onlain sesxebi - ყველა

სილამაზის საიდუმლოები სხვადასხვა ქვეყნიდან

ყველა ქვეყანას როგორც გეოგრაფიული მდებარეობა, ასევე კულტურა, საკითხების მიმართ დამოკიდებულება და თავის მოვლის განსხვავებული ტრადიცია გააჩნია! ხოლო, როცა მსოფლიო თავის გამოცდილებას, ტრადიციებსა და საიდუმლოებებს გვიზიარებს, ისღა დაგვრჩენია, ვენდოთ, ვიხელმძღვანელოთ და დავტკბეთ. გთავაზობთ სილამაზის საიდუმლოთა ჩამონათვალს, რომელიც სხვადასხვა ქვეყნიდან მივიღეთ:

ესპანეთიდან: კარტოფილის ნიღაბი ჩვენი სახისთვის
კარტოფილის ნათალების სახის ნიღბად გამოყენებაც, ერთ-ერთი უცნაური სილამაზის საიდუმლოა, რომელიც, როგორც გაირკვა, ესპანელებმა გაგვიმხილეს. ესპანელი ქალბატონები, თვალის ირგვლივ არსებულ შავ ლაქებს კარტოფილით იშორებენ. იჩერებენ 10 წუთის განმავლობაში და მცირდება სიშავეც!

იაპონიიდან: მოარიდეთ მზე ახალგაზრდა კანს
იაპონელი ქალების კანის სილამაზეზე ბევრს არ ვისაუბრებ, რადგან ეს ყველასთვის ცნობილია. რა არის ამის საიდუმლო? როგორც თავად გვიმხელენ, ისინი თითქმის არასოდეს ირუჯებიან. იცავენ კანს ნაადრევი დაბერებისა და სხვა მრავალი საფრთხისგან, რომელსაც მზის ულტრაიისფერი სხივები აჩენს.
ეს ხომ ძალიან მარტივია, სცადე შენც!

საბერძნეთიდან: მწვანილი გლუვი კანისთვის
ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების კვების რაციონს ბევრი სარგებლობა მოაქვს ჯანმრთელობისთვისა და ადამიანის სხეულისთვისაც! ბერძნები გვიმხელენ, რომ გლუვი კანისთვის, ერთ-ერთი საუკეთესოა, დიდი რაოდენობით მწვანილი მივირთვათ, რომელიც გარდა კანისა, ძალიან უხდება ფრჩხილებსა და თმასაც.

ინდოეთიდან: თმის ზეთები
ინდოელი ქალები თავიანთი თმების ბზინვარებისა და სიჯანსაღის საიდუმლოს გვიმხელენ. როგორც აღმოჩნდა, ისინი ძალიან ხშირად იზელენ თმაში სხვადასხვა სასარგებლო ზეთებს. მსგავს პროცედურებს, კვირაში, მინიმუმ, ერთხელ იტარებენ. რეკომენდაციას უწევენ ზეითუნის ზეთს, არგანისა და ნუშის ზეთებს.

ეგვიპტიდან: რძის აბაზანები
რძის აბაზანები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური სილამაზისა და თავის მოვლის საიდუმლო რეცეპტია. ამბობენ, რომ ეგვიპტელი ქალები გამოირჩეოდნენ პრიალა და სუფთა კანით, რაც რძის აბაზანების რეგულარულად სარგებლობით იყო გამოწვეული. ჩაასხი სულ რაღაც ორი სუფრის კოვზი რძე შენს აბაზანაში და იზრუნე შენი კანის სისუფთავესა და ჯანმრთელობაზე.

საფრანგეთიდან: კანის მოვლის უმკაცრესი წესი
რეალურად, ფრანგი ქალების უმეტესობა, სხეულისა და სახის კანის მოვლას, ძალიან სერიოზულად ეკიდება და ეს ძალიან კარგიცაა. მნიშვნელობა არ აქვს, ძვირადღირებულ პროდუქციას იყენებენ თუ საუკეთესოს. აქ მნიშვნელოვანი მხოლოდ ის არის, რომ კანის მოვლა მათი უმთავრესი პრიორიტეტია. ფრანგი ქალები გვირჩევენ, სამართლიანად და დამსახურებულად მოვეპყრათ საკუთარ კანს, არასოდეს დავიძინოთ მაკიაჟით და ღამის კრემის გარეშე.

წყარო: http://beauty.allwomenstalk.com/beauty-secrets-from-around-the-world-you-that-you-should-try?utm_source=aws&utm_medium=Website&utm_campaign=Search&utm_term=Beauty%20secrets%20from%20different%20countries