onlain sesxebi - ყველა

5 გეოპოლიტიკური მოვლენა, რომლის გამოც ათობით ვალუტა გაქრა

5 გეოპოლიტიკური მოვლენა, რომლის გამოც ათობით ვალუტა გაქრა


24 წლის წინ ლიტვაში შემოღებულ იქნა ნაციონალური ვალუტა ლიტი. 2015 წლის 1 იანვარს კი ქვეყანა ევროზონაში შევიდა და ოფიციალურ ვალუტად ევრო იქცა. ჩვენ გთავაზობთ იმ ვალუტების გახსენებას, რომლებიც გეოპოლიტიკის გამო გაქრნენ.

ევროზონის შექმნა

ამ მოვლენის შედეგად გაუქმდა ავსტრიული მარკა, ბელგიური ფრანკი, გერმანული მარკა, ბერძნული დრაჰმა ირლანდიური ფუნტი, ესპანური პესეტა, იტალიური ლირა, კვიპროსული ფუნტი, ლატვიური ლატი, ლიტვური ლიტი, ლუქსემბურგის ფრანკი, მალტის ლირა, ჰოლანდიური გულდენი, პორტუგალიური ესკუდო, სლოვაკიური კრონა, სლოვენიური ტოლარი, ფინური მარკა, ფრანგული ფრანკი, ესტონური კრონა.

ევროპული ვალუტის კავშირმა 1999 წლის 1იანვარს დაიწყო ფუნქციონირება. ახლა ის 19 სახელმწიფოს აერთიანებს, რომლებმაც ევროს გამო ნაციონალურ ვალუტაზე თქვეს უარი. ლიტვა - დღესდღეობით ბოლო ქვეყანაა, რომელიც ალიანსს შეუერთდა. რუმინეთი ევროკავშირში გაწევრიანებას 2019 წლისთვის გეგმავს. ასევე განიხილება ჩეხეთის, პოლონეთის და ბულგარეთის ევროზონაში გაწევრიანების საკითხი.


სსრკს დაშლა

სსრკ-ს ოფიციალური ვალუტა - რუბლი. ის 1923 წლის 26 დეკემბრიდან 1991წლამდე არსებობდა. სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუბლი ნელ-ნელა გაქრა მიმოქცევიდან. ბოლო ქვეყანა, რომელმაც რუბლზე უარი თქვა იყო ტაჯიკეთი 1995 წელს.


იუგოსლავიის დაშლა

ამ მიმოხილვაში დინარი დღეგრძელი ვალუტაა. პირველად ის 1918 წელს იუგოსლავიის სამეფოში გამოუშვეს, შემდეგ სოციალიზმის დროს ის ოფიციალური ვალუტა გახდა და მიმოქცევიდან 2003 წელს გამოვიდა, როდესაც იუგოსლავიის ბოლო მარცვლებიც გაქრა. მაშინ იუგოსლავიურ დინარზე უარი სერბეთმა და მონტენეგრომ თქვეს.


ჩეხოსლოვაკეთის დაშლა

ჩეხოსლოვაკური კრონა მიმოქცევაში 1919 წლიდან 1993 წლამდე იმყოფებოდა. როდესაც ქვეყანა ჩეხეთანდ და სლოვაკეთად დაიშალა, ვალუტა ჩეხურ და სლოვაკურ კრონებად შეიცვალა. სლოვაკეთში კრონა 2009 წელს გაუქმდა, როდესაც ის ევროზონაში შევიდა. ჩეხეთში ისევ კრონას იყენებენ.


გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის გაუქმება

გდრ-ის მარკამ 1948 წლიდან 1990 წლამდე გასტანა. მთელი ამ დროის განმავლობაში ის არაკონვერტირებად ვალუტად ითვლებოდა. მისი საზღვარგარეთ გატანა კი იკრძალებოდა, არა მცირე რაოდენობისა, რომელიც საჭირო იყო გასამგზავრებლად.
ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ გდრ-ის მარკას გერმანულ მარკაზე ცვლიდნენ სანამ 1999 წელს მიმოქცევაში ევრო ჩაეშვებოდა.

ვალუტები არამხოლოდ სახელმწიფოების დაცემის ან ახალი ეკონომიკური ბლოკების შექმნის შედეგად უქმდებიან. მაგალითად, ზიმბაბვეში იძულებულები გახდნენ უარი ეთქვათ ზიმბაბვეურ დოლარზე ჰიპერინფლაციის გამო. ხოლო კუპონები უკრაინაში დენომინაციის და გრივნის შემოსვლის შედეგად გაქრა.

წყარო: https://psm7.com/review/valyuty-kotorye-ischezli-v-rezultate-geopolitiki.html