onlain sesxebi - ყველა

7 საოცარი ბუნებრივი ანომალია

7 საოცარი ბუნებრივი ანომალია


ჩვენს გარშემო უამრავი საოცარი რამ არის. ჩვენი პლანეტა თავის თავში მალავს ურიცხვ გამოცანას. უბრალოდ გონებას რომ სცდება! იმის ნახვის შემდეგ რის ჩვენებასაც შენთვის ვაპირებთ ყველაზე ცნობილი სკეპტიკოსებიც კი ირწმუნებენ სასწაულს.

მაგნიტური ბორცვი, ინდოეთი
თუ შენ მანქანით მიდიხარ ბორცვის ძირში ნეიტრალურ რეჟიმში უნდა გადართო მანქანაც. შენ გაგიკვირდება, მაგრამ მანქანა ნელა დაიწყებს მოძრაობას ბორცვის კენწეროსკენ. ამ ამოცანის ამოხსნას ცდილობენ უცნაური გრავიტაციული ველით ბორცვის ირგვლივ. თუმცა დანამდვილებით ვერავინ დაადგინა მიზეზი აღნიშნული ფენომენის.

7 საოცარი ბუნებრივი ანომალია


მარადიული ცეცხლის ჩანჩქერი, აშშ
უჩვეულო ჩანჩქერი მდებარეობს ნიუ-იორკში. გამოქვაბულის შიგნით დამალული არის წყლის ნაკადის ქვეშ თითქმის უწყვეტად ელვარებს ცეცხლის ალი. ეს დაკავშირებული არის ბუნებრივი აირის აორთქლებასთან რომელიც გარკვეულ პირობებში იწვევს აალებას. ამერიკელ ინდოელებს აქვთ რწმენა რომელიც ამბობს რომ ადამიანი რომელიც ამ ცეცხლს ჩააქრობს იქნება დალოცვილი.


ფრანგოკასტელოს ციხე-სიმაგრე, საბერძნეთი
კუნძული კრეტა ცნობილია თავისი საშიში მირაჟებით, რომლებიც დოკუმენტების სახითაც ასევე არსებობს. ყოველწლიურად მაისის თვის ბოლოს შეიარაღებულ მებრძოლთა და მხედართა აჩრდილები გადმოდიან აგიოს ხარალამბოსის მონასტრიდან ციხე ფრანგოკასტელოში. ასეთი გასაოცარი მოვლენის ნახვა შესაძლებელი არის დილით გამთენიისას როდესაც ზღვა არის წყნარი და ჰაერის ტენიანობა არის მაღალი. მირაჟი გრძელდება დაახლოებით 10წუთს. გერმანულ ჯარისკაცთა ნაწილმა რომლებმაც დაიპყრეს ეს ტერიტორია მეორე მსოფლიო ომის დროს თითქმის ჭკუიდან შეიშალნენ შიშისგან როდესაც პირველად ნახეს ეს ჩრდილები, ისინი ესროდნენ კიდეც მირაჟებს.




ჩეხეთის კატაკომბები, ჩეხეთი
ლეგენდები გვიყვებიან შესანიშნავ ორგანის ხმებზე, რომლებიც ისმოდა ჩეხეთის კატაკომბების წიაღიდან. 1996 წელს მეცნიერებმა მიაგნეს იმ ადგილს. ეს მიწისქვეშა გასასვლელი 9მეტრის სიღრმის სადაც არც ერთი ოთახი არ არის როგორც შესძლო დაეტია ამ ზომის მუსიკალური საკრავი. ამ ფაქტის თვითმხილველებთან მუშაობდნენ ფსიქოლოგები რომლებიც ამოწმებდნენ მასობრივი ჰალუცინაციის თეორიას.

7 საოცარი ბუნებრივი ანომალია

ყველა როგორც ერთი საუბრობს ,,ნათელ დერეფანზე“ რომელიც გადის კატაკომბების გავლით. გრუნტის ნიმუშებმა აჩვენეს რომ ამ ადგილას არ არის ფოსფორის კვალი რომელსაც შეეძლო გამოეწვია მსგავსი ხედვა. ერთი შეხედვით კორიდორი საკმაოდ ჩვეულებრივი არის მაგრამ მალევე იწყებს მოწითალო-ნარინჯისფერი ნათებას. არ არის სასურველი დიდი ხნის განმავლობაში მის ქვეშ ყოფნა რადგან შესაძლებელი არის გაიგონო იმ ორგანის ხმა. გაუძლებს კი შენი ფსიქიკა ამ გამოწვევას?


ქვის ტყე, იაპონია
ალბათ ყველაზე საოცარი ადგილი ამ უძველეს ქვეყანაში. ქვის ტყე გამოჩნდა ამ ადგილას 200 მილიონზე მეტი წლის წინ. წარმოიქმნა კირქვის ნადებისგან დამშრალი ზღვის ადგილას. დედამიწის ტექტონიკური ძვრების შედეგად ჩამოყალიბდა ესეთი გასაოცარი ქვების კონსტრუქციები. ტყის შიგნით არის მთავარი ღირსშესანიშნაობა - ციფენის გამოქვაბული. აგვისტოს თვიდან ნოემბრის თვემდე ამ გამოქვაბულის შიგნით ყოველ 30 წუთში მიწისქვეშა მდინარე წარმოქმნის გრიგალს, რომელიც გრძელდება რამდენიმე წუთს და შემდგომ მალევე იფანტება.

ხუთი ფერის მდინარე, კოლუმბია
წლის განმავლობაში მდინარე კანიო-კრისტალესი მეტწილად გამოიყურება ისე როგორც ნებისმიერი სხვა მდინარე, მაგრამ ზაფხულის პერიოდში ის გარდაისახება მრავალფერ გობელენად. ესეთი საოცარი მოვლენა შესაძლებელია არის იშვიათი ტიპის აყვავებული წყალმცენარეების წყალობით, რომლებიც მდინარეს ამშვენებს წითელი, ვარდისფერი, ლურჯი, მწვანე და ყვითელი ფერებით. ადგილობრივი ლეგენდების მიხედვით ჩანჩქერის ნაკადის ქვეშ არის ლა მადჟანის(წყლის დედა) საგანძური.


სისხლიანი ჩანჩქერი, ანტარქტიდა
ეს სისხლისფერი წითელი ჩანჩქერი არ იყინება -10° C კი. თხევადი გამდინარე ყინულიანი წყალი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ცივ წყლად. მეცნიერთა ჯგუფმა ჰარვარდის უნივერსიტეტიდან დაამტკიცეს რომ ,,სისხლიანი“ ტბაში ბინადრობენ მიკრობები, რომლებიც იწვევენ ამ დაუჯერებელ ბუნებრივ ფენომენს.


როგორი ლამაზი და მრავალმხრივი არის ჩვენი სამყარო! საოცრებები ახლოსაა, საჭიროა მხოლოდ ირგვლივ მიმოიხედო. მოგეწონა თუ არა ჩვენი საინტერესო ნაკრები ბუნებრივი ფენომენების? გაუზიარე მოსაზრებები შენს მეგობრებს.

წყარო: ofigenno.com