onlain sesxebi - ყველა

E - commerce დეტალებში: საფრანგეთი. ონლაინ შენაძენები სმარტფონით

E - commerce დეტალებში: საფრანგეთი. ონლაინ შენაძენები სმარტფონით



G20-ის ქვეყნებიდან საფრანგეთი მეორე ქვეყანაა პროდუქტიულობის მიხედვით(პირველი ადგილი გემანიამ დაიკავა). მისმა ეკონომიკის ზრდამ 1,1%-ით გადააჭარბა საშუალო მაჩვენებელს ევროზონაში, ხოლო პარიზი დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე დიდ კულტურულ ცენტრად.

დღეს გინვიხილავთ, თუ როგორ ყიდულობენ ფრანგები ონლაინ და რა ფინანსური სერვისებით სარგებლობენ ისინი.

E - commerce დეტალებში: საფრანგეთი. ონლაინ შენაძენები სმარტფონით


ფინანსური სერვისები
უკვე 30 წელია საფრანგეთი განაგრძობს ფინანსური მომსახურების განვიტარებას. 1984 წელს ქვეყანამ მიიღო საბანკო კანონმდებლობა, რომელიც უფლებას აძლევდა ყოველ მოქალაქეს, მინიმუმ საბაზისო ანგარიში ჰქონოდა ბანკში. ამის რეზულტატია ის, რომ გასულ წელს ფრანგების მხოლოდ 3%-ს არ ჰქონია ანგარიში ბანკში. საკრედიტო ბარათების გავრცელების მაჩვენებელი 44%-ით მეტია ვიდრე, საშუალო მონაცემები მსოფლიოში, მაგრამ უფრო დაბალია ვიდრე რეგიონში. საფრანგეთს, როგორც ევროპის სხვა ქვეყნებს, აქვს საკრედიტო და სადებეტო ბარათების განვითარებული ბაზარი. ამიტომაც ძალიან ხშირად თითოეულ ბარათში გაერთიანებულია ორივე ფუნქცია.

სმარტფონები და ინტერნეტი
ფრანგების 84%-ს აქვს სახლში ინტერნეტი. ეს მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელზე მაღალია. ამავდროულად საფრანგეთსი მეტი "ციფრული აუთსაიდერია", ვიდრე დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში. საფრანგეთის მოსახლეობის 61% ფლობს სმარტფონს და აქვს წვდომა ინტერნეტთან. ამასთან ერთად android-ი ყველაზე გავრცელებული ოპერაციული სისტემაა.

ყიდვა ონლაინ
ელექტრონული ვაჭრობა საფრანგეთში სწრაფად იზრდება - 11%-ით წელიწადში. $57 მილიარდად შეფასებული e-commerce-ის ბაზარი მესამეა მსოფლიოში. ეს საფრანგეთს ელექტრონული კომერციის განვითარებისათვის კარგ ადგილად აქცევს. ონლაინ შესყიდვების მეხუთედი სმარტფონებიდან ხორციელდება. ნაყიდი საქონლის თვითგამოძახება პოპულარულია საფრანგეთში. ამგვარად ყველა შესყიდვის 26% ხორციელდება.

ანგარიშწორება ინტერნეტში
ტრანზაქციების 72% სრულდება საკრედიტო ან სადებეტო ბარათებით. ეს მაჩვენებელი საფრანგეთში უფრო მაღალია, ვიდრე რომელიმე დასავლეთ ევროპის ქვეყანაში. ელექტრონული საფულეები ბაზრის 16%-ს შეადგენენ. ყველაზე პოპულარული პროვაიდერია PayPal - ი, მას მოსდევენ Visa Checkout და ფრანგული PayLib-ი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, იმას, რომ ადგილობრივ ბაზარზე ელექტრონული საფულის ბიზნესის წამოწყება ადვილია. 2017 წლის დასაწყისსი ფრანგულმა ბანკმა Crédit Agricole უარი თქვა საკუთარ ელექტრონულ საფულეზე Kwixo, რომელიც 2011 წლის ივლისიდან მუშაობდა.

წყარო: http://psm7.com/review/e-commerce-v-detalyax-franciya-onlajn-pokupki-so-smartfonov.html