onlain sesxebi - ყველა

პრეზიდენტი - მოვალე

1789 წლის 5 ოქტომბერს ჯორჯ ვაშინგტონი ნიუ-იორკის ერთადერთ ბიბლიოთეკას ესტუმრა. ვაშინგტონმა, რომელიც მაშინ რამდენიმე თვის წინ არჩეულ იქნა აშშ-ს პრეზიდენტად, ორი წიგნი აიღო: ტრაქტატი "ერის უფლება" და დებატების პროტოკოლების სახელმძღვანელო.

პრეზიდენტი - მოვალე
ამ ბიბლიოთეკის წესების მიხედვით, წიგნი მაქსიმუმ 1 თვეში უნდა დაბრუნებულიყო. თუმცა პრეზიდენტმა ეს წიგნები აღარ დააბრუნა. საინტერესოა ის, რომ ამ წიგნების გაქრობა თანამშრომლებმა 221 წლის შემდეგ აღმოაჩინეს.

წიგნის დაუბრუნებლობისათვის მაშინ 300 000 დოლარის ოდენობით ჯარიმას იხდიდნენ. ამასთან ერთად ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მზად იყვნენ უარი ეთქვათ ამ თანხაზე,თუმცა წიგნები, რომლებსაც ჩვენს დროში უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა აქვს, უნდა დააბრუნონ. თუმცა სად უნდა ეძებნათ ეს წიგნები 2 საუკუნის შემდეგ?

გამოსავალი ვაშინგტონის სახლ-მუზეუმის თანამშრომლებმა იპოვეს. ერთ-ერთ ინტერნეტ მაღაზიაში იპოვეს შვეიცარიელი იურისტის წიგნის "ერის უფლება". ეს წიგნი იმავე ტირაჟიდანაა, რომელიც ვაშინგტონმა წაიღო. ის 12 000 დოლარად შეიძინეს.

2010 წელს ეს წიგნი საზეიმოდ გადასცეს ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკას. ცერემონიის დროს ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა ჩარლს ბერიმ განაცხადა, რომ ჯორჯ ვაშინგტონი და მისი წარმომადგენლები(ამ შემთხვევაში სახლ-მუზეუმი) თავისუფლდებიან დიდი ჯარიმისგან.

დებატების პროტოკოლების ბედი კი უცნობია. სავარაუდოდ ის სამუდამოდ დაიკარგა.

საინტერესოა, რომ ჯორჯ ვაშინგტონს მოიხსენიებდნენ ადამიანად, რომელიც არასდროს არავის ატყუებდა. შესაძლოა, მას არ უნდოდა ბიბლიოთეკის მოტყუება: უბრალოდ ზედმეტად ბევრი საქმე ჰქონდა და წიგნები სულ გადაავიწყდა.