onlain sesxebi - ყველა

5 ხერხი გახდეთ უფრო კრეატიული

5 ხერხი გახდეთ უფრო კრეატიული

გსურს გახდეთ უფრო შემოქმედებითი და საინტერესო? გსურთ ისწავლოთ ორიგინალური იდეების მოფიქრება? ფსიქოლოგებმა მოიფიქრეს რამდენიმე არაჩვეულებრივი სავარჯიშო რომლებიც დაგეხმარებათ განავითაროთ თქვენი შემოქმედებითი მხარე.


აიღეთ განმარტებითი ლექსიკონი, შემთხვევით გადაშალეთ ნებისმიერ გვერდზე და დახუჭული თვალებით თითი დაადეთ ნებისმიერ სტრიქონს. კიდევ ერთხელ გაიმეორეთ. ჩაიწერე პირველი და მეორე სიტყვა ფურცელზე და შეეცადეთ იპოვნოთ რამე საერთო მათ შორის. მოიფიქრე გასაგიჟებელი ისტორია სადაც გამოიყენებ ორივე სიტყვის მნიშვნელობას.

აიღეთ ფურცელი და დახატე ქმნილება/არსება რომელიც დამსგავსებული იქნება ყველა იმ ცხოველს რომელსაც შენ იცნობ. დაივიწყე საღი აზრი, მთავარია ის რაც შენ გამოგივა ჰქონდეს სხვადასხვა ცხოველის ნიშნები. მაგალითად, კურდღელი უზარმაზარი ჩლიქებით.

მოიფიქრეთ 10 ნებისმიერი სიტყვა. ეხლა აიღე ფურცელი და დახატე სახლი. წარმოიდგინე რომ 10 სიტყვა - ეს არის 10 აუცილებელი მოთხოვნა თქვენი სახლისთვის. გამოვა სახალისო!

მოიფიქრეთ ნებისმიერი სიტყვა. მაგ.: ფორთოხალი. ეხლა მოიფიქრე 5 საყვარელი სიტყვა რომელიც მიესადაგება მას, მაგ.: გემრიელი, ნარინჯისფერი, მწიფე და ა.შ. ეხლა კი მოიფიქრეთ 5 სიტყვა რომელიც მას ზუსტად არ შეესაბამება. აი აქ მოგიწევთ დაფიქრება.

შეეცადე მოიფიქრო სახელწოდება საყვარელი ნივთისთვის, რომელსაც ხედავ, მაგრამ შენ ეს სახელი ნამდვილად უნდა მოგწონდეს. გაიმეორე ეს სავარჯიშო ყოველდღე.

დაწერე შენი შედეგი კომენტარებში. ვნახოთ ვინ რა შედეგს მიიღებს!

წყარო: www.europaplus.ru