onlain sesxebi - ყველა

10 საუკეთესო ქვეყანად სადაც ქალად ყოფნა ბედნიერებაა

New and World Report-ის კვლევაზე დაყრდნობით გთავაზობთ 10 ყველაზე საუკეთესო ქვეყანას რომლებიც ქალებისთვის საცხოვრებლად არის საუკეთესო ადგილი. პროექტში 80-მა ქვეყანამ და 9 000-ზე მეტმა ქალმა მიიღო მონაწილეობა. რეიტინგი შედგენილი არის გენდერულ თანასწორობის, თანაბარი ხელფასების რაოდენობის, უსაფრთხოებასა და პროგრესზე დაყრდნობით.
10. ახალი ზელანდია
10 საუკეთესო ქვეყანად სადაც ქალად ყოფნა ბედნიერებაა

ახალი ზელანდია ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა. აქ ბუნებრივი საფრთხეები თითქმის არ შეინიშნება: ფაუნაში არც მომწამლავი გველები და არც ველური ცხოველები არ არიან. 
• ახალი ზელანდია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის საუკეთესო პირობების შექმნაში ლიდერია.
• ქუჩებში აბსოლუტური სისუფთავეა. უცნობი ადამიანების მისალმება და გამოკითხვა უბრალოდ სიამოვნებაა.
9. ავსტრია
ქვეყანა მაღალი ხელფასებით გამოირჩევა. ვალსი, სამთო სპორტი და ტორტი -ესაა რაც პირველი ავსტრიაზე გვახსენდება.
• ავსტრიელები არასოდეს ჩქარობენ. მათ უბრალოდ არსად არ ეჩქარებათ. 
• ჯანსაღად იკვებებიან. ავსტრიელი ქალბატონების მხოლოდ 20 %-ს აქვს წონის პრობლემა. ეს ევროპაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
• საღამოს 8 საათის შემდეგ, ქალაქების ქუჩებში მხოლოდ ტურისტები არიან. ქალაქის მაცხოვრებლები საღამოს გატარებას მეგობრების ან ოჯახის გარემოცვაში ამჯობინებენ.
• ქალებს არ უყვართ კოსმეტიკის ხმარება, რადგანაც ფიქრობენ, რომ ის მავნეა სახის კანისთვის. მათ არასოდეს აცვიათ „ვულგარულად“.
8. ავსტრალია
ავსტრალია სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. ბოლო წლებში ქალებმა მთავრობაში, გლობალურ კომპანიებსა თუ უნივერსიტეტებში უმაღლესი ადგილები დაიკავეს. 
• ნებისმიერ ავტორიტეტს კრიტიკულად უდგებიან. მეტ პატივისცემას ამჟღავნებენ იმ ადამიანების მიმართ, ვინც წარმატებისთვის იბრძვის და ჯერ არაფრისთვის მიუღწევია, და არა უკვე წარმატებულის მიმართ. მაღალი თვითშეფასება აქ არ უყვართ.
• აქ ბიზნესს გულწრფელი დამოკიდებულებით უდგებიან.
7. შვეიცარია
შვეიცარიის პარლამენტის უდიდესი ნაწილი ქალებისგან შედგება. კარგი შოკოლადის, ყველისა და მოგზაურობის მოყვარულები ქუჩებში თავშეკავებულები, შვებულებაში კი აქტიურები არიან.
• შვეიცარიელები შეიძლება ამგვარად გავაერთიანოთ: პედანტური და საქმიანი გერმანელი, ემოციური იტალიელი და დახვეწილი ფრანგი. 
• ,,შვეიცარიული სიზუსტე“ - თუ წერია, რომ ავტობუსი 14:42-ზე მოვა, დარწმუნებულები იყავით რომ ასე იქნება. ვერც თოვლი და ვერც წვიმა ვერ შეუშლის მას ხელს დათქმულ დროს 1 წუთი მაინც გადააცილოს.
• ბავშვი სკოლაში 40 წუთით ადრე უნდა მივიდეს. გაკვეთილამდე სასადილოში კაკაო და ცხელი კრუასანები მიირთვას და აუდიტორიაში ისე ავიდეს. გაკვეთილები მთავრდება 11:00-ზე.
• ძალიან უყვართ მეგობრები და ხშირი მეგობრული შეხვედრები.
6. ფინეთი
ფინეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ქალებს ხმის მიცემის უფლება მისცა. აქ განათლების მიღება თუ ანაზღაურება ქალებსა და კაცებს შორის თანაბარია. 
• ნელი საუბარი მათი ხასიათის ნაწილია. ფინელი არისტოკრატი – ეს მშვიდი და ჩუმი ადამიანია.
• ფინეთში რესტორანში ვახშმობისას მიღებულია, რომ ყველამ თავისი საკვების ფული თვითონ გადაიხადოს. ამით პარტნიორული ბალანსის დაცვას ცდილობენ.
• სტუმრებს განსაკუთრებულად ხვდებიან, სპეციალური მომზადებით, ხანდახან 2 კვირის მანძილზეც კი ემზადებიან.

5. კანადა
კანადის მთავრობა ქალთა უფლებებს არამარტო ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო დონეზეც იცავს. ამის შესანიშნავი მაგალითი არის ქვეყნის პრემიერ მინისტრი, რომელმაც აღაფრთოვანა მთელი პლანეტა.
რამდენიმე საინტერესო ფაქტი კანადის შესახებ:
• კანადელი ქალებისთვის მაკიაჟი მიღებული და სასიამოვნო არაა. ისინი იმ შემთხვევაში ხმარობენ მას, თუ წვეულებაზე მიდიან.
• კანადელებს ყველაზე კეთილი და გულუხვი ხალხის სტატუსი აქვთ. აქ „ფეხის ქირას“ უტოვებენ როგორც მიმტანს, ისე ტაქსისტს და ნებისმიერ მომსახურე პერსონალს, რომელიც შეადგენს მომსახურების 10-15%.
• მეგობრები ძირითადად თანამშრომლები, ჯგუფელები, გუნდის წევრები ან მეზობლები არიან.
4. ჰოლანდია
მედდის დახმარება ორსულ ქალბატონს დაზღვევით ეფარება. ჰოლანდია ყველა სფეროში ცდილობს გენდერული თანასწორობის დაცვას.
• განსაკუთრებული ჯანმრთელობით გამოირჩევიან. ზამთარშიც კი ძალიან თხლად აცვიათ.
• ამსტერდამში ველოსიპედების რაოდენობა აჭარბებს ქალაქის მაცხოვრებელთა რაოდენობას.
• ყვავილებს აღმერთებენ, რადგანაც ყვავილები ჰოლანდიაში ძალიან იაფი და ხარისხიანია.
• არ უყვართ ცხელი ვახშამი - მათი ვახშამი არის სენდვიჩი ყველით ან მიწის თხილის კარაქით.
• ჰოლანდიაში არაა მიღებული, რომ მამაკაცმა გამოიჩინოს ინიციატივა ქალთან ურთიერთობაში.
. ჰოლანდიელები მიჩნეულები არიან ყველაზე მაღალ ერებად მსოფლიოში. საშუალო სიმაღლე შეადგენს 182სმ.
3. ნორვეგია
აქ ქალების დეკრეტი 35 კვირას ითვლის, უწყვეტი ხელფასით. ან 45 კვირას ხელფასის 80%-ის ოდენობით. 1980 წლიდან ნორვეგიის მთავრობის 50% მეტი ქალებისგან შედგება.
• ძალიან უყვართ წიგნები. ნორვეგიის მთავრობა ყიდულობს ყოველი ახლად გამოშვებული წიგნის 1000 ცალ ასლს და არიგებს მათ საჯარო ბიბლიოთეკებში.
• აქ მამაკაცებისთვის სავალდებულო დეკრეტი შეადგენს 14 კვირას.
• აქ არ არის მიღებული ვინმეს ადგილი დაუთმო ტრანსპორტში, ასე თქვენს უპირატესობას უსვამთ ხაზს მის წინაშე.
• დღე 10 საათზე იწყება და 3-ზე ან 4-ზე მთავრდება. ამ პერიოდში ლანჩის დრო და ჩაის 2 შესვენება შედის.
2. დანია
დანია ადგილია, სადაც განათლება და ჯანდაცვა ფაქტობრივად უფასოა.
. მოსახლეობის უმრავლესობისთვის სამუშაო დღე 8:00 იწყება და სრულდება 16:00 
• ყველაზე განვითარებული ტრანსპორტი ველოსიპედია.
. ავტობუსებს შეუძლიათ მარჯვნივ დახრა რითაც საქმეს უადვილებენ შშმ პირებისა და საბავშვო ეტლით მოსარგებლე მშობლებისა და ბავშვების ჩასხდომას.
• სახლის დალაგება, ჭურჭლის გარეცხვა, მაღაზიაში პროდუქტზე გასვლა და ბავშვზე ზრუნვა - აქ მამაკაცებისთვის ჩვეულებრივი საქმიანობაა.
• შენობების მაქსიმალური სიმაღლე 6 სართულია.
1. შვედეთი
აქ ქალების ჩართულობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.  ქალი სტუდენტების რაოდენობა შეადგენს თითქმის 60% და უკავიათ წამყვანი პოზიციების მეოთხედი.
• დღეში ან კვირაში რამდენჯერმე აქვთ ყავის სმისა და საუბრის ტრადიცია. მასზე უარის თქმა ცუდი ტონია.
• ივნისის ბოლოდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე ქვეყანაში საყოველთაო არდადეგები იწყება. ამ დროს ქუჩებში ხალხმრავლობას ვეღარ შენიშნავთ.
• ტკბილეულის ჭამა აქ უბრალოდ ტრადიციაა, ყოველ შაბათს ოჯახურ გარემოში ტელევიზორის წინ დიდები და ბავშვები მიირთმევენ ტკბილეულს. ყველა შვეიცარიული ოჯახი კვირაში 1,2 კილოგრამ ტკბილს მიირთმევს.
• ადრე დგებიან და ადრე წვებიან. ქუჩები წყნარდება 21:00-ზე, შუაღამის მერე ბარები ცარიელდება. შვედები ყოველთვის სახლში მიიჩქარიან იმისთვის, რომ მალე დაიძინონ.

წყარო: https://www.adme.ru/svoboda-puteshestviya/10-stran-v-kotoryh-byt-zhenschinoj-nastoyaschee-udovolstvie-1484665/