onlain sesxebi - ყველა

დავა მაიკროსოფტსა და სტუდენტს შორის

დავა მაიკროსოფტსა და სტუდენტს შორის


2004 წელს კომპანია მაიკროსოფტმა საჩივარი შეიტანა კანადელი სტუდენტის მაიკ როუს წინააღმდეგ (Mike Rowe) იმის გამო, რომ მან დაარეგისტრირა თავის სახელის მიხედვით დომენი MikeRoweSoft.com

ინგლისურად ეს დომენი ზუსტად ისე გამოითქმის, როგორც ბილ გეიტსის კორპორაციისა - "მაიკროსოფტ.ქომ". მან ეს დომენი ვებ-დიზაინზე სამუშაოდ შექმნა. მაიკროსოფტმა ჩათვალა, რომ ეს საავტორო უფლებების დარღვევა იყო და ეს დომენი მოითხოვა.

მაიკი მზად იყო დაეკმაყოფილებინა მაიკროსოფტის მოთხოვნებს, მაგრამ სანაცვლოდ დომენისთვის კომპენსაცია ითხოვა. ბილ გეიტსის კომპანია მზად იყო გადაეხადა 10 დოლარი - ამდენი ღირს დომენის რეგისტრაცია ".com" ზონაში. მაიკროსოფტის პასუხმა მაიკი იმდენად განარისხა, რომ დაუყოვნებლივ გაზარდა "გამოსასყიდის" თანხა 10 000 დოლარამდე.

ამის შემდეგ მაიკროსოფტმა წამოაყენა 25 ფურცლიანი სარჩელი. სტუდენტს დანებება არ უნდოდა და ხშირად ეკონტაქტებოდა პრესას და უყვებოდა მაიკროსოფტის სიხარბეზე. მაიკმა შეძლო და 6000 დოლარი შეაგროვა შემოწირულობების საშუალებით. თავისთვის უფასო ადვოკატი იპოვა, ხოლო მისი საიტი MikeRoweSoft.com იმდენად პოპულარული გახდა, რომ 12 საათში მან 250 000 ნახვა ააგროვა.

მაიკროსოფტმა შეძლო დომენის წართმევა მაიკისთვის, თუმცა კომპანიას მოუწია სტუდენტის ყველა ხარჯის დაფარვა, ასევე გადაიხადა სტუდენტისა და მისი ოჯახის TechFest-ზე დასწრების საფასური. გარდა ამისა მაიკმა მიიღო მაიკროსოფტის პროფესიონალური სერტიფიკატი და Xbox კონსოლი თამაშების ნაკრებით.

მაიკმა დამატებითი შემოსავლისთვის შეძლო და eBay-ს აუქციონზე მაიკროსოფტისგან გამოგზავნილი 25 ფურცლიანი სარჩელი 1037 დოლარად გაყიდა.

წყარო: http://i-fakt.ru/kak-majkrosoft-so-studentom-sudilsya/