onlain sesxebi - ყველა

ჩარლს უელსი - კაზინოს რისხვა, რომელმაც მონტე-კარლო გაძარცვა

ჩარლს უელსი - კაზინოს რისხვა, რომელმაც მონტე-კარლო გაძარცვა


ინგლისელი ჩარლზ უელსი 1814 წელს დაიბადა. ის ბავშვობიდან ოცნებობდა სიმდიდრეზე, თუმცა ახალგაზრდა წელში მოხრას არ აპირებდა. მან გადაწყვიტა ეს უფრო ადვილი გზით გაეკეთებინა. ამიტომ აგროვებდა ფულს და ამუშავებდა საკუთარ სტრატეგიებს, რომელთა დახმარებითაც მას კაზინოდან დიდი ფული უნდა მოეგო.

არ ერიდებოდა ღია ტყუილებსაც: თავს ასაღებდა სერიოზულ გამომგონებლად, რომელსაც მისი გამოგონების გასავითარებლად და დასამუშავებლად ფული სჭირდებოდა. შემდეგ კი უბრალოდ ქრებოდა, როცა ინვესტორისგან ფულს მიიღებდა.

პირველი მსხვირი წარმატება 1891 წელს განიცადა. ის ჯიბეში 4 000 ფუნტით მონტე-კარლოში შევიდა. სხვათა შორის, მას ეს ფულიც არ მოუპოვებია პატიოსანი გზით: მან ბანკში აიღო კრედიტი და დაპირდა, რომ მუსიკალურ ბაგირს გააკეთებდა. მხოლოდ ჭკვიანი აფერისტი წარმოიდგენდა - რა არის ეს და როგორ გამოიყურება.

11 საათის შემდეგ, მისი მოგებული თანხა მილიონ ფრანკს აჭარბებდა. რამდენიმე მოწმე ამტკიცებდა, რომ თამაში ბანალური მიზეზის გამო შეწყდა - კაზინოში ჩიპები გათავდა.

რამდენიმე თვის შემდეგ ჩარლზი კიდევ ესტუმრა მათ. მეპატრონეებს კერძო დეტექტივების აყვანაც კი მოუწიათ, რათა ინგლისელი თაღლითობაში გამოეჭირათ. ამ ჯერად თამაში 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. უელსმა თავის ჯიბეს კიდევ მილიონი ფრანკი მიუმატა, თუმცა დეტექტივებს მაინც არაფერი შეუნიშნავთ.

ჩარლზ უელსის სახელი მთელ მსოფლიოს მოედო, ყველა ჟურნალისტი ცდილობდა მისგან ინტერვიუს აღებას, ხოლო კომპოზიტორმა ფრენკი გილბერტმა მას სიმღერა მიუძღვნა სახელად "ადამიანი, რომელმაც მონტე-კარლო გაძარცვა".

მესამედ უელსი თავის იახტით ესტუმრა მონტე-კარლოს. სამწუხაროდ, ყველაზე იღბლიან ადამიანსაც კი, ხანდახან არ უმართლებს. ასეთ ბედს ვერ გაექცა ჩარლზ უელსიც. ამ ჯერად მან მთელი თავისი ქონება წააგო. ხოლო კაცს, რომელიც თავის ქვეყანაში ყველაზე ცნობილი იყო და ყველას უყვარდა, ბრალი დასდეს თაღლითობაში და ციხეში ჩასვეს.

როდესაც გაათავისუფლეს, ჩარლზმა გადაწყვიტე ემიგრირებულიყო საფრანგეთში, მაგრამ იქაც არ გაუმართლა. ის ფინანსურ აფიორაში გამოიჭირეს და ისევ ციხეში გაუშვეს. ჩარლზი 1926 წელს საშინელ სიღარიბეში გარდაიცვალა. ადვილად ნაშოვნ მილიონებს მისთვის ბედნირება არ მოუტანიათ. უკვე მისი სიკვდილის შემდეგ გამოვიდა ფილმი და დაიწერა წიგნი. მათ იგივე სახელი დაარქვეს რაც ძველ სიმღერას: "ადამიანი, რომელმაც მონტე-კარლო გაძარცვა".

წყარო: http://i-fakt.ru/charlz-uells-groza-kazino/