onlain sesxebi - ყველა

E-commerce დეტალებში: ესპანეთი. საბანკო დეპარტამენტების ქვეყანა

E-commerce დეტალებში: ესპანეთი. საბანკო დეპარტამენტების ქვეყანა


ეს ქვეყანა რომელიც ოდესღაც იმპერიის ცენტრი იყო, რომელიც მთელ მსოფლიოს მოიცავდა. თუმცა მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში ის სხვა ინდუსტრიულ ქვეყნებს საგრძნობლად ჩამორჩა.

მიუხედავად ამისა, დღეს ესპანეთის ეკონომიკა(+2,7% წელიწადში) 2008 წლის კრიზისის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია. თუ როგორია მოსახლეობის ფინანსური ჩართულობა, იხილეთ ქვემოთ.

მოსახლეობა - 45,8 მლნ
მშპ - %1,381 ტრლნ
მშპ ერთ მოსახლეზე - $29 767

მოსახლეობის 98% ფლობს ანგარიშს ბანკში
54% სარგებლობს საკრედიტო ბარათით
76%-ს აქვს წვდომა ინტერნეტთან
63%-ს აქვს სმარტფონი

ესპანეთის E-commerce ბაზარი 16,9 მლრდ-ს შეადგენს.

ფინანსური სერვისები
ესპანეთში მრავალი საბანკო დაწესებულებაა. 100 ათას ადამიანზე 96 ფილიალი მოდის. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია დასავლეთ ევროპაში.
საბანკო საქმე კარგადაა განვითარებული. ბაზარზე ხშირად გამოაქვთ ინოვაციური პროდუქტები.


სმარტფონები და ინტერნეტი
მათი მაჩვენებელი დასავლეთ ევროპაზე დაბალია. 2013 წელს მთავრობამ გაუშვა "ციფრული განვითარების პროგრამა", რომლის მიზანია ინტერნეტთან წვდომის გაზრდა და ციფრულ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების სტიმულირება.

ონლაინ შოპინგი
ელექტრონული კომერციის მოცულობამ 2014 წელს 17 მილიარდს მიაღწია. საშუალოდ, ინტერნეტ-მყიდველი 1300 დოლარს ხარჯავს წელიწადში. პროდუქტის ყველაზე პოპულარული კატეგორიაა ტანსაცმელი. ესპანელები სულ უფრო ხშირად ყიდულობენ თავიანთი სმარტფონებიდან.

ანგარიშწორება ინტერნეტში
ბარათები ყველაზე პოპულარული საგადასახადო მეტოდია ესპანეთში: შეკვეთების 87% ბარათებით იფარება. ასევე იზრდება ელექტრონული საფულეების პოპულარულობა, მათ შოორისაა PayPal-იც.

წყარო: http://psm7.com/review/e-commerce-v-detalyax-ispaniya-strana-bankovskix-otdelenij.html