onlain sesxebi - ყველა

ძეგლები პროდუქტებს

ძეგლები პროდუქტებს


ეს ძეგლი მოსკოვთან ახლოს, ერთ-ერთი ქალაქის შესასვლელში დგას. ეს კიტრის ძეგლია - მაცხოვრებლები მას მარჩენალად თვლიან. ამას გვეუბნება წარწერა ძეგლზე: "მარჩენალ კიტრს მადლიერი ლუხოვიცელებისგან". ეს უცნაური რამ აქ 2007 წელს გაჩნდა. ლუხოვიცის მაცხოვრებლები დიდი ხანია კიტრის მოყვანით არიან დაკავებულნი.

ძეგლები პროდუქტებს

ხოლო კალინინგრადში, ქალაქ მამონოვოში 2008 წელს შპროტებს დაუდგეს ძეგლი. მარმარილოს მაგიდაზე კონსერვის ქილა დევს, რომლიდანაც 12 თევზი იყურება, ერთ-ერტ მათგანს თავზე გვირგვინი ადევს. მამონოვოში, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან იყო გახსნილი შპროტების ფაბრიკა. ეს ძეგლი დიდ ინტერესს იწვევს ტურისტებში.

ძეგლები პროდუქტებს

იჟევსკში, უდმურტიის დედაქალაქში, ერთ-ერთი კაფის წინ დგას ურალელების საყვარელი საკვების - პილმენის ძეგლი. 1 მეტრიანი დიამეტრის ზომის პილმენი 3 მეტრიან ჩანგალზეა ჩამოცმული. უდმურტიის მაცხოვრებლები დარწმუნებულნი არიან, რომ სწორედ მათი სამშობლოა "ცომში გახვეული ხორცის" სამშობლო.

ძეგლები პროდუქტებს

ქალაქ კურსკში დგას ვაშლის ძეგლი, რომელიც ასე ძალიან უყვართ იქ. ის ქალაქის ცენტრშია დადგმული. ვაშლის ძეგლი ამ ქალაქის გარდა დგას პერმში, გომელში, იერუსალიმსა და სხვა ქალაქებში.

ძეგლები პროდუქტებს

ძეხვი ძალიან უყვართ რუსეთში. ხოლო ნოვოსიბირსკში იმდენად უყვართ, რომ ზეგლიც კი დაუდგეს. ის არც ისე ბედნიერ ოთხმოცდაათიანებში დადგეს. ახლა მისთვის საათობით რიგში დგომა აღარავის უწევს. ტურისტები კი სიამოვნებით იღებენ სურათებს მასთან.

ძეგლები პროდუქტებს

ასტრახანში 2008 წელს ძეგლი დაუდგეს ვობლას. ქალაქმა ეს უცნაური საჩუქარი მისი არსებობის 450 წლის იუბილეზე მიიღო. ამ ტევზის მოყვარულები ამბობენ, რომ ეს ძეგლი ძალიან მადისამღძვრელად გამოიყურება.

ძეგლები პროდუქტებს

ქალაქ პავლოვოში ლიმონის ძეგლი დგას. ამ ქალაქის მაცხოვრებლებს უკვე დიდი ხანია ლიმონი სახლის პირობებში მოჰყავთ. ზოგიერთი ნიჭიერი ადამიანი წელიწადის განმავლობაში 1 ხიდან 200 ლიმონს ჰკრეფს.

წყარო: http://i-fakt.ru/pamyatniki-produktam-interesnye-fakty/