onlain sesxebi - ყველა

ვინ თქვა, რომ ფული არ ყარს

ვინ თქვა, რომ ფული არ ყარს


ფული არ ყარს(ლათ. Pecunia non olet) - ეს ფრთიანი გამონათქვამი ძველი რომიდან მოდის. ეს ფრაზეოლოგიზმი იმას ნიშნავს, რომ მნიშვნელობა არ აქვს როგორ იშოვი ფულს. ეს სიტყვები შეიძლებოდა რომელიმე ბანდიტისგან ან თაღლითისგან გაგვეგო, მაგრამ ეს ფრაზა რომაელ იმპერატორ ვესპასიანეს ეკუთვნის.

ვესპასიანებ საჯარო ტუალეტები ფასიანი გახადა, რადგან ხაზინა მათ მოვლასა და გასუფთავებაში ფულს ხარჯავდა. როდესაც ამაზე უკმაყოფილება მისმა ვაჟმა ტიტუსმა გამოთქვა, მან ამოიღო მონეტა და შვილს ცხვირთან მიუტანა და ჰკითხა, ყარდა თუ არა ის. შვილმა უპასუხა: "არა". "მაგრამ ეს ფული ტუალეტიდანაა" - უთხრა ვესპასიანემ თავის ვაჟს.

იმპერატორის ნაბიჯი სწორი აღმოჩნდა. ეს საშუალება ნამდვილად ავსებდა ხაზინას, ხოლო გამონათქვამმა "ფული არ ყარს" რაღაც მნიშვნელობა შეიძინა.

წყარო: http://i-fakt.ru/kto-skazal-chto-dengi-ne-paxnut/