onlain sesxebi - ყველა

ჯოზეფ ჯაგერი - ინჟინერი, რომელმაც რულეტი მოიგო

ჯოზეფ ჯაგერი - ინჟინერი, რომელმაც რულეტი მოიგო


არსებობს მოსაზრება, რომ თუ გინდა კაზინოდან ფული იშოვო, ამ კაზინოს მფლობელი უნდა იყო. თუმცა, ისტორიას ახსოვს შემთხვევები, როდესაც ხალხმა თავიანთი გონიერებისა და გამჭრიახობის საშუალებით დიდი თანხები მოიგეს. ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელმაც ეს შეძლო, იყო ჯოზეფ ჯაგერი.

ცნობილია, რომ ის 1830 წელს დაიბადა. ასევე ცნობილია, რომ ის Rolling Stones-ის ერთ-ერთი მუსიკოსის მიკ ჯაგერის წინაპარია. ის იორკშირის საგრაფოს ბამბის ფაბრიკაში მუშაობდა ინჟინერ-მექანიკოსად. თავისუფალ დროს მას კაზინოში შევლა უყვარდა. მისი ინჟინერული ნიჭის წყალობით მიხვდა, რომ რულეტის ყველა ბორბალი განსხვავებული იყო და სხვადასხვა დეფექტი ჰქონდა, რის გამოც ესა თუ ის რიცხვი უფრო ხშირად ამოდიოდა.

ჯაგერმა დაიქირავა 6 ადამიანი, რომლებიც მონტე-კარლოში გაუშვა სათამაშოდ. მათ ევალებოდათ, რომ ჩაეწერათ ყოველი ამოსული რიცხვი იქამდე, სანამ ეს საკმარისი არ იქნებოდა ჯაგერის გამოკვლევის ჩასატარებლად. როდესაც ჯაგერმა ყველაფერი გააანალიზა, აღმოჩნდა, რომ ყველაზე ხშირად 7, 8, 9, 17, 18, 19, 22, 28 და 29 რიცხვი ამოდიოდა. ინფორმაციის მიღების შემდეგ ჯაგერი კაზინოში გაემართა, რათა სამუდამოდ ჩაეწერა მისი სახელი ისტორიაში.

რამდენიმე დღეში მას სალაროდან უკვე 300 000 დოლარი ჰქონდა გამოტანილი. რათქმაუნდა სხვა მოთამაშეებმა სწრაფად შეამჩნიეს ის რიცხვები, რომლებზეც ჯაგერი მუდმივად დებდა და თავადაც ასე თამაში დაიწყეს.

ეს კი ადმინისტრაციამ შეამჩნია და რულეტის ბორბალი გამოცვალა. ჯაგერს უკვირდა, თუ ამდენი ხნის შემდეგ რატომ აგებდა, მაგრამ მალევე მიხვდა რაშიც იყო საქმე. მან სწრაფად იპოვა სხვა მაგიდა და იქ დაიწყო თამაში. მალე მისმა მოგებულმა თანხამ 450 000 დოლარი შეადგინა.

კაზინოს უკანასკნელი კოზირი დარჩა. რულეტის ბორბალზე რიცხვები დეკორატიულად იყო დაწყობილი. ამიტომაც ყოველ საღამოს, როდესაც კაზინო იკეტებოდა, ადმინისტრაცია რიცხვებს სხვა თანმიმდევრობით ალაგებდა.

2 დღის შემდეგ ჯაგერმა 125 000 დოლარი წააგო. მან გადაწყვიტა წასულიყო მონტე-კარლოდან და თან 325 000 დოლარი წაიღო, რაც დღევანდელი კურსით რამდენიმე მილიონ დოლარს შეადგენს.

საინტერესოა, რომ პირველად ისტორია ჯოზეფ ჯაგერზე ინგლისელმა მწერალმა ჯეკ ლონდონმა მოგვითხრო თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში. თუმცა ეს მისი მთავარი გმირით -კრის ბელიუსით ჩაანაცვლა.

წყარო: http://i-fakt.ru/dzhozef-dzhagger-inzhener-kotoryj-obygral-ruletku/