onlain sesxebi - ყველა

ღარიბი მილიარდერები - ოლიგარქები ჯურღმულებიდან

ღარიბი მილიარდერები - ოლიგარქები ჯურღმულებიდან

მდიდრული სახლი, მდიდრული იახტა, მილიარდობით დოლარი საბანკო ანგარიშზე - ნებისმიერი ოლიგარქის აუცილებელი ატრიბუტი. თუმცა ყველა ოლიგარქი ოლიგარქად არ დაბადებულა. ზოგიერთის გზა ბიზნესისკენ პირდაპირი მნიშვნელობით ჯურღმულებიდან დაიწყო. აი რამდენიმე ისტორია.

ღარიბი მილიარდერები - ოლიგარქები ჯურღმულებიდან

იტალიელი ლეონარდო დელ ვეკო 1935 წელს დაიბადა მილანში. მისი ცხოვრება ბავშვობაში ნაკლებად ჰგავდა. 7 წლის ასაკში ის ბავშვთა სახლში აღმოჩნდა. 14 წლისას ფაბრიკაში დაიწყო მუშაობა. 25 წლისას კი უკვე საკუთარი წარმოების მფლობელი გახდა. დღეს Luxottica მზის სათვალეების ყველაზე მსხვილი მწარმოებელია, ხოლო ლეონარდო დელ ვეკოს ქონება 20,4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

ღარიბი მილიარდერები - ოლიგარქები ჯურღმულებიდან

ამერიკელმა დევიდ მერდოკმა სკოლის დამთავრებაც ვერ შეძლო. მეცხრე კლასის შემდეგ ავტოგასამართ სადგურზე წავიდა, ხოლო 1943 წელს ფრონტზე გაუშვეს. არტილერიამ მას სმენა დაუზიანა და თითქმის მთლიანად დაკარგა. ომიდან დარუნებულმა რამდენიმე ასეული დოლარით სასადილო გახსნა. შემდეგ მშენებლობითა და ექსპორტით დაკავდა. დააგროვა 5 მილიარდი.

ღარიბი მილიარდერები - ოლიგარქები ჯურღმულებიდან

ადელსონ შელდონმა 12 წლის ასაკში ბიძას 200 დოლარი გამოართვა და გაზეთების გაყიდვა დაიწყო. შემდგომში ის 50 სხვადასხვა კომპანიის მფლობელი გახდა. თუმცა სანამ ის 15 მილიარდის მფლობელი გახდებოდა, მას ბევრის გავლა მოუწია. ის ვაჭრობდა ტუალეტის აქსესუარებით, ის იყო სასამართლო რეპორტიორი და ფინანსური კონსულტანტი.

ღარიბი მილიარდერები - ოლიგარქები ჯურღმულებიდან

ჯერ კიდევ 20 წლის წინ ჯოანნ როულინგი სოციალური დახმარების ანაბარა ცხოვრობდა. მას უამრავი პრობლემა ჰქონდა, ჰყავდა ქალიშვილი, ქმარს კი გაშორებული იყო. 1995 წელს ჯოანმა დაამთავრა მისი პირველი რომანი: "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა". ზდა მკითხველისკენ ადვილი არ ყოფილა, ჯოანს უარი 12-მა გამომცემლობამ უთხრა. მხოლოდ 1997 წელს გამოვიდა წიგნი 1000-იანი ტირაჟით. ხოლო შემდეგ დაიწყო წერლის ტრიუმფი, ჰარი პოტერის თავგადასავლებმა მას მილიარდზე მეტი მოუტანეს.

წყარო: http://i-fakt.ru/kak-stat-milliarderom-oligarxi-iz-trushhob/