onlain sesxebi - ყველა

ვის წაიყვანდი?

ვის წაიყვანდი?

წარმოიდგინეთ სიტუაცია: ბნელი და წვიმიანი ღამე, საშინელი ამინდია, ქუჩაში ყოფნა არამარტო არასასიამოვნო, არამედ საშიშიცაა. თქვენ მიდიხართ თქვენი კომფორტული ავტომობილით გზაზე და ავტობუსის გაჩერებაზე ხედავთ სამ ადამიანს, ესენი არიან:

1) ბებია, რომელიც ისე გამოიყურება, თუთქოს წუთი წუთზე დატოვებს წუთისოფელს;
2) დიდი ხნის მეგობარი, რომელმაც ადრე სიკვდილს გადაგარჩინათ;
3) თქვენი ოცნების ქალი/კაცი

რომელ მათგანს წაიყვანდით, იმის გათვალისწინებით, რომ ავტომობილი 2 ადგილიანია?

ეს მორალურ-ეთიკური დილემა სინამდვილეში იქნა შეთავაზებული, როგორც ტესტი ერთ-ერთ კომპანიაში სამუშაოზე მიღების დროს.

თქვენ შეიძლება დაიმგზავროთ ცუდად მყოფი მოხუცი ქალბატონი, რადგან პირველ რიგში თქვენ ვალდებული ხართ გადაარჩინოთ სიცოცხლე. ან იქნებ, თქვენ აირჩევთ ძველ მეგობარს, რადგან მან ერთხელ სიკვდილისგან გიხსნათ, ეს იქნება იდეალური შანსი, რომ მადლობა გადაუხადოთ. ან როდის გექნებათ საშუალება შეხვდეთ თქვენს მეორე ნახევარს?

200 პრეტენდენტიდან თანამდებობაზე აიყვანეს მხოლოდ ერთი კანდიდატი, რომელსაც არანაირი პრობლემა არ შეექმნა პასუხის გაცემისას. მისი ამოხსნა იყო შემდეგნაირი: „მე მივცემდი ავტომობილის გასაღებს ძველ მეგობარს და ვთხოვდი, რომ წაეყვანა მოხუცი საავადმყოფოში. მე კი ჩემი ოცნების ქალთან დავრჩებოდი“.

ზოგჯერ არასტანდარტული აზროვნება და საქმისადმი შემოქმედებითი მიდგომა გვაძლევს გასაღებს ნებისმიერი სირთულის პრობლემის დასაძლევად.