onlain sesxebi - ყველა

ინტერნეტი 20 წლის წინ: ვიხსენებთ

ინტერნეტის ყველა მომხმარებელი უკვე მიეჩვია, რომ ამ ქმნილების გამოყენება ძალიან ადვილია - ჩვენთვის ხელმისაწვდომია მეტი საიტი მეტი ტემატიკით, აპლიკაციები, სოციალური ქსელები, ასევე ზესწრაფი მობილური ინტერნეტი. დაახლოებით 20 წლის წინ, 90-იანების დასასრულს, გლობალური ქსელი მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებიში გამოიყენებოდა, შემდგომში გასართობადაც, რადგან ინტენეტი საკმაოდ ნელი იყო. კიდევ რა სხვა თვისებები ჰქონდა გლობალურ ქსელს 15-20 წლის წინ?

ინტერნეტი 20 წლის წინ: ვიხსენებთ


მოგონებები ვირტუალურ სამყაროზე

1.ინტერნეტში შესვლა მხოლოდ სტაციონარული სატელეფონო ხაზით იყო შესაძლებელი. ე.ი. თუ პირი ინტერნეტში იყო შესული, მაშინ მას სახლში ვერ დაურეკავდნენ. ეს ფენომენი ადრეულ 00-იან წლებში არსებობდა, როცა მობილურ ტელეფონებს მხოლოდ შეძლებული ადამიანები ფლობდნენ.

ინტერნეტი 20 წლის წინ: ვიხსენებთ


2.იმ დროს ვერც კი იოცნებებდი კომპაქტურ კომპიუტერებზე, თვალებისთვის უსაფრთხო მონიტორზე (სმარტფონებზე, ნოუთბუქებსა და პლანშეტურ კომპიუტერებზე არავინ ფიქრობდა).

ინტერნეტი 20 წლის წინ: ვიხსენებთ


ყველანაირი კომპიუტერული ტექნიკა უზარმაზარ ადგილს იკავებდა სამუშაო მაგიდაზე, სისტემური ბლოკები ხმაურით მუშაობდნენ, ხოლო გამოსახულება მონიტორზე არადამაკმაყოფილებელი იყო.

3. თუ თანამედროვე მოზარდს ჰკითხავთ, თუ რა არის გამოსახული მოცემულ სურათზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის შეძლებს სწორი პასუხს გაგცემთ.

ინტერნეტი 20 წლის წინ: ვიხსენებთ


სინამდვილეში ფოტოზე ადრეული 00-იანი წლების ტიპიური ვებსაიტია გამოსახული.

4.იმ დროს პოპულარულ სოციალურ ქსელებში მუსიკის მოსმენაზე ლაპარაკიც არ იყო. 15 წლის წინ არავის შეეძლო საყვარელი აუდიოჩანაწერების მოსმენა ონლაინ რეჟიმში, ამიტომაც მათი მოსმენა Winamp-ის აპლიკაციის საშუალებით გვიწევდა.

ინტერნეტი 20 წლის წინ: ვიხსენებთ


რაც შეეხება წვდომას მუსიკასთან, ესეც დაკავშირებული იყო გარკვეულ სიძნელეებთან. არ შეიძლებოდა მუსიკი ასე უბრალოდ აღება და დაკოპირება(გადმოწერა). ამიტომ ჭეშმარიტ მელომანებს უწევდათ Audiograbber,-ის გამოყენება, რომელიც საშუალებას აძლევდათ საყვარელი ტრეკი კომპიუტერზე გადმოეტანათ.

ინტერნეტი 20 წლის წინ: ვიხსენებთ


5. ყველა ფაილი წარმოუდგენლად ნელა იწერებოდა, გარდა ამისა დსთ-ს ქვეყნებში არ არსებობდა ისეთი რამ, როგორიცაა "ულიმიტო ინტერნეტი"

ინტერნეტი 20 წლის წინ: ვიხსენებთ


6.მეგობრებთან მიმოწერა მხოლოდ აპლიკაცია ICQ-ს საშუალებით შეიძლებოდა.

ინტერნეტი 20 წლის წინ: ვიხსენებთ


7. იმ დროს სოციალური ქსელების სსახებ არავინ იცოდა, რადგანაც ისინი შექმნის პროცესში იყვნენ. ამის გამო ხალხს უწევდა ელემენტარული ინტერნეტ-გვერდების შექმნა, რათა გაეერთიანებინათ ქსელის მომხმარებლები ინტერესების მიხედვით. აი ასე გამოიყურებოდა ფან-გვერდი, რომელიც ჯასტინ ტიმბერლეიკის შემოქმედების ტაყვანისმცემლებმა შექმნეს.

ინტერნეტი 20 წლის წინ: ვიხსენებთ


პოპულარულ საძიებო სისტემებს უკეთესი იუზებილითი ჰქონდათ

ინტერნეტი 20 წლის წინ: ვიხსენებთ


8.იმ დროს კომპაქტ-დისკები ინფორმაციის ყველაზე პუპლარული მატარებლები იყვნენ.

ინტერნეტი 20 წლის წინ: ვიხსენებთ


9. სახელმძღვანელო ინტერნეტის გამოყენებისათვის

ინტერნეტი 20 წლის წინ: ვიხსენებთ


ნაკლებად სავარაუდოა, რომ დღეს ასეთ ლიტერატურას შეხვდებით...

ალბათ, ყოველმა ადამიანმა, რომელიც ინტერნეტის მომხმარებელი 00-იან წლებში გახდა, ამ მატერიალის საშუალებით ნოსტალგია იგრძნო. თუ გინდათ გაგვიზიაროთ თქვენი მოგონებები ინტერნეტზე, ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენს კომენტარს!

წყარო: https://mif-facts.com.ua/%D0%B8%D0%BD%D1%82%D0%B5%D1%80%D0%BD%D0%B5%D1%82-20-%D0%BB%D0%B5%D1%82-%D0%BD%D0%B0%D0%B7%D0%B0%D0%B4-%D0%B2%D0%BE%D1%81%D0%BF%D0%BE%D0%BC%D0%B8%D0%BD%D0%B0%D0%BD%D0%B8%D1%8F/