onlain sesxebi - ყველა

როგორ გავასუფთაოთ კომპიუტერი მტვრისა და ჭუჭყისაგან? - ექვსი მარტივი ხერხი

მტვერი-თქვენი კომპიუტერის ერთ-ერთი მთავარი მტერია. როგორც არ უნდა ვიცავდეთ სისუფთავეს და რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, მტვრის ნაწილაკებს მაინც იზიდავს ჩვენი ლეპტოპის თუ კომპიუტერის ეკრანი ისე, რომ ამას ვერც კი ვამჩნევთ მანამ, სანამ დაგროვილი მტვერი მის მუშაობას არ შეაფერხებს.
როგორ გავწმინდოთ კომპიუტერი მტვრისა და ჭუჭყისაგან?-ამაში ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ.

1. ეკრანის გაწმენდა
კომპიუტერის ან ნოუთბუქის ეკრანის გასაწმენდად ხშირად გამოიყენებენ ქაღალდს ან უხეშ პირსახოცს, ანუ ყველაფერს, რაც ხელში მოჰყვებათ. ამ დროს ქაღალდის ნამცეცები და უხეში ქსოვილის ბოჭკოები ვარდება ძირს და გროვდება კლავიატურის კლავიშებს შიგნით. გარდა ამისა, ქაღალდის ხელსახოცები და უხეში ქსოვილი მცირე ნაკაწრებს ტოვებს ეკრანზე. სასურველია კომპიუტერის ეკრანი გაწმინდოთ მიკროფიბრის ხელსახოცით-ასეთი ქსოვილი კარგად წმენდს ეკრანს, არ ცვივა ბოჭკოები და არ ტოვებს ნაკაწრებს, რადგან საკმარისად რბილია.

2. როგორ მოვაცილოთ ჭუჭყი კორპუსიდან?
არასოდეს გამოიყენოთ საშუალებები, რომლებიც შეიცავენ სპირტს, ამიაკს და აცეტონს. ამ აგრესიულ სითხეებს ძალუძს მოაცილონ საღებავი კლავიშებიდან და ღილაკებიდან და დააზიანონ ეკრანი, თუ მას გამოსხივების საწინააღმდეგო დამცავი აქვს გადაკრული. უნივერსალური გამწმენდი სითხის მოსამზადებლად ერთმანეთს შეურიეთ წყალი და ძმარი თანაბარი პროპორციით. ამ ნარევში ფრთხილად დაასველეთ ხელსახოცი, კარგად გაწურეთ და გაწმინდეთ კომპიუტერი.

3. ნაკაწრებისა და ნაფხაჭნების მოცილება
როგორ გავასუფთაოთ კომპიუტერი მტვრისა და ჭუჭყისაგან? - ექვსი მარტივი ხერხი

ეკრანზე არსებული ნაკაწრების მოცილებაში კბილის პასტა დაგეხმარებათ. მხოლოდ დარწმუნდით, რომ ეს არაა პასტა-გელი: ის გამოუსადეგარია ამ საქმისათვის. ასევე არ გამოიყენოთ კბილის პასტა მათეთრებელი ნაწილაკებით. პასტის მცირე ნაწილი მიკროფიბრის ან ყურის ჩხირის საშუალებით დაიტანეთ დაზიანებულ ადგილებზე, დააცადეთ გახმობა და შემდეგ გაწმინდეთ სველი, კარგად გაწურული ტილოთი.

4. კლავიატურიდან მტვრის ამოწმენდა
კლავიატურიდან მტვრის ამოწმენდას ძალზე იოლად შეძლებთ ჩვეულებრივი თმის ფენის დახმარებით. გამორთეთ კომპიუტერი ან ლეპტოპი დენის წყაროდან, კორპუსს მოხსენით გვერდითა კედლები სახრახნისის საშუალებით, ჩართეთ ფენი ცივ ჰაერზე და ამოწმინდეთ კლავიატურა და კორპუსი.

5. მტვრის მოცილება ძნელად მისადგომი ადგილებიდან
როგორ გავასუფთაოთ კომპიუტერი მტვრისა და ჭუჭყისაგან? - ექვსი მარტივი ხერხი
ძნელად მისადგომი ადგილებიდან მტვრის მოსაცილებლად შეიძლება გამოიყენოთ სამედიცინო მსხალი-პრიცონკა. ის იოლად ამოწმენდს ისეთ ადგილებს, სადაც სისტემური ბლოკის რადიატორი და ვენტილატორია მოთავსებული. მსხალი უნდა იყოს 0, 5 ლიტრზე მეტი ტევადობის, რადგან პატარა საკმარის ჰაერს ვერ გამოყოფს. შესანიშნავად წმენდს კომპიუტერის ნაწილებს მტვერსასრუტიც. ასე რომ, სახლის დალაგების დროს შეგიძლიათ კომპიუტერიც გაწმინდოთ მტვრისაგან, თუმცა ამისათვის საჭიროა მტვერსასრუტის მილს ბოლო ნაწილი მოაძროთ.

6. კლავიატურის ღილაკები და თაგვი (მაუსი)
შეურიეთ თანაბარი პროპორციით წყალი და ღვინის ძმარი, დაასველეთ ამ სითხით მიკროფიბრა და კარგად გაწურეთ. აიღეთ ბლაგვი საგანი, მაგალითად, არა მჭრელი დანა ან სახაზავი, შემოახვიეთ მის ბოლოს სველი მიკროფიბრის ტილო და გაწმინდეთ კლავიშები და კომპიუტერის თაგვი. გახსოვდეთ: რაც უფრო კარგად მოუვლით თქვენს კომპიუტერს და გაუფრთხილდებით მას, მით უფრო დიდხანს მოგემსახურებათ თქვენი ერთგული მეგობარი!

წყარო: https://brightside.me/inspiration-tips-and-tricks/6-simple-ways-to-remove-dust-and-dirt-from-your-computer-333760/