onlain sesxebi - ყველა

5 ყველაზე მავნე და სასარგებლო ხილი მათთვის ვისაც სურს ფორმის შენარჩუნება.

5 ყველაზე მავნე და სასარგებლო ხილი მათთვის ვისაც სურს ფორმის შენარჩუნება.

ბევრი გოგონა რომლებიც ყურადღებას აქცევენ თავიანთ ფიგურას ხშირ-ხშირად დრო და დრო მიირთმევენ ხილს და ასევე სადილს ანაცვლებენ იმით რადგან მიიჩნევენ მათ დაბალკალორიულ და სასარგებლო საკვებად. სამწუხაროდ ყველა ხილი ერთნაირად სულაც რომ არ არის სასარგებლო ჩვენი ფორმისთვის. ბევრ მათგანში არის შაქრის დიდი შემცველობა - თითქმის იმდენივე რამდენიც შოკოლადის კამფეტებში.
mome.ge-მ გადაწყვიტა გამოერკვია რომელი ხილის ჭამა შეიძლება უფრო მეტად და რომელია უმჯობესი რომ შევზღუდოთ.

5. ადგილი - ავოკადო VS ტყის კენკრა
დაბალი შაქრის შემცველობის, ვიტამინ C და ანტიოქსიდანტების წყალობით, ტყის კენკრები ნამდვილად არ ვნებენ ფიგურას, პირიქით, ისინი ხელს უწყობენ კოლაგენის გამომუშავებას და ჭარბი ცხიმის წვას.
ხოლო ავოკადო საკმაოდ არა დიეტური პროდუქტია. ესპანელები ამ ნაყოფს უწოდებენ ,,ცხიმს ქერქში“: ავოკადოს ენერგეტიკული ღირებულება შეადგენს 227 კკალს. ამიტომაც ის მცირე რაოდენობით თვისობრივად უფრო შეეფერება სანელებელს ან სახის ნიღაბს.

4. ადგილი - მსხალი VS საზამთრო და ნესვი
საზამთროსა და ნესვში - არის დიდი რაოდენობით წყალი და დიეტური ბოჭკოვანი, ამიტომაც ისინი სწრაფად იჟღენთებიან და გააჩნიათ შარდსადენი ქმედება. ეს კენკროვანი ხილი ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას და გადაჭრას ისეთი სახის პრობლემები როგორებიცაა ცელულიტი და აკნე. შესანიშნავად შველის სიცხის დროს, რადგან ეხმარება წყლის ბალანსის აღდგენაში, რაც ასევე აუცილებელია ფიგურის სილამაზისთვის და კანისთვის.
მსხლის უარყოფითი მხარე არის ის რომ ამ ხილს შეუძლია დაარღვიოს კუჭ-ნაწლავის მუშაობა რადგანაც მას გააჩნია უძლიერესი კუჭ შემკვრელი ეფექტი.

3. ადგილი - გარგარი VS მარწყვი
მარწყვი - ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პროდუქტი სწორი კვებისთვის. არომატული კენკრა შეიცავს დიეტურ ბოჭკოვანას, ვიტამინ C-ს, დიდი რაოდენობით წყალს და ცოტა შაქარს, რაც ხელს უწყობს ცელულიტის დაშლას.
გარგარი ითვლება საკმაოდ მძიმე საკვებად. დიდი რაოდენობით მისმა მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს კუჭის მოუნელებლობა, ხოლო მათი მთავარი საფრთხე იმალება რაოდენობაში. თუ თქვენ გიყვართ გარგარის თესლის ,,კაკალი“ უნდა იცოდეთ, რომ ისინი შეიცავენ ნივთიერება ამიგდალინს, რომელიც კუჭში ქმნის წყალბადციანმჟავას. ეს არის ყველაზე ძლიერი შხამი რომელის დიდი რაოდენობით მიღებამაც შესაძლოა გამოიწვიოს გულისრევა, თავბრუსხვევა და ცნობიერების დაკარგვა.

2. ადგილი - ყურძენი VS ვაშლი
ვაშლი - ერთ-ერთი ყველაზე დიეტური ხილი. მასში სრულიად არ არის ცხიმი, ხოლო ენერგეტიკული ღირებულება შეადგენს სულ რაღაც 60-100 კკალს. ვაშლი მშვენივრად კლავს შიმშილს რადგან შეიცავს დიდი რაოდენობით დიეტურ ბოჭკოვანას ასევე ეხმარება ცელულიტთან ბრძოლაში ანტიოქსიდანტებისა და პექტინების დახმარებით.
ყურძენი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მავნე ხილად არა მხოლოდ ფიგურისთვის არამედ მთლიანად ჯანმრთელობისთვის. ყურძენში არის დიდი რაოდენობით შაქარი, მისი კანის გადამუშავებას დიდი დრო სჭირდება, ძვლები შეიძლება გაიჭედოს ნაწლავებში, ხოლო სიმჟავე რომელსაც შეიცავს ყურძენი აზიანებს კბილის ემალს.

1. ადგილი - ბანანი VS გრეიფრუტი
გრეიფრუტი ითვლება N1 ხილად წონასთან ბრძოლაში, რადგანაც მას აქვს უძლიერესი ცხიმის წვის თვისებები. გრეიფრუტის ფერმენტები ხელს უწყობს აქტიურად კალორიების გადამუშავებას,. ნებისმიერი კალორიული კერძი(არაუმეტეს 800კკალ) სავსებით არ ავნებს ფიგურას თუ დააყოლებთ ნახევარ გრეიფრუტს.
აი ბანანი კი - ყველაზე კალორიული ხილია. მას დიდი დრო სჭირდება გადასამუშავებლად და ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა აღმოაჩინეს მასში ნივთიერება რომელიც ბლოკავს უჯრედების ფუნქციას რომლებიც მონაწილეობენ ცხიმის გაყოფის პროცესში.

წყარო: www.adme.ru