onlain sesxebi - ყველა

რა ხელფასი ჰქონდათ პირველ პროფესიონალ ფეხბურთელებს

რა ხელფასი ჰქონდათ პირველ პროფესიონალ ფეხბურთელებს


დღევანდელ დროში მაღალი კლასის ფეხბურთელების შემოსავლები ათობით მილიონ დოლარს შეადგენენ. თავის კარიერის განმავლობაში ფეხბურთის "ვარსკვლავს" შეუძლია უზრუნველი ცხოვრება მოუწყოს თავის თავს და შთამომავლებს. თუმცა ყოველთვის ასე არ ყოფილა. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე ისტორია ფეხბურთელების "ზღაპრულ" შემოსავლებზე, რომლებიც მოედანზე მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეში გამოდიოდნენ.

ალბათ, ვერავინ დაასახელებს ფეხბურთელს, რომელმაც მისი თამაშისთვის ფული მიიღო. მითუმეტეს იმ დროს ამისათვის ფულს არ იხდიდნენ, იმიტომ, რომ ფულით ადვილი იყო მოთამაშის სხვა კლუბში გადაბირება. მოკლედ, მეცხრამეტე საუკუნის 70-იან წლებში უკვე არსებობდნენ პროფესიონალები, ხოლო "კვალის დაფარვის" მიზნით კლუბის მფლობელები მათ სხვადასხვა სამუშაოზე არეგისტრირებდნენ, რომლებზეც ისინი არასდროს გამოცხადებულან.

და მაინც, რამდენს უხდიდნენ მათ? ინგლისში გულშემატკივრებს შორის გავრცელებულია ლეგენდა: მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს ერთ-ერთი კლუბისთვის გამოდიოდა ბილი მოსფორტი. მატჩის დროს მოწინააღმდეგეების ტრიბუნიდან ერთ-ერთმა გულშემატკივარმა იყვირა: "ბილი, თუ ჩვენთან გადმოხვალ, 10 ფუნტსა და ერთი კვირის განმავლობაში უფასო დასალევს მიიღებ!" მოსფორტმა მოედანი დატოვა და რამდნეიმე წუთში მოწინააღმდეგეების მაისურით გამოვიდა.

1879 წელს დიდი სკანდალი აგორდა ფრეგი სუტერის გარშემო. როდესაც ის გუნდ "დარვენში" გადავიდა, მიატოვა თავის კალატოზის სამუშაო. ეს იმას ნიშნავს, რომ თამაშისთვის ნაკლებს არ იღებდა!

1884 წელს ერთ-ერთი კლუბის ხელმძღვანელობას ბრალი დასდეს იმისთვის, რომ ისინი თავიანტ მოთამაშეებს ფულს უხდიდნენ. გუნდი ინგლისისფეხბურთის ასოციაციიდან განდევნეს. ამან გულშემატკივრების უკმაყოფილება გმაოიწვია. შემდეგ წელს ასოციაციამ გადაწყვიტა მოთამაშეებისათვის ხელფასის გადახდა კანონიერი გაეხადა.

პირველი ოფიციალურად დარეგისტრირებული პროფესიონალური კლუბი იყო "ბლექბერნ როვერსი" 1885/1886 წლების სეზონში მან მოთამაშეებს მთლიანობაში 615 ფუნტი გადაუხადა. ყველაზე მეტი ჯეიმს ფორესტმა და ჯოზეფ ლოფტჰაუსმა მიიღეს - კვირაში 1 ფუნტი სტერლინგი.

1889 წელს ინგლისის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა ნიკ როსი "პრესტონიდან" ის თვეში 10 ფუნტს იღებდა.

რევოლუცია პროფესიონალურ ფეხბურთში მოაწყო "შეფილდ იუნაითედის" მეკარემ უილიამ ფულკმა. მეცხრამეტე საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს მან ხელმძღვანელობას მოსთხოვა, მისთვის მაშინაც გადაეხადათ, როდესაც ჩემპიონატში შესვენების დრო იყო. ისინი დათანხმდნენ, თუმცა რაღათმაუნდა ხელფასი დასვენების დროს საგრძნობლად დაბალი იყო.

გასული საუკუნის ნამდვილ "ოლიგარქებად" გრძნობდნენ თავს ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელები. საუკეთესოები კვირაში 7 ფუნტს იღებდნენ. პრემია 10 ფუნტიც კი იყო.

წყარო: http://i-fakt.ru/kakimi-byli-zarplaty-pervyx-professionalnyx-futbolistov/