onlain sesxebi - ყველა

როგორ ვიშოვოთ მილიონი 5 ცენტით

როგორ ვიშოვოთ მილიონი 5 ცენტით

ამის დაჯერება რთულია, მაგრამ პირველი მაღაზია ერთი ფასით ერთი უნიჭო გამყიდველის წყალობით გაჩნდა. ეს უიღბლო გამყიდველი იყო ფრენკ ვულფორტი - ადამიანი, რომელიც სიცოცხლის ბოლოს მთელი სავაჭრო იმპერიის მფლობელი გახდა.

ის 1852 წელს დაიბადა ერთ-ერთ ამერიკულ სოფელში. 20 წლის ასაკში ბიჭს მობეზრდა იქაური სამუშაო. მართალია, გაუნათლებელ ადამიანს დიდი არჩევანი არც ჰქონია. ერთადერთი ადგილი სადაც მუშაობის დაწყება შეეძლო, იყო პატარა მაღაზია პროვინციულ ქალაქ ლანკასტერში.

როგორ ვიშოვოთ მილიონი 5 ცენტით
მოკლედ, ფრენკ ვულფორტისგან უარესი გამყიდველი გამოვიდა, ვიდრე ფერმერი. მორცხვ გამყიდველს არ შეეძლო მყიდველებთან ვაჭრობა, მაშინ კი ნივთებს ფასები არ ეკრათ. საბოლოო ფასი მყიდველსა და გამყიდველს შორის ხანგრძლივი ვაჭრობის შედეგად დგინდებოდა. ფრენკს კი კლიენტების ისე ეშინოდა, როგორც ცეცხლის.

გასაკვირი არაა, რომ მაღაზიის მეპატრონემ გადაწყვიტა ასეთი თანამშრომელი სამსახურიდან გაეგდო, თუმცა მას უკანასკნელი შანსი მისცა. მან თქვა, რომ ვუფორტს მთელი დღე მარტოს უნდა ემუშავა, ხელფასი კი სხვებზე მეტი არ ექნებოდა.

სასოწარკვეთისგან ფრენკმა თითოეულ საქონელს ფასი მიაწება, რათა მყიდველებთან კამათი თავიდან აერიდებინა. ხოლო ამოუყიდავი პროდუქტი თაროზე დააწყო და დააწერა: "ყველაფერი 5 ცენტად. თავად გამყიდველი დახლის უკან დაიმალა და ელოდებოდა.

შემდეგ ყველაფერი დიდებულად წარიმართა - მყიდველები უბრალოდ იხდიდნენ და საქონელთან ერთად მიდიოდნენ. ხოლო საქონელი 5 ცენტად მაშინვე ამოიყიდა. დღის ბოლოს მფლობელმა შეამჩნია, რომ სალაროში არა დღიური, არამედ ერთი კვირის შემოსავალი იდო. მან გადაწყვიტა 5 ცენტიანი ამოყიდვა მუდმივი გაეხადა.

თუმცა, ვულფორტს ეს უკვე ნაკლებად ადარდებდა. მან გადაწყვიტა საკუთარი მაღაზიის გახსნა, სადაც ყველაფერს ერთ ფასში გაყიდდა. პირველი მაღაზია ლანკასტერში მან 1879 წელს გახსნა, ხოლო 1919 წლისთვის ვულფორტის სავაჭრო იმპერია 1000 წერტილს ითვლიდა. ფრენკის მდგომარეობა 65 მილიონ დოლარად ფასდებოდა.

როგორ ვიშოვოთ მილიონი 5 ცენტით


1913 წელს მანჰეტენზე გაიხსნა გრანდიოზული "ვულფორტის სახლი", რომლის სიმაღლე 238 მეტრი იყო. რათქმაუნდა მაღაზიისთვის ეს შენობა ზედმეტად მაღალი იყო. ამიტომაც მასში 4000 ამერიკული კომპანიის ოფისი გაიხსნა. ამ შენობის გახსნის ცერემონიალში აშშ-ს პრეზიდენტი ვუდრო უილსონიც მონაწილეობდა. "ვულფორტის სახლი" 1930 წლამდე პლანეტის ყველაზე მაღალ შენობად ითვლებოდა.

მილიონერი ვულფორტი 1919 წელს გარდაიცვალა. თუმცა მის მიერ დაარსსებული სუპერმარკეტების ქსელი დღემდე არსებობს. სამწუხაროდ, ყველაფერი 5 ცენტი აღარ ღირს.

წყარო: http://i-fakt.ru/milliony-dollarov-iz-5-centov/