onlain sesxebi - ყველა

რას აზღვევენ ცნობილი ადამიანები

რას აზღვევენ ცნობილი ადამიანები


რისი ეშინიათ "ვარსკვლავებს"? მომღერალს ხმის დაკარგვის ეშინია, ფეხბურთელი ფეხებს უფრთხილდება, ფოტომოდელები იმის გაფიქრებაზე აკანკალებთ, რომ შეიძლება მიმზიდველობა დაკარგონ. ამიტომაც, უმჯობესია უნიკალური ხმა ან მიმზიდველი გარეგნობა დააზღვიოთ.

ამგვარი დაზღვევა 100 წლის წინ გაჩნდა. პირველი, ვინც ამგვარი შეთავაზებით ისარგებლა იყო მსახიობი ბენ ტერპინი. მან საკუთარი ელამობა დააზღვია. მას ეშინოდა რომ ელამი აღარ იქნებოდა და მაყურებელიც აღარ ეყოლებოდა. ამ შემთხვევაში მას 25 000$ უნდა მიეღო.

მოდელმა ჰაიდი კლუმმა საკუთარი ფეხები 1 800 000$-ად დააზღვია. თავის დროზე მერლინ მონრომაც დააზღვია საკუთარი ფეხები, მაგრამ მხოლოდ 10 000-ად. თუმცა მაშინ დოლარის კურსიც მაღალი იყო.

ჯგუფი "Kiss-ის" დამაარსებელი ჯინ სიმონსი მისი ენით ამაყობდა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გრძელ ენად აღიარეს. საკუთარი ენა მან მილიონ დოლარად დააზღვია.

ერთ-ერთ ჰოლანდიელ ღვინის დეგუსტატორს ყნოსვის შეგრძნების დაკარგვის ეშინია. ამ შემთხვევაში ის 5 000 000$-ს მიიღებს.

ინგლისური ფეხბურთის ლეგენდას - დევიდ ბექჰემს თავის ფეხები 70 000 000$-ად აქვს დაზღვეული. ხოლო კრიშტიანუ რონალდუს ორჯერ მეტად - 144 000 000$-ად.

დენიელ კრეიგი, ჯეიმს ბონდის როლის შემსრულებელი, გადაღებების დროს ბევრ საშიშ ტრიუკს ასრულებდა. წინდახედულმა მსახიობმა საკუთარი სხეული 9 500 000$-ად დააზღვია.

ნუ შეგშურდებათ ცნობილი ადამიანების. ნებისმიერ მსურველს შეუძლია თავი დაიზღვიოს UFO Abduction-ში 10 000 000$-ად. და ეს პოლისი ძალიან ძვირიც არ ღირს - 19,95$. თუმცა ამ თანხის მიღება მხოლოდ მაშინ შეიძლება თუ დაზღვეულს უცხოპლანეტელები გაიტაცებენ.

წყარო: http://i-fakt.ru/chto-straxuyut-znamenitosti/