onlain sesxebi - ყველა

როგორ ვიშოვოთ მილიონი წერილების გაგზავნით

როგორ ვიშოვოთ მილიონი წერილების გაგზავნით


როგორ ვიშოვოთ მილიონი დოლარი უბრალო წერილების გაგზავნით? ეს არც ისე რთულია, თუ ალასკაზე ცხოვრობ, ქალაქ ნორთ პოლში, რაც ქართულად ჩრდილოეთ ოლუსს ნიშნავს.

ეს შესანიშნავი იდეა 2001 წელს ამ ქალაქის მაცხოვრებელ ბაირონ რიზს მოუვიდა თავში. რაზე ოცნებობენ ბავშვები შობასა და ახალ წელს? რათქმაუნდა, მიიღონ მისალოცი წერილები სანტა-კლაუსისგან. და თუ კკონვერტზე დასმული იქნება შტამპი "ჩრდილოეთ პოლუსი", მაშინ ვინ დაეჭვდება ამ წერილის ავთენტურობაში.

ბაირონ რიზმა განათავსა რეკლამა ინტერნეტში. მსურველ მშობლებს მოთხოვნა უნდა გაეგზავნათ მითითებულ მისამართზე და 9,95$ უნდა გადაეხადათ. ხოლო "სანტა კლაუსი" აგზავნიდა ლამაზ წერილებს მათ სახლებში.

როგორ ვიშოვოთ მილიონი წერილების გაგზავნით
გასაკვირი არაა, რომ 2001 წლის დასასრულს მან 10 000-მდე მოთხოვნა მიიღო. მთლიანი თანხა კი 100 000 დოლარი გამოვიდა. ეს ყველაფერი რამდენიმე დღეში. მართალია, რიზი და მისი დამხმარეები დაუღალავად შრომობდნენ, რომ წერილის გარეშე არც ერთი ბავშვი დარჩენილიყო. მაგრმა რეზულტატი ამად ღირდა.

შემდეგ წელს რიზმა გადაწყვიტა სერიოზულად დაკავებულიყო ამ საქმით. სამუშაოს პიკში ის პერსონალს ქირაობს, ტექსტს კი წინასწარ ამზადებს.

მოთხოვნების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება. მათი რიცხვი ასობით ათასია. თავად ბაირონ რიზი უკვე დიდი ხანია მილიონერია. მისი მეგობრები ამბობენ, რომ დამდეგ შობა-ახალ წელს მასთან დარეკვა შეუძლებელია. ასევე მის ოფიციალურ ვებ-საიტზეც წერია - "დაკავებული ვარ, ვეხმარები ელფებს საჩუქრების დატვირთვაში"

როგორ ვიშოვოთ მილიონი წერილების გაგზავნით

წყარო: http://i-fakt.ru/kak-zarabotat-million-dollarov-na-otpravke-pisem/