onlain sesxebi - ყველა

CV- რჩევები ერთ-ერთი კომპანიის HR-ისგან

CV- რჩევები ერთ-ერთი კომპანიის HR-ისგან

ბევრი აპლიკანტისგან მოისმენთ, რომ აგზავნიან რეზიუმეებს/აპლიკაციებს კომპანიებში, მაგრამ არავინ უკავშირდება, ამ ფაქტს კი – უმეტესწილად უსამართლობას მიაწერენ.

რეალურად, მეორე მხრიდან თუ შევხედავთ საკითხს, HR მენეჯერების გადმოსახედიდან, ბევრი, იმდენად სუსტად შედგენილი რეზიუმე შემოდის, რომ ეს ავტომატურად ანულებს მათი დაქირავების შანსებს.
მოკლედ ჩამოვწერ, რეზუმეს შედგენისას გასათვალისწინებელ დეტალებს:

1)ნუ დაასათაურებთ შემდეგნაირად: CV, Curriculum Vitae, სივი, ა.შ. დააწერეთ უბრალოდ სახელი და გვარი: დავით კვირიკაშვილი
2)ნუ ჩამოთვლით ოჯახის წევრებს, თუ ეს დამატებით დაგვაინტერესებს, აუცილებლად მიგითითებთ ვაკანსიის აღწერაში
3)ფოტო!!! მესმის, რომ ყველას გვაქვს სურვილი, საუკეთესოდ გამოვიყურებოდეთ ფოტოზე და შეიძლება ყველაზე მეტად ჩვენი თავი ზღვაზე, რაღაც გლამურული ივენთის ბანერთან აწეული ფეხით, კიკინებით, პროფილში, ა.შ. მოგვწონდეს, ან ვქროფავდეთ ფოტოს და უკან ჩანდეს ადამიანები, ყანწით ხელში, ან ჩვენივე მხარზე იდოს ვინმეს ჩამოჭრილი ხელი… ფოტოს მიუდექით სერიოზულად, ასევე ეცადეთ მიიღოთ სახის პოზიტიური გამომეტყველება;
4)დაიცავით თანმიმდევრობა: პირველ რიგში დამსაქმებელს აინტერესებს ბოლო სამსახურის შესახებ ინფორმაცია, შედარებით 5 წლის წინანდელთან, შესაბამისად, ვიწყებთ ბოლო სამსახურით და მივყვებით ახლიდან ძველისკენ.
5)სამუშაო გამოცდილების შემდეგ, ისაუბრეთ განათლებაზე, სკოლა აუცილებელი არ არის, შეგიძლიათ დაიწყოთ უნივერსიტეტიდან + აუცილებლად მიუთითეთ მუშაობის პერიოდები, დამსაქმებელი კომპანიების ნუმერაცია საკმარისი არ არის.
6)ტრენინგები/კურსები/კონფერენციები – შეიძლება პირდაპირ კავშირში არ იყოს თქვენს მომავალ სამუშაო პოზიციასთან, თუმცა ფაქტი, რომ აქტიურად ზრუნავთ განათლების დონის ამაღლებაზე, თუ პროფესიულ განვითარებაზე, ეს აუცილებლად დაგიფასდებათ;
7)ამოიღეთ კომპიუტერული ცოდნიდან: Internet explorer – ამის ცოდნით არავის აოცებთ, პირიქით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ იმდენად მწყრალად ხართ საოფისე პროგრამებთან, რომ ეს მნიშვნელოვანი ცოდნა გგონიათ;
8)არსად გამოიყენოთ ზმნები! არასწორია: ვსწავლობდი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2002 წლიდან 2014 წლამდე, ბიზნესის ფაკულტეტზე. სწორია: 2012-2014 – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესის ფაკულტეტი.
9)სასურველია გქონდეთ Gmail, ხოლო რეზიუმე შეინახეთ PDF ფორმატში, პირველი ამარტივებს კომუნიკაციას და ru, posta.ge და ა.შ. მეილებისგან განსხვავებით, უფრო სერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს, ხოლო ფორმატი – წარმოაჩენს ფორმას უფრო დალაგებულად და ორგანიზებულად.
10)დაასათაურეთ ფაილი, შესაბამისი სახელწოდებით, ანუ ნუ დაარქმევთ CV1234, დაარქვით მაგ: David_kvirikashvili_CV, etc.
11)წერილის body-ში ჩაწერეთ შესაბამისი ტექსტი, მიესალმეთ პოტენციურ დამსაქმებელს, უთხარით, რომ დაინტერესებული ხართ კონკრეტული პოზიციით და უგზავნით რეზიუმეს და მდუმარე ეთეჩმენთით ნუ მიუგდებთ თქვენს CV-ს/აპლიკაციას.
12)ნუ გადატვირთავთ არასაჭირო მასალით, მაგ: თუ აგზავნით ბუღალტრის პოზიციაზე, არ არის საჭირო მიუთითოთ, რომ პარალელურად ფოტოგრაფადაც მუშაობდით, ასევე პრომო გოგონას პოზიციაზეც და ა.შ. თუ ბევრ კომპანიაში გიმუშავიათ. თუ თქვენი სამუშაო გამოცდილება ბევრ კომპანიას არ მოიცავს, მაშინ შეგიძლიათ მიუთითოთ არათემატური სამსახურებიც.
13)გამოიყენეთ ერთი შრიფტი, ზომა, დაშორება, ა.შ. მნიშვნელოვანი ადგილები გამოყავით, მაგ: ბოლდით.
14)არსად ახსენოთ „წითელი დიპლომი“, ხუთოსნობა, ა.შ.
15)სასურველია მივუთითოთ სამ ან ოთხ „ბულეთ ფოინთად“ მოკლე აღწერილობა სამუშაოს, რაკი, მაგ: გაყიდვების მენეჯერი, შეიძლება იყოს, როგორც მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე ადამიანი, ასევე გაყიდვების აგენტი, ამით გავუმარტივებთ დამსაქმებელს, ჩვენზე სწორი წარმოდგენის შექმნას;
16)ნუ გადატვირთავთ არასაჭირო ინფოთი, მაგალითად: სქესი (თუ ქართულ კომპანიაში აგზავნით), მამის სახელი, დაბადების ადგილი, მოქალაქეობა, სარწმუნოება (ასეთებიც მინახავს), ა.შ.
17)გასაგებია, რომ მეილების დიდი ნაწილი, თინეიჯერობის ასაკშია გახსნილი, თუმცა მსგავსი სახელით: [email protected]; [email protected]; [email protected] და ა.შ. მეილების მითითებისგან, თავი შეიკავეთ და გახსენით სახელით და გგვარით, ან სახელის პირველი ასოთი და გვარით, ა.შ. სერიოზული მისამართებით;
გისურვებთ წარმატებას !

წყარო: /