onlain sesxebi - ყველა

ერთი წლის შემდეგ: Brexit-ის განვითარების 5 ვარიანტი

ერთი წლის შემდეგ: Brexit-ის განვითარების 5 ვარიანტი


წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებმა თავიანთი არჩევანი გააკეთეს რეფერენდუმზე. როცა მათ ევროკავშირის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს, ექსპერტები გვარწმუნებდნენ, რომ ბრექსიტი ცუდად აისახებოდა დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის ფინანსურ ინფრასტრუქტურასა და მის FinTech-იმიჯზე. თუმცა რეფერენდუმის ჩატარებიდან 3 თვის შემდეგ გაჩნდა იმის მტკიცებულება, რომ ბრიტანული ფინტექსი ყვავდება. ხოლო ბრიტანეთის ელექტრონული კომერცია ევროპაში პირველი, ხოლო მსოფლიოში მესამეა.

ამასთანავე, საბოლოო შეთანხმებას ევროკავშირიდან გამოსვლაზე ჯერ კიდევ არ მოეწერა ხელი. სიტუაცია ჯერ კიდევ გაურკვეველია. რას უნდა ველოდოთ ბრექსიტისგან მომავალში. ამის პროგნოზირებას Société Générale-ში შეეცადნენ.

1. მძიმე ბრექსიტი - 70% ალბათობა
ამ სცენარის მიხედვით, ბრიტანეთის ხელისუფლება ბრექსიტის შემდეგ მიგრაციის სრულად გაკონტროლებას შეძლებს, რაც სავარაუდოდ ევროკავშირთან ერთიანი ვაჭრობის შესაძლებლობის დაკარგვას ნიშნავს. ბრიუსელში უკვე ნათლად მიგვანიშნეს, რომ ბრიტანელები ვერ შეძლებენ თავისუფალი ბაზრით სარგებლობას, თუ არ მოაწერენ ხელს მათ ტერიტორიაზე ევროკავშირის მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების შეთანხმებას.
ამ სცენარის ალბათობა ბრიტანეთში არჩევნების ჩტარების შემდეგ გაიზარდა. კონსერვატორებმა და ლეიბორისტებმა, რომლებიც მხარს უჭერენ საემიგრაციო კონტროლს, ხმების 82% მიიღეს.

2. რბილი ბრექსიტი - 15% ალბათობა
მიუხედავად ამისა, არის იმედი, რომ ბრიტანეთის პოლიტიკაზე გავლენას იქონიებენ მიმართვები ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. დიდ ბრიტანეთში ხომ ბევრი კომპანიაა, რომლებიც თავიანთ სერვისებს და პროდუქტებს ევროპის ბაზარზე ყიდიან. რეფერენდუმის შემდეგ, საგადასახადო სისტემამ Visa განაცხადა, რომ ბრექსიტის შემთხვევაში კონტინენტზე გადავა. ბრიტანელი სტარტაპები ასევე განიხილავდნენ გერმანიაში გადასვლის შესაძლებლობას, რათა ერთიან ბაზართან შეუზღუდავი წვდომა ჰქონოდათ.
"რბილი ბრექსტიტის" შემთხვევაში შესაძლოა ბრიტანეთი ნორვეგიის მოდელზე გადავიდეს. შეუძლია დარჩეს ევროპის ეკონომიკური ზონის წევრად, თუ ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობებს შეინარჩუნებს.

3. მკვეთრი გადასვლა - 10% ალბათობა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ არაერთხელ განაცხადა, რომ ცუდ გარიგებას სჯობს, ის საერთოდ არ იყოს. თუ ასეთი პოლიტიკა გაგრძელდება და ქვეყანა არ გააფორმებს შეთანხმებებს ვაჭრობაზე, ხალხის მიმოსვლაზე, უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე, მაშინ ბრიტანეთი 2019 წელს ევროკავშირიდან გამოვა. ლისაბონის შეთანხმების მიხედვით, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლა შეთანხმებების გარეშე ორ წელიწადს გასტანს. ამის შემდედ წევრობა ავტომატურად შეწყდება.

4. უარი ბრექსიტს - 4% ალბათობა
ამგვარი სცენარი ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა არსებობს შანსი, რომ ბრიტანეთი გამოსვლასთან დაკავშირებული სიძნელეების გამო ევროკავშირში დარჩენას გადაწყვეტს.
ამ სცენარის თანახმად, საბოლოო გადაწყვეტილებას შესაძლოა უარი ეთქვას პარლამენტისგან. ეს შესაძლოა მეორე რეფერენდუმის ჩატარების მიზეზი იყოს.

5. ყველაფერი თავიდან - 1% ალბათობა
იმის ალბათობა, რომ მთავრობა რეფერენდუმით შეძლებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას შეძლებს, დაბალია. მიუხედავად ის არსებობს.

წყარო: http://psm7.com/analytics/god-spustya-top-5-scenariev-razvitiya-brexit-po-mneniyu-bankirov.html