onlain sesxebi - ყველა

E - commerce დეტალებში: გერმანია. ელექტრონული საფულეები პრიორიტეტულია

E - commerce დეტალებში: გერმანია. ელექტრონული საფულეები პრიორიტეტულია


1950-იანი წლების "ეკონომიკური სასწაულიდან" მოყოლებული, გერმანია უდავოდ დასავლეთ ევროპის ეკონომიკური ძრავია. გარდა ამისა, ქვეყანა G20-ის პროდუქტიულობის რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს. დღეს გერმანია აყვავებული, სტაბილური ქვეყანაა, თავისებური ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.


ფინანსური სერვისები
გერმანელი მოსახლეობა მაღალხარისხიან ფინანსურ მომსახურებას იღებს, Sparkassen-ის შემნახველი ბანკების ქსელისა და სხვა სახელმწიფო ბანკების წყალობით. 1995 წელს დიდმა ფინანსურმა დაწესებულებებმა ხელი მოაწერეს ნებაყოფლობით შეთანხმებას, რომელიც თითოეულს გერმანელს საბანკო ანგარიშის ქონის უფლებას აძლევდა. ამ შეთანხმების წარმატებას ის ადასტურებს, რომ დღეს ქვეყნის მოსახლეობის 99%-ს აქვს ანგარიში ბანკში.ამასთანავე გერმანელების 46%-ს აქვს მინიმუმ ერთი ბარათი. მაგრამ საკრედიტო ბარათით მათი უმნიშვნელო ნაწილი სარგებლობს. გერმანელები სადებეტო ბარათებს ამჯობინებენ.

სმარტფონები და ინტერნეტი
ინტერნეტთან წვდომა მოსახლეობის 86,2%-ს აქვს. ეს მაღალი მაჩვენებელია, თუმცა უფრო დაბალი, ვიდრე ევროპის ზოგიერთ განვიტარებულ ქვეყანაშია. მაგალითად: ნიდერლანდები ან დიდი ბრიტანეთი.მაგრამ, იმის წყალობით, რომ დაახლოებით 60 მილიონი გერმანელი სარგებლობს ინტერნეტით, ქვეყანა ითვლება ელექტრონული კომერციის მიმზიდველ ბაზრად. სმარტფონს ქვეყნის 64% ფლობს - თითქმის ისე, როგორც დანარჩენი დასავლეთ ევროპა.

შოპინგი ონლაინ
49,5 მილიონი გერმანელი(მოსახლეობის 60%) ყიდულობს ონლაინ. მათგან 14 მილიონს ერთხელ მაინც უყიდია საქონელი უცხოელისგან. ონლაინ-გაყიდვების მიხედვით, რომლებმაც $80 მლრდ შეადგინეს, ქვეყანა მეხუთე ადგილს იკავებს e-commerce-ის ბაზარზე. 2019 წლისთვის ელოდებიან, რომ მობილური კომერცია ონლაინ-გაყიდვების მეოთხედს დაიკავებს.

ონლაინ გადახდები
გერმანელები გადახდებისთვის ბარათებს უფრო იშვიათად იყენებენ, ვიდრე დანარჩენი ევროპული ქვეყნები. ამის მაგივრად მომხმარებლები ამჯობინებენ პირდაპირ ონლაინ-ბანკინგს, ყოველგვარი შუამავლის გარეშე. გერმანიაში ძალიან პოპულარულია ონლაინ საფულეები. ისინი ონლაინ-გადახდების 22%-ს იკავებენ. ყველაზე პოპულარული პროვაიდერია Sofort-ი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს შევიდეს ონლაინ-ბანკინგში შეკვეთის გაფორმების დროს.

წყარო: http://psm7.com/review/e-commerce-v-detalyax-germaniya-elektronnye-koshelki-v-prioritete.html