onlain sesxebi - ყველა

მდიდარი უბილეთო მგზავრი

მდიდარი უბილეთო მგზავრი
მეოცე საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა ერთი ადამიანი, რომელმაც შეძლო და რამდენიმე წლის განმავლობაში ტრამვაით უფასოდ მგზავრობდა.

ყოველ დილით ის ჯდებოდა ტრამვაიში და კონდუქტორს 100 რუბლლიან კუპიურას უწვდიდა. მაშინ ეს საკმაოდ დიდი თანხა იყო. მაგალითად მაშინდელი ექიმის ხელფასი ტვეში 80 რუბლი იყო.

მოსკოვის ტრამვაით მგზავრობა 5 კაპიკი ღირდა დილით კი არც ერთ კონდუქტორს ხურდა არ ჰქონდა. როდესაც მოხუცი სტანდარტულ პასუხს იღებდა: "ხურდა არ გვაქვს", ჩადიოდა და და შემდეგ გაჩერებაზე სხვა ტრამვაიში ჯდებოდა, სადაც ისევ ამოიღებდა თავის 100 რუბლიანს. ამ ხრიკის საშუალებით ის სამსახურამდე სრულიად უფასოდ მიდიოდა.

კონსტანტინ პაუსტოვსკიმ, საბჭოთა მწერალი, რომელიც ახალგაზრდობაში კონდუქტორად მუშაობდა, იხსენებდა, რომ ამ ხაზის ყველა კონდუქტორმა იცოდა ამ კუპიურის ნომერიც კი - 123715. თუმცა ამ უბილეტო მგზავრს ვერაფერს უკეთებდნენ. ხანდახან მას ეუბნებოდნენ: "წარმოადგინეთ თქვენი ბანკნოტი ნომერი 123715 და ჩაბრძანდით ვაგონიდან".

ერთხელ, პაუსტოვსკიმ გადაწყვიტა ჭკუა ესწავლებინა უბილეთო მგზავრისთვის, რომელსაც სეირნობა უყვარდა, როგორც მაშინ იტყოდნენ "დანიელი მეფის ხარჯზე". მან მიიღო 100 რუბლის ხურდა და დაელოდა უბილეთო მგზავრს.

როდესაც ის ვაგონში ამოვიდა და პაუსტოვსკის 100 რუბლი გაუწოდა, კონდუქტორმა აუჩქარებლად აიღო ის და ჩანთაში ჩაიდო და დაიწყო ხურდის დათვლა. როდესაც მგზავრმა მიიღო მისი კანონიერი 99 რუბლი და 95 კაპიკი, ის განრისხდა. მან კონდუქტორს "ნაძირალა" უწოდა და შემდეგ გაჩერებაზე ჩამოვიდა.

მან ვაგონს თავისი ჯოხით რამდენჯერმე დაარტყა და დაემუქრა:
-ნაძირალა! თაღლითო! მე შენ გაჩვენებ!

ამის შემდეგ ეს მოხუცი კაცი ტრამვაიში არავის აღარავის უნახავს. სამაგიეროდ ცნობილი კუპიურა ნომერით 123715, რამდენიმე დღის განმავლობაში ეკიდა ტრამვაის სადგურში. უბილეთ მგზავრის ხრიკებისგან დაღლილი კონდუქტორები მოდიოდნენ , რათა ენახათ ეს ტკივილით აღსავსე "ნადავლი".

წყარო: http://i-fakt.ru/bogatyj-bezbiletnik/