onlain sesxebi - ყველა

E-commerce დეტალებში: იტალია. ცუდი ინტერნეტი და სმარტფონების ნაკლებობა

E-commerce დეტალებში: იტალია. ცუდი ინტერნეტი და სმარტფონების ნაკლებობა


იტალია - კონტრასტების ქვეყანა. ქვეყანაში შეინიშნება მკაფიო გამიჯვნა მდიდარ, ინდუსტრიულ ჩრდილოეთსა და მეტად აგრარულ სამხრეთს შორის. და ამას არ შეეძლო არ ემოქმედა სხვადასხვა რეგიონების მცხოვრებთა ფინანსურ ჩვევებზე,


ფინანსური სერვისები

იტალიელების მხოლოდ 87%-ს აქვს ანგარიში ბანკში. ეს მაჩვენებელი დასავლეთ ევროპასთან შედარებით დაბალია. საკრედიტო ბარატების რაოდენობაც უფრო მცირეა, ვიდრე ევროპაში.
კვლევის მიხედვით, რომელიც 2014 წელს ჩატარდა, ეს ნაწილობრივ უკავშირდება ნაღდი ანგარიშწორების ტრადიციას. ქვეყნის ხელისუფლებამ მხოლოდ 2011 წელს გაუშვა გეგმა "შევინარჩუნოთ იტალია", რომელიც სთავაზობდა უფასო საბანკო ანგარიშს ყველას, ვისაც ის არ ჰქონდა.

სმარტფონები და ინტერნეტი

მხოლოდ იტალიელების 62%-ს აქვს წვდომა ხარისხიან ინტერნეტთან. ეს 16%-ით ნაკლებია, ვიდრე რეგიონის საშუალო შედეგია, და 30%-ით ნაკლები, ვიდრე დასავლეთ ევროპის ყველაზე განვითარებულ ქვეყნებს აქვთ.
სმარტფონებს მხოლოდ 57% იყენებს. ესეც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. იტალიის მოსახლეობა ბერდება, ხოლო ხანში შესული ხალხი კვლავაც გულგრილად ურთიერთობენ ინოვაციებთან.

ონლაინ შოპინგი

დაახლოებით 15 მილიონი იტალიელი, მოსახლეობის 25%, ყიდულობს ინტერნეტ მაღაზიებში. ეს დასავლეთევროპული ქვეყნისათვის დაბალი მაჩვენებელია. მაგრამ ელექტრონული კომერციის ზრდის ტემპი (17,5% წელიწადში) გვეუბნბეა, რომ მომავალში ეს მაჩვენებელი გაიზრდება.
მეორეს მხრივ, სექტორი იზრდება ამერიკული ონლაინ-რესურსების ხარჯზე, როგორებიცაა Amazon-ი და eBay. ასევე გერმანულ საიტზე Zalando.

გადახდები ინტერნეტში

ტრადიციულად, ონლაინ ტრანზაქციების უმრავლესობა იტალიაში სადებეტო ან საკრედიტო ბარათების მეშვეობით ხორციელდება. ქვეყანაში, სადაც ნაღდი ანგარიშწორებაა პოპულარული, ეს სერიოზული დაბრკოლებაა ელექტრონული კომერციის განვითარებისთვის.
სიტუაციის გამოსწორებას ცდილობენ ელექტრონული საფულეებით. 2015 წელს ყველა ანგარიშწორების 20% ასე განხორციელდა. და სავარაუდოდ, ეს მაჩვენებელი კიდევ აიწევს.

წყარო: http://psm7.com/europe/e-commerce-v-detalyax-italiya-strana-bez-interneta.html