onlain sesxebi - ყველა

მანჰეტენი 24 დოლარად იყიდეს

მანჰეტენი 24 დოლარად იყიდეს


1602 წელს ნიდერლანდების ხელისუფლებამ დააარსა გაერთიანებული ოსტ-ინდოეთის კომპანია, რათა ეპოვათ ალტერნატიული გზა აზიის ქვეყნებისკენ და თავისუფალი ტერიტორიები მიეერთებინათ. 1509 წლის 3 სექტემბერს ინგლისელმა მეზღვაურმა ჰენრი ჰადსონმა, რომელიც ამ კომპანიაში მუშაობდა, თავისი გემით დღევანდელი ნიუ-იორკის ტერიტორიას მიადგა. მან სანაპირო ხაზი გამოიკვლია და 1609 წლის 12 სექტემბერს ეს ტერიტორია მისი დამსაქმებლის საკუთრებად გამოაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ გზა აზიისკენ ვერ იპოვეს, ჰადსონის მიერ აღმოჩენილი ტერიტორია ჩრდილოეთ ამერიკაში ვაჭრობისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი აღმოჩნდა. ამ ტერიტორიას ადგილობრივი ინდიელებისგან სხვადასხვა ნივთების სანაცვლოდ შეისყიდდნენ. სულ მალე დაარსდა ჰოლანდიური პროვინცია ახალი ნიდერლანდები, სადაც ამსტერდამიდან ჩასული 30 ოჯახი დასახლდა. 1625 წელს ეს დასახლება გადაიქცა პირველ ქალაქად და მიიღო სახელი ახალი ამსტერდამი.

1625 წელს ახალი ნიდერლანდების მესამე დირექტორმა ისტორიული გარიგება განახორციელა. მან ადგილობრივებისგან მთელი კუნძული შეისყიდა ნივთებით, რომლებიც მაშინ 60 გულდენი ღირდა, დღევანდელ 24 დოლარად. კუნძულის სახელი მანჰეტენი მოდის მანა-ჰატისგან, რაც ერთ-ერთ იქაურ ენაზე ნიშნავს მცირე კუნძულს.

ნახევარი საუკუნის შემდეგ ნიდერლანდებს კუნძული ინგლისელებმა წაართვეს. მათ ახალ ამსტერდამს ნიუ-იორკი დაარქვეს, იორკის ჰერცოგის უმცროსი ძმის და ინგლისის მეფის კარლ მეორის საპატივცემულოდ.

საინტერესოა ის, რომ სამოქალაქო ომის დროს აჯანყებულმა კოლონისტებმა მაინც ვერ შეძლეს მანჰეტენის აღება იქამდე, სანამ ინგლისელების ევაკუაცია არ მოხდა.

შემდეგ ნიუ იორკი თანდათან გაიზარდა და დღეს უკვე 5 კუნძულს იკავებს. ახლა მანჰეტენი ნიუ-იორკის ყველაზე ძვირიანი რაიონია და ერთადერთი რომელშიც არაა მთავარი ქუჩა, სამაგიეროდ იქ თავისუფლების ქანდაკება დგას, აშშ-ს სიმამაცის სიმბოლო.

ამ კუნძულის დღევანდელი ფასი დაახლოებით 49 მილიარდი დოლარია.