onlain sesxebi - ყველა

რა ღირს ცოდნა

რა ღირს ცოდნა

არ არის დამტკიცებული, რომ ეს ისტორია სიმართლეს შეესაბამება, თუმცა ასეთი რამ თავისუფლად მოხდებოდა რამდენიმე ასეული წლის წინ. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ორთქლის მანქანებმა მთლიანად მოიცვეს ინდუსტრია. მიუხედავად იმისა, რომ მუშაობის პრინციპი ბევრად ადრე შეიქმნა, საბოლოოდ აგრეგატი 1760-იან წლებში ჯეიმს ვატმა დაასრულა. ეს ისტორია მასზეა და იმაზე, თუ რაში იხდის მომხმარებელი ფულს.

ერთხელ ვატი დიდ ორთქლის მანქანაში შეცდომის საპოვნელად მიიწვიეს. მისი მეპატრონეები დიდ ზარალს ნახულობდნენ სხვა ინჟინერებს კი არაფრის გაკეთება შეეძლოთ. ამიტომ მათ თავად ვატი მოიწვიეს. რადგან მას შეგვიძლია ორთქლის მანქანის მეორე გამომგონებელი ვუწოდოთ. ამ მექანიზმის სისუსტეები ამ ადამიანზე კარგად იმ დროის არც ერთმა ადამიანმა იცოდა. ვატს 1000 დოლარს დაპირდნენ, რაც მაშინ უზარმაზარი თანხა იყო.
რა ღირს ცოდნა


ვატმა სამჯერ შემოუარა ძრავს, შემდეგ დიდი ჩაქუჩი ითხოვა. მან ყურადღებით დაუმიზნა და მექანიზმის გარსს დაარტყა. "ახლა ჩართეთ", - თქვა მან. მანქანა ამუშავდა.

მეპატრონეები თავს გასულელებულად გრძნობდნენ და ვატს უთხრეს ანგარიში დაეწერა, რათა შემდეგ შეკამათებოდნენ ამ რიცხვზე. ვატმა აიღო ფურცელი და დაწერა: ჩაქუჩის დარტყმა - 1 დოლარი, იმის ცოდნა, თუ სად უნდა დაარტყათ - 999 დოლარი. ისინი იძულებულნი გახდნენ თანხა მთლიანად გადაეხადათ.

წყარო: http://i-fakt.ru/sluchaj-s-inzhenerom-uattom-ili-skolko-stoyat-znaniya/