onlain sesxebi - ყველა

10 ყველაზე ძვირადღირებული ნივთიერება დედამიწაზე

ოქრო 56 USD/გრამი
10 ყველაზე ძვირადღირებული ნივთიერება დედამიწაზე


როდესაც გვესმის კითხვა მსოფლიოში ყველაზე ძვირ ელემენტზე, მაშინვე გვახსენდება ოქრო ან პლატინა. მოდით, გავიფართოვოთ ხედვის არეალი და ვნახოთ 10 ყველაზე ძვირი ელემენტი, რომელიც დედამიწაზე მოიპოვება. (ფასი 1 გრამის ღირებულება იქნება დოლარებში).

1. პლუტონიუმი - 4 000 დოლარი
ამ რადიოატიურ მეტალს ურანიუმის მადნისგან იღებენ. მას იყენებენ ბირთვული იარაღის შესაქმნელად, კოსმოსური აპარატების ენერგიის წყაროდ და თავად ატომური რეაქტორების საწვავად.

2. სოლირისი - 17 000 დოლარი
სოლირისი არის ყველაზე ძვირი წამალი, რომელიც ოდესმე გაყიდულა. სამწუხაროდ ის კიბოს არ კურნავს. პაროქსიზმალური ღამის ჰემოგლობინურია - ეს დაავადებაა, რომლის ერთადერთი წამალი სოლირისია.

3. ტრიტიუმი - 30 000 დოლარი
ტრიტიუმი უფრო ხშირად საკომერციო საქმეში გამოიყენება(საათის ისრების, ბრელოკებისა და სხვა ნივთების დასაფარად). თუმცა ამ რადიოაქტიურმა ნივთიერებამ უკვე ჰპოვა გამოყენება მედიცინაში, ქიმიაში, გეოფიზიკასა და სხვა სფეროებში. მთლიანობაში ტრიტიუმი არც თუ ისე ცუდად ემსახურება კაცობრიობას.

4. LSD - დაახლოებით 30 000 დოლარი
ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული ნარკოტიკი რომლის მეცნიერული დასახელებაა - ლიზერგინული მჟავის დიეთილამიდი. ამ ექსპერიმენტალური ნარკოტიკის ძირითადი მომხმარებლები იყვნენ "ჰიპის" სუბკულტურის წევრები.

5. ალმასი - დაახლოებით 42 000 დოლარი
დედამიწაზე ყველაზე მყარი ნივთიერება ნამდვილად ძალიან ძვირი ღირს, თუმცა ფასი ყოველთვის განსხვავებულია. ყველაფერი ზომაზე, წახნაგებზე, ფერსა და სახეობაზეა დამოკიდებული.

6. კალიფორნიუმი - 60 000 დოლარი
ეს უკვე ჩვენი სიის მესამე რადიოაქტიური ნივთიერებაა. ის 1950 წელს პლუტონიუმისგან ხელოვნურად მიიღეს კალიფორნიის უნივერსიტეტში. აქედან მომდინარეობს მისი სახელიც - კალიფორნიუმი. ის სიმსივნეების ლაზერულ მკურნალობაში გამოიყენება, ასევე ახალი ბირთვების შექმნაში.

7. ამერიციუმი - 140 000 დოლარი
ამერიციუმი ასევე პლუტონიუმისგან მიიღება, და ასევე კაცობრიობისთვის სასიკეთო საქმეში გამოიყენება. მას იყენებენ ელექტროსტატიკული მუხტების მოსახსნელად.

8. რეგოლითი - 442 500 დოლარი (0,6 გრამი)
რეგოლითი ჩვენს პლანეტაზე მთვარიდან მოდის. ის ისეთი მასალებისგან შედგება, რომლებიც დედამიწაზეც მოიპოვებიან. თუმცა 1993 წელს აუქციონზე 0,6 გრამი რეგოლითი 442 500 დოლარად გაიყიდა. ბოლოს და ბოლოს კოსმოსიდანაა, ბაღში კი არ ამოუთხრიათ.

9. გრაფენი - 100 მლნ დოლარი (კვ. სმ-ში)
გრაფენი კონსტანტინ ნოვოსელოვმა ანდრეი გეიმთან ერთად შექმნა, რის გამოც 2010 წელს ისინი ნობელის პრემიის ლაურიატები გახდნენ. ამ მასალის პოტენციალი უსასრულოა, მას ნებისმიერ რამეში შეიძლება გამოყენება უპოვო. გრაფენი ზეწვრილი ნივთიერებაა და მისი წონის განსაზღვრა პრობლემატურია ამიტომ მისი ფასი კვადრატული სანტიმეტრებით განისაზღვრება.

10. ანტიმატერია - 62 ტრილიონი დოლარი
ანტიმატერია ნივთიერებისა და ანტინივთიერების შეჯახებით მიიღება, რაც იწვევს ენერგიის გამოთავისუფლებას და აფეთქების წარმოქმნას. ანტიმატერია ჯერ არ არსებობს მაგრამ მისი ფასი უკვე დაასახელეს. როდის შეძლებენ მეცნიერები დიდი აფეთქების თეორიის დამტკიცებას?

წყარო: http://i-fakt.ru/10-samyx-dorogix-veshhestv-na-zemle/