onlain sesxebi - ყველა

როგორ გახდა უბრალო ამერიკელი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი

როგორ გახდა უბრალო ამერიკელი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი


პენსილვანიის მოკრძალებულ მაცხოვრებელს - კრის რეინოლდს არც კი წარმოედგინა, რომ ოდესმე მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდებოდა. თუმცა მხოლოდ რამდენიმე საათით.

ერთ მშვენიერ დღესაც, როცა რეინოლდსი მანქანის ნაწილებს ინტერნეტში ყიდდა, გადაწყვიტა მისი PayPal ანგარიშის შემოწმება და აღმოაჩინა, რომ მის ანგარიშზე 92 233 720 368 547 800 დოლარი იყო. ესე იგი 92 კვადრილიონი.

ასე გახდა 2013 წლის 24 ივნისს 56 წლის ამერიკელი ყველა ადამიანზე მდიდარი, ვინც კი ცხოვრობდა და უცხოვრია. იმის თქმაც საკმარისია, რომ იმ მომენტისთვის მექსიკელი მაგნატის კარლოს სლიმის ქონება "საცოდავ" 73 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

თავად რეინოლდსმა ეს არ დაიჯერა და გადაწყვიტა, რომ ეს ხუმრობა იყო. მას PayPal-ზე 1000 დოლარზე მეტი არასდროს ჰქონია. რამდენიმე ხნის შემდეგ მან ისევ შეამოწმა ანგარიში და ის განულებული იყო. ეს ასეც უნდა ყოფილიყო.

შემდეგ კომპანიის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ეს თანხა რეინოლდსს ტექნიკური შეცდომის გამო ჩაერიცხა. რეინოლდსს კარლოს სლიმზე მილიონჯერ მეტად გამდიდრება არ გამოუვიდა, თუმცა კომპენსაციის სახით მას ქველმოქმედებაში ფულის ჩადება შესთავაზეს, რომელსაც მთლიანად PayPal-ი დაფარავდა. რა უპასუხა ამაზე კრის რეინოლდსმა, უცნობია.

ხოლო იმაზე, თუ სად დახარჯავდა ფულს, რეინოლდსმა ჟურნალისტებთან სიამოვნებით ისაუბრა. ამ შემთხვევაში ამერიკელი გადაიხდიდა აშშ-ს სახელმწიფო ვალს, რომელიც 16 ტრილიონ დოლარს შეადგენს. კიდევ იყიდდა "Philadelphia Phillies-ს" - აშშ-ს ბეისბოლის უძველეს კლუბს, რომელიც ჯერ კიდევ 1833 წელს დაარსდა.

წყარო: http://i-fakt.ru/kak-obychnyj-amerikanec-stal-samym-bogatym-chelovekom-na-zemle/