onlain sesxebi - ყველა

ქრაუდფანდინგი: პოპულარული საიტები და წარმატებული პროექტები

ქრაუდფანდინგი: პოპულარული საიტები და წარმატებული პროექტები


2012 წლის 7 ივნისს ოფიციალურად გაეშვა დსთ-ს პირველი ქრაუდფანდინგის სერვისი Planeta.ru. ამან საფუძველი დაუდო ახალი დღესასწაულის ჩამოყალიბებას - ქრაუდფანდინგის დღეს. დღეს მოგიყვებით, როგორ დაიბადა ეს იდეა, როგორია მისი ბუნება და როგორაა დღეს განვითარებული.

Crowdfunding (ლიტერატურული თარგმანი "დაფინანსება ხალხისგან") - ეს არის ფინანსების მოძიების მექანიზმი პროდუქტის რეალიზაციისათვის, ღონისძიების ჩასატარებლად, გაჭირვებულების დასახმარებლად, ბიზნესის მხარდასაჭერად და ა.შ. ხშირად ამ ყველაფრის განსახორციელებლად ფული არ გვაქვს. ამ მიზეზით, ასობით სტარტაპი, გამოგონება და ფილმი იღუპება. თუმცა, მსოფლიოში ბევრი ადამიანი მოიძებნება, რომლებიც მზად არიან მხარი დაუჭირონ საინტერესო იდეას და მასში მცირედი მაინც ჩადონ. ზუსტად ამისთვის არსებობენ ქრაუდფანდინგის სისტემები.

ქრაუდფანდინგის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ დაფინანსების მოპოვება ბანკების, სხვადასხვა ფონდებისა და ბირჟების მონაწილეობის გარეშე შეიძლება. ეს უფრო დემოკრატიული მეთოდია. ქრაუდფანდინგი საშუალებას იძლევა პროექტი კრედიტების გარეშე აიწყოს. ეს ასევე შესანიშნავი PR-საბაბია. თქვენ საშუალება გეძლევათ პროექტი დამატებითი ხარჯების გარეშე გაავრცელოთ.

ქრაუდფანდინგის პირველი ნათელი მაგალითია ბრიტანული როკ-ჯგუფი Marillion-ი. 1997 წელს მათმა თაყვანისმცემლებმა $60 000 შეაგროვეს იმისათვის, რომ მუსიკოსებს ტურნე აშშ-ს ქალაქებში ჩაეტარებინათ. შემდგომ დაიწყო ფინანსების შეგროვება ფილმების გადასაღებად და კინოინდუსტრიის განსავითარებლად. ყველაფერი ეს იქამდე მივიდა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ინტერნეტში ათობით ასეთი პლატფორმა გაჩნდა, რომლებიც მცირე საკომისიოს სანაცვლოდ ორგანიზებულად აგროვებდნენ ფინანსებს.

როგორ მუშაობს?

1. თქვენ იფიქრებთ იდეას, რომელსაც შეუძლია რომელიმე სფეროში სარგებელი მოიტანოს.
2. კრებთ გუნდს პროექტის დასაწყებად ან მუშაობთ მარტო
3. ქმნით პროექტს და ამატებთ მას ერთ-ერთ საქარაუდფანდინგო პლატფორმაზე
4. გაავრცელეთ თქვენი პროექტი მეგობრებსა და სოც. ქსელებში.
5. შეაგროვეთ საჭირო თანხა
6. განახორციელეთ თქვენი იდეა

ქრაუდფანდინგის სახეობები

არსებობს ქრაუდფანდინგის ასეთი მოდელეი, რომლებიც სპონსორის ჯილდოზეა დამოკიდებული:

ჯილდოს გარეშე: ხალხი უბრალოდ რიცხავს ფულს იდეის განსახორციელებლად, მის ავტორს კი არანაირი ვალდებულება არ აქვს;
არაფინანსური ჯილდო(Kickstarter-ის მოდელი): ეს შეიძლება იყოს ბარათი, ვიდეო, რომელშიც მადლობას იხდით, რეალიზებულ პროდუქტში ხსენება და ა.შ.;
ფინანსური ჯილდო (ქრაუდინვესტინგი): ამ შემთხვევაში მსხვილი ინვესტორები იღებენ პროცენტს შემოსავლიდან და გაყიდვებიდან. ნაწილობრივ ქრაუდფანდინგის ეს სახეობა გამოიყენება ფილმების, თამაშებისა და აპლიკაციების, მუსიკალური ალბომების დაფინანსებისას.

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული პლატფორმები

ქრაუდფანდინგისთვის ყველაზე პოპულარული მიმართულებებია: სოციალური პროექტები, გაჯეტები და გამოგონებები, კინო, ვიდეო და მუსიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, მცირე ბიზნესი, მოდა. არსებობს მეტად პოპულარული პლატფორმები, სადაც შეგიძლიათ თქვენი იდეა გაავრცელოთ და დაფინანსება მიიღოთ.

ქრაუდფანდინგი: პოპულარული საიტები და წარმატებული პროექტები


Kickstarter - ყველაზე ცნობილი და ერთ-ერთი პირველი პლატფორმა. ის 2009 წელს დაარსდა. ის ასეთი პრინციპით მუშაობს: პროექტის ავტორი უნდა დარეგისტრირდეს, აღწეროს მისი იდეა და მიუთითოს დაფინანსების მინიმუმი. თუ დანიშნულ დროში დაფინანსების 100% არ შეგროვდა, ჩადებული თანხა ინვესტორებს უბრუნდებათ. თავად Kickstarter -ი ჩდებული თანხიდან 5%-ს იღებს. თუმცა პლატფორმაზე გეოგრაფიული შეზღუდვაა - პროექტის წარდგენა მხოლოდ აშშს, ბრიტანეთის, კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, ნიდერლანდების, გერმანიის, დანიის, ირლანდიის, შვედეთის და ნორვეგიის მაცხოვრებლებს შეუძლიათ. სხვა ქვეყნის მსურველებს შუამავლის გმაოყენება მოუწევთ. პროეტების მთავარი თემებია: ინოვაციური პროდუქტები, კინო, მუსიკა, ხელოვნება, თამაშები, გაჯეტები.

ქრაუდფანდინგი: პოპულარული საიტები და წარმატებული პროექტები


კიდევ ერთი პოპულარული პლატფორმა - Indiegogo. ისიც იღებს კომისიას, თუმცა აქ არ არის შეზღუდვა პროექტის ტიპში. პოპულარულია როგორც მუსიკა და ჰობი, ასევე პერსონალური ფინანსები, ქველმოქმედება და მრავალი სხვა. Kickstarter-ისგან განსხვავებით აქ არ არის გეოგრაფიული შეზღუდვები. ასევე არაა საჭირო პროექტმა საჭირო 100% მოაგროვოს.

ქრაუდფანდინგი: პოპულარული საიტები და წარმატებული პროექტები


Crowdfunder - ეს პლატფორმა საშუალებას იძლევა დაუკავშირდეთ ყველაზე მსხვილ ინვესტორებს მსოფლიოში. ხშირად Kickstarter-სა Indiegogo-ზე განტავსების შემდეგ ავტორები Crowdfunder-ს მიმართავენ, რათა აქციები გაყიდონ.

ქრაუდფანდინგის რამდენიმე მაგალითი

1. ჭკვიანი საათი Pebble. ეს პირველი "ჭკვიანი" საათია, რომელიც 2012-ში შეიქმნა. საათმა Kickstarter-ზე 10,3 მლნ დოლარის მოგროვება შეძლო 68929 მომხმარებლისგან. მოწყობილობა დღემდე ერთ-ერთ პოპულარულ პროდუქტად რჩება.

ქრაუდფანდინგი: პოპულარული საიტები და წარმატებული პროექტები


2. 3D-პრინტერი Form 1. თავდაპირველად მიზანი 100 000 დოლარი იყო. მაგრამ რეზულტატში პროექტმა $2 945 885 მოაგროვა. ის ძალია ნპოპულარული და მოთხოვნადი აღმოჩნდა.

3. ვირტუალური რეალობის ჩაფხუტი Oculus Rift. პროექტი Kickstarter-ზე იყო განთავსებული. მისი მიზანი ყოველ სახლში ახალი განზომილების შეტანა იყო. გამომგონებლებმა 2,5 მილიონი დოლარის შეგროვება შეძლეს, ეს კი ჩაფიქრებულზე 10-ჯერ მეტი იყო.

წყარო: http://psm7.com/analytics/kraudfanding-kak-privlech-investicii-i-realizovat-mechtu.html