onlain sesxebi - ყველა

8 ცნობილი ქალბატონი, რომლებმაც განქორწინებით ისარგებლეს

რა თქმა უნდა, განქორწინებაში არაფერია კარგი და მის შემდეგ ხალხს ცხოვრების თავიდან დაწყება უხდება, თუმცა ყოველთვის ასე არაა. განქორწინების შემდეგ ყველა დეპრესიაში არ ვარდება.

დღეს მოვამზადეთ იმ ქალთა სია, რომლებისთვისაც განქორწინება არ გახდა დეპრესიის მიზეზი, არამედ დაეხმარა შეცვლილიყვნენ როგორც გარეგნობის მხრივ, ასევე შეეცვალატ მათი პროფესიონალური საქმიანობა.

1. კეტი პერი
2009 წელს მომღერალმა დაიწყო შეხვედრა ბრიტანელ კომიკოსთან რასელ ბრენდონთან. ისინი 2010 წელს ინდოეთში დაქორწინდნენ. 2011 წელს ბრენდონმა შეიტანა დოკუმენტები განქორწინების მიზნით, განქორწინების მიზეზი უთანხმოება იყო. ასევე ცნობილი გახდა, რომ მას ქონების ნახევარი არ მოუთხოვია. პროცესი 2012 წელს დასრულდა. ამის შემდეგ მომღერლის კარიერამ საგრძობლად წინ წაიწია.

2. ჰოლი ბერი
1993-1997 წლებში ჰოლი ბერი დაქორწინებული იყო ბეისბოლისტ დევიდ ჯასტისზე. 2001-2005 წლებში მუსიკოს ერიკ ბენეტზე. 2013-2016 წლებში მსახიობ ოლივიე მარტინესზე. ამდენი განქორწინების მიუხედავად ჰოლი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია ჰოლივუდში.

3. ვიქტორია ბონია
ის 2010 წელს დაქორწინდა ალექსანდრ სმერფიტზე და 2012 წელს შვილი გაუჩნდა. 2016 წელს ისინი განქორწინდნენ, თუმცა ინტერნეტში ახლაც იდება ფოტოები ვიქტორიას წარმატებებზე. ის კვლავაც აგრძელებს მის მოღვაწეობას ტელევიზიაში, ასევე უშვებს საკუთარ ტანსაცმელს.

4. გვენ სტეფანი
2002-2016 წლებში ის გევინ როსდელზე იყო დაქორწინებული. მათ 3 ვაჟი დარჩათ. განქორწინების შემდეგ გვენი მხოლოდ უკეთესობისკენ შეიცვალა: ის გახდა უფრო ელეგანტური და გააგრძელა მისი წარმატებული კარიერა ტელევიზიაში.

5. პოლინა გაგარინა
2007 წელს ის ცოლად გაჰყვა მსახიობ პიოტრ კისლოვს. 2010 წელს ისინი განქორწინდნენ. ამის შემდეგ შეცვალა პროდიუსერი და ნამდვილ ლამაზმანად იქცა.

6. ალენა აპინა
მომღერალმა ალენა აპინამ და მისმა მეუღლემ და ასევე პროდიუსერმა 25 წელი იყვნენ დაქორწინებულნი. განქორწინების სემდეგ მომღერალმა გადაწყვიტა ექსპერიმენტი ჩაეტარებინა, ახლა კი 10 წლით ახალგაზრდად გამოიყურება.

7. მირანდა კერი
2010 წელს ის მსახიობ ორლანდო ბლუმს გაჰყვა ცოლად. 2011 წელს მათ ვაჟი შეეძინათ. 2013 წელს წყვილი დაშორდა. ახლა მირანდას სამოდელო კარიერა წინსვლას აგრძელებს, ასევე ის სახის კრემს აწარმოებს.

8. ოლგა ბუზოვა
ოლგა ბუზოვას და დიმიტრი ტარასოვის ქორწილი 2012 წელს გაიმართა. ხოლო 2016 წელს ტელეწამყვანმა და ფეხბურთელმა ოფიციალურად გააუქმეს თავიანთი კავშირი. ამის შემდეგ ოლგამ მისი მუსიკალური კარიერა დაიწყო და უკვე პირველი ალბომიც გამოუშვა.

წყარო: http://onedio.ru/news/8-znamenityh-zhenshin-kotorym-razvod-poshel-na-polzu-19050