შიშებით. ზოგს მწერების ეშინია, ზოგს მტაცებელი ცხოველების, ზოგსაც კი საკმაოდ უცნაური ფობია აქვს, როგორიცაა მაგალითად საზოგადოებრივი ტუალეტების, საღეჭი რეზინები ან თუნდაც მულტფილმების მიმართ შიში. 
კრისტენ სტიუარტი - ჰიპოფობი ან ეკვინოფობი
რისი ეშინიათ ცნობილ ადამიანებს

მსახიობ კრისტენ სტიუარტს არაერთხელ უთქვამს, რომ ვერ იტანს ცხენებს. ეს შიში გოგონას ბავშვობიდან მოსდევს, მას მერე, რაც ერთხელ ცხენიდან ჩამოვარდა და ხელი მოიტეხა.  მაგრამ კრისტენმა აირჩია პროფესია, სადაც ბევრი რამის გაკეთება უწევს, მათ შორის, არასასურველი რაღაცებისაც. ახალ ფილმ ”ფიფქია და მონადირეში” კრისტენს შიშის დაძლევა და ცხენზე ჯირითი მოუწია. მისივე თქმით, მსახიობი შეეგუა აზრს, რომ თუ მას ცხენის ფლოქვებქვეშ სიკვდილი უწერია, ე.ი. ეს არის მისი ბედისწერა. 

ორლანდო ბლუმი - ღორების შიში
რისი ეშინიათ ცნობილ ადამიანებს

მილიონი გოგონას ფავორიტი, მომხიბვლელი ორლანდო ბლუმი, ძალზედ სპეციფიკური ფობიით იტანჯება. ვინ იფიქრებდა, რომ ”ბეჭდების მბრძანებლის” უშიშარ ელფს ლეგოლასს ღორების დანახვაზეც კი პანიკა ეწყება.  მამაცი ეკრანული გმირი ცხოვრებაში თურმე ჩვეულებრივ უწყინარ ღორს შეუშინებია.

ჯონი დეპი - კლოუნების/მასხარების შიში
რისი ეშინიათ ცნობილ ადამიანებს

ცნობილ მსახიობს ჯონი დეპს ბავშვობიდან ვერ აეწყო ურთიერთობა კოლეგებთან საცირკო არენაზე - მას საშინლად ეშინია მასხარების. თუმცა მსახიობი არ ეპუება და ცდილობს გადალახოს ეს ფობია: ყველგან აკრავს კლოუნების პლაკატებს იმ იმედით, რომ ასე ის მოიხსნის უსაფუძვლო შიშს.

ტიარა ბენკსი - დელფინოფობი
რისი ეშინიათ ცნობილ ადამიანებს

ბევრი ადამიანისთვის დელფინები ძალიან საყვარელი არსებები არიან. ტიარა ბენკსისთვის კი - კოშმარების პერსონაჟები. იმისათვის, რომ ეს უცნაური შიში დაეძლია, ტიარა სპეციალურად დელფინარიუმსაც ეწვია, სადაც დელფინოთერაპიის კურსიც გაიარა, ცხოველებს კოცნიდა და ეალერსებოდა. 

ნიკოლ კიდმანი - პეპლების შიში
რისი ეშინიათ ცნობილ ადამიანებს

ნიკოლ კიდმანს ისტერიკამდე ეშინია პეპლების. ეს შიში ნიკოლს ბავშვობიდან მოსდევს. მსახიობი იხსენებს, რომ თავისი სახლის კართან პეპლის დანახვისას მას ელეთმელეთი ემართებოდა და ყველა ხერხით ცდილობდა, თავი აერიდებინა ამ ”საშინელი” არსებისთვის. თუმცა ნიკოლის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მან იბრძოლა, რათა ეს უაზრო შიში დაეძლია - სპეციალურად ეწვია ამერიკის ბუნებათმცოდნეობის მუზეუმს და პირდაპირ პეპლების გალიაში შევიდა. მეტიც, თავზე მოფარფატე მწერებსაც გაუძლო და არ მოიშორა. 

ოპრა უინფრი - საღეჭი რეზინების შიში
რისი ეშინიათ ცნობილ ადამიანებს

მსოფლიოში სახელგანთქმულ ტელეწამყვანს საშინლად სძულს, არც მეტი, არც ნაკლები,  ჩვეულებრივი საღეჭი რეზინები. ეს შიში, ალბათ, ბავშვობიდან მოდის, როცა ოპრას ბებიის კარადიდან საღეჭი რეზინის აღება ეკრძალებოდა. დღეს პოპულარულ ტელეწამყვანს იმდენად ეშინია საღეჭი რეზინის, რომ გარშემომყოფებსაც უკრძალავს მისი თანდასწრებით ღეჭვას. ოპრა იხსენებს, რომ ერთხელ მას იმ თეფშის გადაგდებაც მოუწია, რომელზეც სტუმარმა სადილის დროს საღეჭი რეზინი დადო. 

ბილი ბობ ტორნტონი - ანტიკვარული ავეჯის შიში
რისი ეშინიათ ცნობილ ადამიანებს

ბილის თურმე ძალიან ეშინია ანტიკური ავეჯისაც. კაშკაშა ფერები მასში ისტერიკას იწვევს, ხოლო ძველებურ ავეჯს რაც შეეხება, მათ დანახვაზე ტანში ჟრუანტელი უვლის.

დევიდ ბექჰემი - უწესრიგობის შიში
რისი ეშინიათ ცნობილ ადამიანებს

დევიდ ბექჰემი არის ათლეტური, ყოველთვის შესანიშნავად ჩაცმული და შესაძლოა, მისი ასეთი იდეალურ ფორმაში ყოფნა ატაქსოფობიამ განაპირობა. უწესრიგობის შიში აიძულებს მას სოდიანი წყლის ქილა გამოყენებისთანავე დააბრუნოს მაცივარში ან სასწრაფოდ ჩააგდოს ნაგვის ყუთში.

პამელა ანდერსონი - სარკეების შიში
რისი ეშინიათ ცნობილ ადამიანებს

პამელა ანდერსონი დიდი ხანია იტანჯება შიშის იშვიათი სახეობით - სარკეების შიშით და მსახიობი ამას არც მალავს.  ეს არის საკუთარი ანარეკლის დანახვისას გაჩენილი შიში. მას არ შეუძლია მარტო ტელევიზორის ყურება, რადგან არხების შეცვლის დროს იქ საკუთარ თავს ხედავს. სარკის მიმართ სიძულვილის გარდა, პამელას არ უყვარს იმ ფილმების ყურება, რომლებშიც თავად მონაწილეობს. მსახიობს ეშინია, რომ ერთხელ მისი ანარეკლი აღარ გაჰყვება მას და არა თუ ერთ ადგილზე გაჩერდება, არამედ საუბარსაც გააბამს მასთან

წყარო: http://vev.ru/blogs/neozhidannye-fobii-zvezd.html