onlain sesxebi - ყველა

E-commerce დეტალებში: დანია. საბანკო ანგარიშების ქვეყანა

E-commerce დეტალებში: დანია. საბანკო ანგარიშების ქვეყანა


დღეს ჩვენ განვიხილავთ დანიის საგადასახადო ინფრასტრუქტურას. სამეფო შედგება იუტლანდიის ნახევარკუნძულის, 400-ზე მეტი ბალტიის კუნძულის, ფარერის კუნძულებისა და გრენლანდიისგან. ევროპის სხვა საზღვაო ქვეყნებისგან განსხვავებით, რომლებმაც თავიანთი სტატუსი დაკარგეს, დანია რჩება მსოფლიოს გემთმავლობის ლიდერად. ის ასევე ფლობს ძლიერ ოფშორულ ენერგეტიკულ სექტორს. ქვეყნის ეკონომიკა საკმარისად მრავალფეროვანია, მაგრამ, როგორც ევროპული ქვეყნების უმეტესობაში, ყველაზე მნიშვნელოვანი მომსახურების სფეროა.


ფინანსური სერვისები
სრულწლოვანი დანიელების 100%-ს აქვს ანგარიშები ბანკში. ეს მაჩვენებელი ქვეყანას ლიდერად აქცევს ფინნანსური ჩართულობის საკითხში. 4,5 მილიონზე მეტიზრდასრული დანიელი (36%) იყენებს საბანკო ბარათებს. ეს ევროპასთან შედარებით პატარა მცირე მაჩვენებელია.
დანიელები ლოიალურად ექცევიან თავიანთ ბანკებს და იშვიათად გადადიან სხვა ფინანსურ ინსტიტუტებში. იმის შემდეგაც, როცა საბანკო ინდუსტრია ქვეყანაში ლიბერალიზდა და ინვესტორებმა მიიღეს უფლება აერჩიატ სხვა ფინანსური ინსტიტუტების პროდუქტები აერჩიათ, 36% მაინც ერთგული დარჩა თავის ბანკის მიმართ.

სმარტფონები და ინტერნეტი
ამჟამად დანიელების 96% სარგებლობს ინტერნეტით. მთავრობის მიზანია - უზრუნველყონ ყველა მაცხოვრებელი ფართოზოლიანი ინტერნეტით, რომლის სისწრაფე 100 მბიტ/წ იქნება ეს მიზანი მეტად ამბიციურია ვიდრე ევროკავშირის გეგმები რეგიონში ინტერნეტის განვითარებასთან დაკავშირებით. თუ ქვეყანას ეს გამოუვა, ის გახდება ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ინტერნეტის გავრცელების საკითხში.
დანიელების უმეტესობას (76%) აქვს სმარტფონი და იყენებს მას ინტერნეტთან დასაკავშირებლად. თითქმის 60% ამბობს, რომ ინტერნეტთან დასაკავშირებლად სმარტფონს უფრო ხშირად იყენებს, ვიდრე კომპიუტერს.

ონლაინ შოპინგი
გამოკითხვების თანახმად, დანიელების 66% ყიდულობს ონლაინში, მინიმუმ კვარტალში ერთხელ. ხოლო 33% ამას თვეში რამდენჯერმე აკეთებს. ონლაინ შოპინგში ყველაზე პოპულარული კატეგორიებია - ტანსაცმელი, ელექტრო ტექნიკა და მედია.
დანიელების უმეტესობა დარწმუნებული ყიდულობს. მხოლოდ მათი 10% ნახულობს საქონელს ტრადიციულ მაღაზიაში. დანიელები ძალიან მომთხოვნები არიან: 54% ელოდება, რომ მათი საქონლის მოწოდება სამ დღეზე მეტს არ წაიღებს.

გადახდები ინტერნეტში
დანიური ონლაინ ეკონომიკა ძირიტადად საკრედიტო და ნაწილობრივ სადებეტო ბარათებით ფორმირდება. მხოლოდ 14%-ს აქვს ელექტრონული საფულე( დასავლეთ ევროპასი ეს მაჩვენებელი 19%-ა). მყიდველების მეოთხედი საბანკო გადარიცხვებს იყენებს, ხოლო 12% - ნაღდ ფულს. ონლაინ მაღაზიაში ტრანზაქციების 46% ბარათებით ხორციელდება.
ყველაზე პოპულარული ონლაინ გადახდების სერვისი Edankort-ია. მისი ბაზრის წილი 39%-ა.

წყარო: http://psm7.com/review/70631.html