onlain sesxebi - ყველა

დიდების 10 წელი: საინტერესო ფაქტები iPhone-ის შესახებ

დიდების 10 წელი: საინტერესო ფაქტები iPhone-ის შესახებ

29 ივნისს, 2007 წელს, აშშ-ში გაყიდვაში ჩაეშვა კომპანია Apple-ის სმარტფონი. iPhone-მა არამხოლოდ რევოლუცია მოახდინა მობილური ტექნოლოგიების ბაზარზე, არამედ მთლიანად შეცვალა მსოფლიო. ტელეფონს აღარ იყენებენ მხოლოდ სმს-ების გასაგზავნად და დასარეკად. მომხმარებლებმა მიიღეს პერსონალური კომპიუტერი თავიანთ ხელებში, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა მატი ცხოვრება. iPhone-ის პირველ სერიოზულ იუბილეზე ჩვენ შევაგროვეთ 10 საინტერესო ფაქტი ამ რევოლუციურ მოწყობილობაზე.

1. გაიყიდა 1 მილიარდზე მეტი iPhone-ი
დიდების 10 წელი: საინტერესო ფაქტები iPhone-ის შესახებ

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, კომპანია Apple-მა მთელი ამ დროის განმავლობაში 1 მილიარდზე მეტი სმარტფონი გაყიდა. მიუხედავად იმისა, რომ მათი გაყიდვების რაოდენობა 2017 წლის პირველ კვარტალში საგრძნობლად დაეცა, Apple-ი მსოფლიო ბაზრის ლიდერად რჩება.

2. iPhone - Apple-ის ყველაზე მომგებიანი პროდუქტი
დიდების 10 წელი: საინტერესო ფაქტები iPhone-ის შესახებ

iPhone-ი კომპანიის შემოსავლების 60%-ს იკავებს. ფაქტობრივად, iPhone-ის წარმატების საშუალებით კომპანია დღეს სმარტფონების ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ბრენდია.

3. მოწყობილობის ყველა სურათზე გამოსახულია ერთი და იგივე დრო
დიდების 10 წელი: საინტერესო ფაქტები iPhone-ის შესახებ

9:41 - სწორედ ეს დროა დაყენებული Apple-ის ყველა მოწყობილობაზე. ეს წესი ბეჭდვით განცხადებებსა და სატელევიზიო რეკლამებზეც ვრცელდება. საქმე სტანდარტულ პრეზენტაციაშია, რომლის ხანგრძლივობაც 40 წუთია. ამგვარად, როცა მოწყობილობა სლაიდზე ჩნდება, დრო მასზე და აუდიტორიის საათებზე ემთხვევა. 2010 წლამდე ეს დრო 9:42 იყო, მაგრამ კომპანიაში განაცხადეს, რომც იციან - ზუსტად 40 წუთში ვერ ეტევიან, ამიტომაც გადაწყვიტეს დრო შეეცვალათ და 1 წუთით უკან გადაეტანათ.

4. iPhone-ის პროცესორებს Samsung-ი აწარმოებს
დიდების 10 წელი: საინტერესო ფაქტები iPhone-ის შესახებ

მიუხედავად მუდმივი კონკურენციისა და კამათისა, სასამართლოშიც კი, Samsung-ი და Apple-ი მაინც მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. Samsung სამსუნგი მათთვის აწარმოებს პროცესორებს. ბოლო დროს Apple-ი ცდილობს შეამციროს დამოკიდებულება კონკურენტზე. მაგალითად, iPhone 6s-ში Samsung-თან ერთად TSMC-ის ჩიპებიც გამოიყენეს.

5. iPhone-ს ყველაზე ლოიალური მომხმარებლები ჰყავს
დიდების 10 წელი: საინტერესო ფაქტები iPhone-ის შესახებ

Apple-ის მომხმარებლები უფრო ლოიალურებია არიან კომპანიასთან და სტატისტიკის მიხედვითაც უფრო ხშირად ყიდულობენ მოწყობილობის შემდეგ ვერსიას.

6. თავდაპირველად Apple არფლობდა iPhone-ის ბრენდს.
დიდების 10 წელი: საინტერესო ფაქტები iPhone-ის შესახებ

iPhone-ის სავაჭრო ნიშანს თავდაპირველად კომპანია Cisco ფლობდა. თუმცა ამას ხელი არ შეუსლია Apple, გამოეშვა პირველი სმარტფონი ამავე სახელწოდებით 2007 წელს. კომპანიებმა დავა დიპლომატიურად მოაგვარეს და გადაწყვიტეს მომავალში ეთანამშრომლათ.

7. Apple-ი არასოდეს იხდის ფილმებში iPhone - ის რეკლამისთვის.
დიდების 10 წელი: საინტერესო ფაქტები iPhone-ის შესახებ

ძალიან ბევრი ფილმის გმირი Apple-ის ტექნიკას იყენებს. გასაკვირია, რომ კომპანია ამაში ცენტსაც არ იხდის. თუმცა კომპანია მზადაა რომ ნებისმიერი რაოდენობის ტექნიკა გამოყოს გადაღებებისათვის.

8. Apple Pay - Apple-ის პირველი ნაბიჯი ფინანსების ბაზარზე
დიდების 10 წელი: საინტერესო ფაქტები iPhone-ის შესახებ

2014 წლის სექტემბერში Apple-მა წარმოგვიდგინა მისი მობილური ანგარიშწორების სერვისი Apple Pay.ის სმარტფონის მეექვსე და უფრო მაღალი ვერსიის მფლობელებს საშუალებას აძლევს, სალაროსთან ფული NFC ტექნოლოგიის დახმარებით გადაიხადონ. შესყიდვის დამტკიცება Touch ID ტქენოლოგიით, ანუ თითის ანაბეჭდის შემოწმებით ხორციელდება. ექსპერტების აზრით ეს ტექნოლოგია კომპანიას არამარტო ლიდერად აქცევს ფინანსურ ინდუსტრიაში, არამედ ბანკებსაც გაუწევს კონკურენციას.

9. ყოფილ პრეზიდენტს iPhone-ის გამოყენება ეკრძალებოდა
დიდების 10 წელი: საინტერესო ფაქტები iPhone-ის შესახებ

უსაფრთხოების სამსახური აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს ბარაკ ობამას iPhone-ის გამოყენებას უკრძალავდა. ამიტომაც ის Blackberry-ის მარკით სარგებლობდა. ახლანდელი პრეზიდენტი - დონალდ ტრამპი სწორედ iPhone-ით სარგებლობს, მიუხედავად იმისა, რომ ის დაუცველია.

10. iPhone-მა უარი თქვა ყურსასმენების კონექტორზე
დიდების 10 წელი: საინტერესო ფაქტები iPhone-ის შესახებ

პოპულარული მოწყობილობის მეშვიდე ვერსიის პრეზენტაცია წინა წლის სექტემბერში ჩატარდა. ახალი ტელეფონის დიზაინი თითქმის არ განსხვავდება 6s-ისგან, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა, ყურსასმენები ახლა მხოლოდ უკაბელო ქსელით უკავშირდებიან მოწყობილობას.


წყარო: http://psm7.com/review/9-interesnyx-faktov-ob-iphone.html