onlain sesxebi - ყველა

Kabbage: ინვესტიციები ონლაინ-მეწარმეებს

Kabbage: ინვესტიციები ონლაინ-მეწარმეებს

ყველამ იცის რომ ინტენეტ-სტარტაპების დაფინანსება უფრო რთულად ხდება, ვიდრე სტაციონარული კომპანიების. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა კომპანია Kabbage.

Kabbage-მ შექმნა უნიკალური სტილი ონლაინ დაფინანსებისთვის, რომელიც ხელმისაწვდომია ინტერნეტ-ვაჭრებისთვის. იმისათვის რომ მიიღოთ დაფინანსება Kabbage-სგან, ჯერ სტარტაპი მათ ბაზაში უნდა დაარეგისტრიროთ, შემდეგ კი უნდა დაელოდოთ როდის დაგიმტკიცდებატ სესხი. იდეალურ შემთხვევაში, როდესაც კომპანიას თქვენთან არანაირი კითხვა არ აქვს, დამტკიცება 10 წუთზე მეტს არ გრძელდება.

რეგისტრაციისას საიტზე უნდა შექმნათ პროფილი, რომელშიც უნდა მიუთითოთ საიტები, რომლებზეც ონლაინ-ვაჭრობით ხართ დაკავებული. შემდეგ Kabbage-ს ანგარიში თქვენი PayPal-ის ანგარიშთან სინქრონიზირდება. რათქმაუნდა თქვენი საკონტაქტო ინფორმაციაც საჭიროა.

თუმცა ინვესტიცია არ არის ერთადერთი მომსახურება, რომელსაც კომპანია გთავაზობთ. თქვენ ასევე გეძლევათ საშუალება იპოვოტ პარტნიორები. ბანკთან შედარებით Kabbage-ის ონლაინ ფორმის შევსება ბევრად ადვილია. თქვენ არ მოგიწევთ პასუხის გაცემა სხვადასხვა კითხვებზე, რომლებიც თქვენს სანდოობას ამოწმებენ. Kabbage-ში თქვენი "სანდოობა" თქვენი ისტორიით მოწმდება.

საკომისიოს პროცენტი საკრედიტო ისტორიიდან გამომდინარე გაიზომება და 6-16%-ს შეადგენს. ნასესხები თანხა ავტომატურად ბრუნდება თქვენი PayPal ექაუნთის საშუალებით.

მისი მომხმარებლების რაოდენობის გაზრდა, დამწყებებს შორის მის მზარდ პოპულარულობაზე მიუთითებს. ეს გასაკვირი არაა, მათ შეუძლიათ უფრო სწრაფად და დამატებითი პრობლემების გარეშე მიიღონ ფინანსური დახმარება.

როცა Kabbage-ს მსგავს კომპანიებს ვადარებთ, ის ყოველთვის ლიდერია. რადგან Kabbage-მდე არავის შეუთავაზებია ცენტრალიზებული დაფინანსება სტარტაპებისთვის.

წყარო: http://psm7.com/review/kabbage-%D0%B8%D0%BD%D0%B2%D0%B5%D1%81%D1%82%D0%B8%D1%86%D0%B8%D0%B8-%D0%B4%D0%BB%D1%8F-%D0%BE%D0%BD%D0%BB%D0%B0%D0%B9%D0%BD-%D0%BF%D1%80%D0%B5%D0%B4%D0%BF%D1%80%D0%B8%D0%BD%D0%B8%D0%BC%D0%B0%D1%82.html