onlain sesxebi - ყველა

E-commerce დეტალებში: ფინეთი. ბანკი ბარათებზე პოპულარულია

E-commerce დეტალებში: ფინეთი. ბანკი ბარათებზე პოპულარულია


ახლა ფინეთი აყვავებული სკანდინავიური ქვეყანაა მსხვილი სამრეწველო სექტორით, რომელიც მისი მშპ-ის 31%-ს შეადგენს. ფინეთი ასევე ცნობილია მისი საგანმანათლებლო სისტემით, რომელიც მსოფლიოში საუკეთესოდ ითვლება. რა ხდება ფინანსებისა და ელექტრონული კომერციის სფეროში - ნახეთ ინფოგრაფიკზე.

E-commerce დეტალებში: ფინეთი. ბანკი ბარათებზე პოპულარულია


ფინანსური სერვისები
Imperial College London-ის ცოტა ხნის წინ ჩატარებულ კვლევაში, ფინეთმა პირველი ადგილი დაიკავა ფინანსური მომსახურების სფეროში. ქვეყნის მოსახლეობის 100%-ს აქვს ანგარიში ბანკში, როდესაც გლობალური შედეგი მხოლოდ 61%-ია. ოგორც წესი, ფინეთში ყველაზე პატარა მაღაზიებიც კი იღებენ სადებეტო და საკრედიტო ბარათებს.

სმარტფონები და ინტერნეტი
ფინეთი - უზარმაზარი ქვეყანა მოსახლეობის მცირე სიმჭიდროვით. მისი დიდი ნაწილი არქტიკულ რეგიონებშია და საცხოვრებლად გამოუსადეგარია. ამის მიუხედავად, ფართოზოლოვანი წვდომა ინტენეტთან ყველაზე განცალკევებულ დასახლებებშიცაა. ამის გამო ფინეთს ევროპაში ინტერნეტის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაჩვენებელი აქვს, რომელიც 92,4%-ს შეადგენს. ეს 2010 წელს მიღებულმა კანონმა უზრუნველყო. ამავდროულად, სმარტფონების რაოდენობა ფინეთში, დასავლეთ ევროპასთან სდარებით დაბალია.

ონლაინ შესყიდვები
ფინელების სამმა მეოთხედმა განაცხადა, რომ სრულყოფილად ან თიტქმის სრულყოფილად ფლობენ ერთ უცხო ენას მაინც. ეს სტატისტიკა ნაწილობრივ გვაჩვენებს მატ მზადყოფნას, იმისათვის რომ ონლაინ შეიძინონ უცხოური რესურსებიდან. 2014 წელს ფინელების 40%-მა იყიდა რაღაც უცხოელი ინტერნეტ-გამყიდველისგან. ყველაზე პოპულარული საქონელი იყო წიგნები, ტანსაცმელი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა. 2019 წლისათვის ელოდებიან, რომ ფინური ელექტრონული კომერციის ბაზარი 13,8 მლრდ დოლარს მიაღწევს.

ონლაინ გადახდები
ფინეთში გადახდის ყველაზე პოპულარული საშუალება საბანკო გადარიცხვებია. ამ საშუალებას ფინელი ინტერნეტ-მყიდველების 44% მიმართავს. შემდეგ ადგილს პოპულარულობით საკრედიტო ან სადებეტო ბარათები იკავებს(28%). ელექტრონული საფულე(6%) და ნაღდი ფული(3%) არ სარგებლობენ დიდი პოპულარულობით. საგადასახადო სისტემის ყველაზე პოპულარულ პროვაიდერად შვედური კომპანია Klarna ითვლება, რომელსაც ბაზრის 10% უჭირავს. ის საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, გადაიხადონ ფული, ამასთანავე კი გამყიდველს თავიანთი მონაცემებია არ გაუმხილონ.

წყარო: http://psm7.com/review/e-commerce-v-detalyax-finlyandiya-bankovskij-perevod-populyarnee-kart.html