onlain sesxebi - ყველა

12 კილოგრამი ოქრო დაბადების დღეზე

12 კილოგრამი ოქრო დაბადების დღეზე


ეს არაჩვეულებრივი საჩუქარი ველიკოკნიაზევკის სოფლის მაცხოვრებელმა ნიკოლაი ვასილენკომ მიიღო. მას არც კი ეგონა, რომ 12 კილოგრამი ოქროს მფლობელი გახდებოდა.

ყველაფერი 1987 წლის 22 ივნისს ერთ ჩვეულებრივ დღეს დაიწყო: დილით ნიკოლაი ვასილენკო მისი ტრაქტორით გავიდა, რათა მიწა დაემუშავებინა. უცბად, კულტივატორის დანა რაღაც მძიმე მეტალის საგანს. ვასილენკო გადმოვიდა კაბინიდან და შეამჩნია მიწიდან ამოშვერილი მეტალის ნაჭერი.

ნიკოლაი ვერ ამჩნევდა, რომ ბედმა მას დაბადების დღეზე 30 ფუნტი ოქრო არგუნა. ეს 12 კგ-ზე მეტია. მან მიწაში ამოთხვრილი ზოდი კაბინაში დააგდო და გააგრძელა მუშაობა. მხოლოდ საღამოს სახლში გადაწყვიტა გაერეცხა ჭუჭყიანი "საჩუქარი". მან ზდოზე წარწერები აღმოაჩინა.

შემდეგ დილას ვასილენკო შესაბამის ორგანოსკენ გაემართა. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ნაპოვნი ზოდი მართლაც ოქროსი იყო. ნაპოვნი განძი შეფასებულ იქნა 588 000 საბჭოთა რუბლად. ეს მაშინ უზარმაზარი თანხა იყო. თუმცა ქვეყნის კანონის მიხედვით მპოვნელს განძის 25% უნდა მიეღო. ასე გახდა ნიკოლაი 147 რუბლის მფლობელი. თუ ამ თანხას "ჟიგულზე" გადავიყვანთ - 20 ავტომობილი გამოდის.

თვალის დახამხამებაში უბრალო კოლმეურნე მთელი ქონების პატრონი გახდა. მისი პოპულარობა კინოვარსკვლავის დონეზე იყო. მასზე დოკუმენტური ფილმიც კი გადაიღეს და როკ-ჯგუფის სპონსორობაც შესთავაზეს.

თუმცა მისი ფული მან უფრო მარტივად გადაანაწილა: გამოყო 3000 რუბლი პიონერთა ბანაკისთვის, თანხის ნახევარი შვილებს დაურიგა, ისინი კი ხუთნი იყვნენ. დანარჩენი შემნახველ ბანკში ჩადო. ცოტა ხნის შემდეგ კი ფული "დაიწვა" ოთხმოცდაათიანების რეფორმების დროს.

წყარო: http://i-fakt.ru/12-kilogrammov-zolota-na-den-rozhdeniya/