onlain sesxebi - ყველა

მსოფლიოში პირველი მილიარდერი

მსოფლიოში პირველი მილიარდერი


ისეთი ტერმინები, როგორებიცაა "ოლიგარქი", "მილიარდერი" ძალიან პოპულარულია ჩვენ დროში. სწორედ მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანებს უწოდებენ ამას. მაგრამ ვინ იყო პირველი?

პირველი ადამიანი, რომელმაც მილიარდი იშოვა იყო ჯონ როკფელერი. ეს 1916 წელს მოხდა.

ჯონი 1839 წლის 8 ივლისს დაიბადა. მამამისი უილიამ როკფელერი ახალგაზრდობაში ტყის მჭრელი იყო, შემდეგ გადაწყვიტა თავი დაენებებინა ფიზიკური სამუშაოსთვის და ელექსირები დაემზადებინა, რომლებსაც ხალხი უნდა განეკურნათ. უილიამმა შრომის შედეგად შეძლო მიწის ნაკვეთის შეძენა.

უილიამს 6 შვილი ჰყავდა, ჯონი კი მეორე იყო. ჯონმა მისი საბიზნესო საქმიანობა 7 წლის ასაკში დაიწყო. ის ზრდიდა და ყიდდა ინდაურებს. რამდენიმე წელს ჯონი უკვე ადგილობრივ ფერმერებზე გასცემდა სესხებს.

16 წლის ასაკში როკფელერი მოეწყო ბუღალტერის დამხმარედ კომპანიაში, რომელიც უძრავი ქონებისა და საზღვაო ტრანსპორტირების სფეროში საქმიანობდა. მან მოკლე დროში მიაღწია მენეჯერის თანამდებობას. თუმცა მალევე წავიდა სამსახურიდან, რადგან უკმაყოფილო იყო დაბალი ანაზღაურებით. ამით დამთავრდა როკფელერის დაქირავებული მუშაკის ცხოვრება. ამის შემდეგ ის მხოლოდ თავისთვის მუშაობდა.

აშშ-ს სამოქალაქო ომის დროს როკფელერი არმიას საკვებით ამარაგებდა, რამაც საშუალება მისცა თავის საწყისი კაპიტალი მრავალჯერ გაეზარდა. შემდგომ დაიწყო როკფელერის ნავთობის მაგნატის ერა. 50-იანი წლების დასასრულს ის ქიმიკოს სამუელ ენდრიუსს შეხვდა. ის ნავთობის გადამუშავების სფეროში მუშაობდა, რომელზეც მაშინ უზარმაზარი მოთხოვნა იყო.

როკფელერმა და ენდრიუსმა კლივლენდში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გახსნეს და თავიანთ პროდუქციას მთელ ქვეყანაში აწოდებდნენ. 1870 წელს ჯონმა დაარსა კომპანია "სტანდარტ ოილი", რომელიც უკვე არამარტო გადაამუშავებდა, არამედ ეძებდა ნავთობს. გარდაამისა როკფელერი ფულს რკინიგზების მშენებლობაში დებდა, რაც საშუალებას აძლევდა ნავთობის ტრანსპორტირების საფასური საგრძნობლად დაეწია. ბევრი მისი კონკურენტი განადგურდა, რადგან არ შეეძლოთ წინააღმდეგობა გაეწიათ ნავთობის მეფისთვის. რამდენიმე წლის შემდეგ "სტანდარტ ოილი" აშშ-ს ნავთობის 90%-ს ფლობდა.

სანავთობო კომპანიის გარდა, როკფელერი ფლობდა 16 სარკინიგზო, 6 ფოლადის და 6 გადამზიდ კომპანიას. რამდენიმე ფირმას უძრავი ქონებით ვაჭრობაში, 8 ბანკს. 1916 წლის 29 სექტემბერს ის ოფიციალურად გამოაცხადეს, როგორც მსოფლიოში პირველი მილიარდერი.

უმდიდრესი დინასტიის ფუძემდებელი 1937 წლის 23 მაისს გარდაიცვალა 97 წლის ასაკში. მისი ქონება სიკვდილის მომენტში 1,4 მლრდ დოლარს შეადგენდა მაშინდელი ნომინალით. The New York Times - ი მის ქონებს 2006 წლის ეკვივალენტით 194 მილიარდ დოლარად აფასებს.

წყარო: http://i-fakt.ru/samyj-pervyj-milliarder-v-mire/