onlain sesxebi - ყველა

რამდენს იწონის მილიონი დოლარი

რამდენს იწონის მილიონი დოლარი


ამერიკულ ბოევიკებში ხშირად გვინახავს, როგორ აგდებს გმირი ჩანთას, რომელშიც მილიონი დოლარია. მოდით გავერკვეთ, თუ როგორ გამოიყურება ეს მილიონი დოლარი.

ამერიკულ ბანკნოტებს, განურჩევლად ნომინალისა აქვთ თავიანთი განსაზღვრული წონა. ეს ერთი გრამია. ამიტომ რთული არაა იმის გამოთვლა, თუ რამდენს იწონის მილიონი დოლარი სხვადასხვა კუპიურებით.

მილიონ დოლარს ამდენივე 1 დოლარიანი დასჭირდება. ეს 1 ტონას უდრის. 2 დოლარიანებით 500კგ. რაც უფრო მსხვილია კუპიურა, მით უფრო ნაკლებს იწონის მილიონი დოლარი. საქმე იმაშია, რომ თავისუფალ ბრუნვაში 100 დოლარიან კუპიურაზე მეტის გამოყენება აკრძალულია. ამიტომ მილიონ დოლარში 100 დოლარიანების 10 000 კუპიურა იდება. ეს 10 კილოგრამს უდრის.

ამერიკული კინემატოგრაფიის გმირები სუსტები ნამდვილად არ არიან, თუმცა მათთვისაც კი 5-6 მილიონი დოლარის ტარება ძნელი იქნება. ადრე მილიონერებისათვის ეს პრობლემას არ წარმოადგენდა. 1969 წლამდე შეერთებულ შტატებში თავისუფლად მოქმედებდა 500, 1000, 5000 და 10 000-იანი კუპიურები.

სხვათა შორის, აშშ-ში 100 000-იან კუპიურებსაც ბეჭდავენ. თუმცა ისინი არასდროს ყოფილან მიმოქცევაში. ეს კუპიურები მხოლოდ შიდა ფედერალურ საქმეებში გამოიყენება. სამწუხაროა: ასეთი კუპიურებით მილიონი მიზერულ 10 გრამს შეადგენდა.

მეტი პრობლემა მას ექმნება, ვინც 1 მილიონის შეგროვებას 1 ცენტიანებით გადაწყვეტს. თითოეული 2 გრამს იწონის და მილიონისატვის 100 000 000 ცალი უნდა შეაგროვო. ასეთი ბარგის გადატანა ხელით შეუძლებელია და ტრანსპორტირებაც არ იქნება ადვილი.

მილიონერებზე რთული ცხოვრება მილიარდერებს აქვთ. მაგალითად 5 ცენტიანი მონეტებით 1 მილიარდი დოლარი 100 000 ტონას შეადგენს. ალბათ, ამის გამო გამოიგონეს ელექტრონული ანგარიშწორება, რათა ოლიგარქებს თავიანთი ქონების ტრანსპორტირების პრობლემა არ შექმნოდათ.

წყარო: http://i-fakt.ru/skolko-vesit-million-dollarov/